„თუ 2021 წელს ტურიზმი არ აღდგება, ეკონომიკის ზრდა 3.5%-ზე მეტი არ იქნება” - Galt & Taggart

„თუ 2021 წელს ტურიზმი არ აღდგება, ეკონომიკის ზრდა 3.5%-ზე მეტი არ იქნება” - Galt & Taggart

access_time2020-12-10 16:00:42

2021 წლისთვის მთავრობა და ეროვნული ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი ზრდა უფრო მცირე, 4.3% იქნება.

 

მთავრობის ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ეკონომიკური ზრდის შეცვლილი პროგნოზი გამოაქვეყნა Galt & Taggart-მა. კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ 5.1%-იანი ეკონომიკური ვარდნა შეზღუდვების მეორე ტალღის დაწესების გამო 5.5%-მდე გაზარდეს.

 

შეზღუდვების მეორე ტალღის დაანონსებამდე ვვარაუდობდით, რომ წელს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდებოდა, რაც გავაუარესეთ 5.5%-მდე იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვები ეკონომიკურ აქტივობაზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს.


გასულ 10 თვეში ეკონომიკის 5.1%-იანი შემცირება გვაქვს.  საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში რეალური მშპ წლიურად 3.9%-ით შემცირდა სექტემბერში დაფიქსირებული 0.7%-იანი კლების შემდეგ. ასევე ოქტომბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ სექტორში ეკონომიკის კლებას ჰქონდა ადგილი. მშენებლობაში კლება დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში, დაახლოებით, 108%-ით იყო  ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები გაზრდილი. 10 თვე რომ შევაჯამოთ, ეს ხარჯები, დაახლოებით, 15%-ით არის გაზრდილი და წლიურ გეგმასთან მიმართებით, 70% აქვს ბიუჯეტს შესრულებული, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

 


მისი თქმით, 2021 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი 50%-ით აღდგება და 2019 წლის მონაცემების ნახევარს გაუტოლდება, სხვა შემთხვევაში ზრდა 3.5%-ზე მეტი ვერ იქნება.

 

„2021 წელს 5%-იან ზრდას ველით, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი აღდგება დაახლოებით 50%-ით რაც 2019 წელს იყო. თუ ის არ აღდგა მაშინაც ეკონომიკის ზრდას ვვარაუდობთ, თუმცა ეს უფრო დაბალი, დაახლოებით 3,5%-ის ფარგლებში იქნება. ტურიზმის აღდგენის მოლოდინის საფუძველს ის გვაძლევს, რომ საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ მხრივ უპირატესობა აქვს ანუ ის ქვეყნები რომლებიც მეზობელი ქვეყნების ვიზიტორების სიჭარბით გამოირჩევიან, იქ უფრო სწრაფად აღდგება ტურიზმი ვიდრე გლობალურად, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. რადგან ჩვენი ვიზიორების წილის 70% მეზობელი ქვეყნებიდან არის, ამიტომ ვუშვებთ რომ ტურიზმის საერთო როდენობის 50% შესაძლოა 2021 წელს აღდგეს“, - განმარტავს ბოჭორიშვილი.

 

განსხვავებული პროგნოზი აქვს ISET-ის კვლევით ინსტიტუტს, 2021 წლის პირველ კვარტალში ის ელის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 1.4%-ით შემცირდება, მომდევნო წლის ბოლო კვარტალში კი მშპ-ს 3.3%-ით შემცირებას პროგნოზირებს. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2020 წლის ბოლოსთვის ის ელის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 4.4%-ით შემცირდება.

 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ახალი შეზღუდვების გამო მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ყველა ორგანიზაციამ შეცვალოს და მოვლენები უფრო პესიმისტური სცენარით განვითარდეს.

 

„როგორც ჩვენი ასევე სხვა ორგანიზაციების პროგნოზები ძალიან დიდი სირთულის და გამოცდის წინაშეა ახლა, რადგან იმდენად სწრაფად იცვლება ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, მათ შორის პანდემიასთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია  ჩვენს მსგავს მოდელში ასეთი რამ გავითვალისწინოთ და შეიძლება აცდენებიც მოხდეს. რამდენიმე დღის წინ დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებულ პროგნოზზე შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ჩვენი პროგნოზი ამ შემთხვევაში შესაძლოა ოპტიმისტური გამოდგეს იმასთან შედარებით ვიდრე რეალობა იქნება. დარჩენილ თვეებში ეს შეზღუდვები ეკონომიკას დამატებით ტვირთად დააწვება, რაც არსებულ საპროგნოზო მაჩვენებელში გათვალისწინებული საერთოდ არ იყო. ეს ყველაფერი კი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ეკონომიკა შესაძლოა იმაზე მეტად შემცირდეს, ვიდრე ISET-ის, ეროვნული ბანკის თუ სავალუტო ფონდის პროგნოზებშია წარმოდგენილი, რეალურად მაჩვენებელი უფრო პესიმისტური სცენარისკენ წავა“, - განაცხადა დავით კეშელავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up