„რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნება“ - 10 მლნ-ის ზარალი ერთ დღეში

„რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნება“ - 10 მლნ-ის ზარალი ერთ დღეში

access_time2020-12-10 14:50:22

„დღეს რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნება,“ - ამის შესახებ, თბილისი ცენტრალის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


შეგახსენებთ, რომ 6 სავაჭრო ცენტრი („სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, გლდანი მოლი, ქარვასლა) და ბრენდული რითეილერები მთავრობისთგან ითხოვენ, რომ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან - 3 იანვრის ჩათვლით მიეცეთ.


„ეკონომიკური კრიზისის პიკი ჯერ ნამდვილად არ დამდგარა. შესაბამისად, ამ კუთხით აღმავალ ტრენდზე ვართ ასე ვთქვათ. ჯგუფმა, რომელსაც მე წარმოვადგენ თითქმის 300 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, აქ არიან ინვესტორები საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, ბრიტანეთიდან. მათ ნდობა გამოუცხადეს ქვეყანას და დღეს ჩვენ, ქართველ მენეჯმენტს გვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში მათთან მუშაობა, მათი დარწმუნება რომ მეტნაკლებად სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება. ამ 6 ცენტრის 80 % არის ძირითადად უცხოური კაპიტალით დაფინანსებული; ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ამ ცენტრებში. უზარმაზარი დრო და ენერგია გვაქვს დახარჯული იმ ბრენდების შემოყვანაში, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში. ამას წლები სჭირდებოდა. დღეს კი, იმ მოცემულობაში რაშიც ვართ რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი. რამდენიმე ბრენდმა უკვე დატოვა საქართველო, რამდენიმე კი იგივეს აპირებს.



მარტო ამ 6 ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ დეკემბერზე ვისაუბრებ, რადგან წლიური ბრუნვის 25%-ი სწორედ ამ თვეში ხორციელდება, ყოველი დღე მარტო ამ 6 სავაჭრო ცენტრს უჯდება 10 მლნ ლარი . თვიურ ჭრილში, ეს არის 300 მილიონის ბრუნვა რაც დაიკარგება მარტო ამ 6 ცენტრში. დარგზე რომ განვავრცოთ, ჩვენ 30% გვიკავია, 1 მლრდ ლარი იქნება ქართული ეკონომიკის დანაკარგი.


გვესმის ეს სიტუაცია, რაც არის ქვეყანაში, რომელიც გადაიზარდა უკვე ეკონომიკურ კრიზისშიც. აქედან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უსმინო ადამიანებს, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკის მაჯაზე უდევს ხელი და რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს თუ რასთან გვაქვს საქმე.“-განაცხადა ყარალაშვილმა.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up