„პოლიტიკური სტაბილურობა, კვალიფიციური კადრები, დემოკრატიული და არაკორუფციული გარემო ინვესტორებისთვის მთავრობის შეთავაზებაზე უფრო მნიშვნელოვანია“

„პოლიტიკური სტაბილურობა, კვალიფიციური კადრები, დემოკრატიული და არაკორუფციული გარემო ინვესტორებისთვის მთავრობის შეთავაზებაზე უფრო მნიშვნელოვანია“

access_time2020-12-10 10:00:46

„ამერიკის კერძო ინვესტიცია დამოკიდებულია სტაბილურ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი – ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება”, — ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტის შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

აღნიშნული გზავნილიდან, 24 საათში საქართველოს მთავრობამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის ახალი პროგრამის დაწყება დააანონსა. ინვესტორს, რომელიც საქართველოში 10 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებს, მთავრობა 1 მლნ ლარიანი გრანტით დაეხმარება. ახალი პროგრამა შეეხება დარგებს, როგორიც არის გადამამუშავებელი ინდუსტრია, ელექტრული ინჟინერიის წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანების და მანქანა-დანადგარების და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურეობა და ა.შ.

 

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან/მჟავანაძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ინიციატივა კარგია და შესაძლოა უცხოური ინვესტიციის შემოდინებას საქართველოში ხელი შეუწყოს, თუმცა ამბობს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციის განხორციელება ადვილი არ არის, რადგან ისინი რიგ პრობლემებს აწყდებიან.

 

„კოვიდ პანდემიისგან შექმნილი ვითარება მართლაც რომ ყველასთვის რთულია და მსოფლიო გამოწვევად იქცა. პანდემიამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. აღნიშნული მექანიზმი მიმართულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. რაც ვფიქრობთ, რომ ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მეტი უცხოური ინვესტიციის შემოდინებას საქართველოში.

 

აღნიშნული გრანტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებს, უცხოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს, ინვესტორებსა და ეკონომიკის სფეროში მომუშავე ადამიანებს. თუმცა, რა თქმა უნდა  ადვილი არ არის უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციის განხორციელება, რადგან ისინი რიგ პრობლემებს აწყდებიან, ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის კვალიფიკაციის მქონე კადრების დეფიციტი, სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვეცადოთ გამოვზარდოთ კადრები, რაც პირდაპირ კავშირშია მუშაობის შესრულებულ ხარისხთან“, - აცხადებს ოსმან ჩალიშქან/მჟავანაძე.

 


მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარება და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, განსაკუთრებით არსებულ ვითარებაში.

 

„ჩვენი ქვეყანა უმეტესად დამოკიდებულია იმპორტზე, თუმცა გვჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარება და რესურსების მოზიდვა, რაც პანდემიის პირობებში მკვეთრად აღინიშნა, ადგილობრივი წარმოების გაზრდა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

მზად ვართ, მთავრობასთან და ინვესტორებთან ერთად ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის შემოდინებას. პანდემიის პირორბებშიც კი უნდა ვეცადოთ ადგილობრივი წარმოების გაზრდა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა რათა, ჩვენს მოსახლეობას არ მოუწიოს სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასვლა“, - განმარტავს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

 

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივას მიესალმება, თუმცა თვლის რომ პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიული და არაკორუფციული გარემო ყოველთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის პრიორიტეტია და ამის შემდეგ აქცევენ ყურადღებას სხვა ბენეფიტებს.

 

„ინვესტორი პირველ რიგში პოლიტიკურ სტაბილურობას უყურებს და რეგიონულ ჭრილში რაც ხდება რა თქმა უნდა აისახება მათ გადაწყვეტილებაზე. დღევანდელ პირობებში, როდესაც პოლიტიკურად ცოტა უცნაურ სიტუაციაა საქართველოში და რეგიონშიც დაძაბულობაა, რთულია ინვესტიციების მოზიდვაზე საუბარი. თუმცა, როცა პანდემიის პირობებში მიდის ბიზნესების გადათამაშება-გადაწყობა, შესაძლოა ინვესტორმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში შემოსვლაზე, მაშინ როდესაც მთავრობა ასეთ პროგრამას სთავაზობს და ეუბნება, რომ თუ აქ ინვესტიციას მოიტანს, გარკვეულ ბენეფიტს მიიღებს, რა თქმა უნდა ეს დადებითი ფაქტია.

 

თუმცა, პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიული და არაკორუფციული გარემო ყოველთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის პრიორიტეტია, თუ ის მაინც გადადგამს ნაბიჯს და გადაწყვეტს საქართველოში შემოსვლას, მთავრობის ბენეფიტები და ის დამატებითი პირობები რასაც ახლა სთავაზობენ შეიძლება ერთ-ერთი სტიმულიც გახდეს. თუმცა მთავარია, ინვესტორს ვაჩვენოთ დემოკრატიული პროცესები, ის რომ მივყვებით ევროატლანტიკურ მიზნებს და ვახორციელებთ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას“, - განმარტავს მარიამ ქუჩულორია.

 

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up