„წლებია ინვესტიციების კლების ტრენდი გვაქვს, პანდემია გადამწყვეტი ფაქტორი არ არის“

„წლებია ინვესტიციების კლების ტრენდი გვაქვს, პანდემია გადამწყვეტი ფაქტორი არ არის“

access_time2020-12-10 12:00:20

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში  FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია.

 

ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც სავარაუდოდ ბანკების მიერ 2020 წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. გარდა ამისა, რეინვესტიციებმა წლის მესამე კვარტალში $133 მილიონი დოლარი შეადგინა, კომპანიების მხრიდან საგარეო საკრედიტო ვალდებულებების აღება კი $71.7 მილიონი იყო.

 

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი მიიჩნევს, რომ წლებია საქართველოში ინვესტიციების კლების ტრენდი არის და პანდემია გადამწყვეტი ფაქტორი ამ შემთხვევაში ვერ იქნება.

 

„ინვესტიციების კლება მოლოდინში იყო არა მხოლოდ გასულ წელთან შედარებით, არამედ 2016-2017 წლებთან შედარებით, როდესაც საინვესტიციო ნაკადები მაღალი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ იმის შემდგომ ჩვენ მუდმივად გვაქვს კლების ტრენდი, შესაბამისად რადგან ეს ტრენდი ისედაც არსებობდა, მოლოდინიც შემცირების იყო. ინვესტიციების შემცირებასთან პანდემია გადამწყვეტი ფაქტორი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა თავისი წვლილი მანაც ითამაშა, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ ჩვენ მანადეც გვქონდა კლება, რაც ეკონომიკური გარემოთი არის გამოწვეული.

 

2021 წლისთვისაც ჩემი მოლოდინი ნეგატიურია, არა მხლოდ პანდემიის გამო, არამედ ვფიქრობ რომ ინვესტიციების კლების ტრენდი შეუქცევადია, რადგან არანაირი პირობა არ ჩანს, რომელიც ამ კლებას ზრდისკენ გადმოიყვანს. 2017 წლიდან ეს კლების ტრენდი მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნავს რამაზ გერლიანი.


 

მისი თქმით, ინვესტორი ქვეყნების ათეული მუდმივად იცვლება და საქართველოს სტაბილურად მზარდი ინვესტიცია არცერთი ქვეყნიდან არ აქვს, რაც არასხარბიელო საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს.

 

„რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ზრდას და კლებას, ამას რაიმე კონკრეტულ ფაქტს ვერ დავუკავშირებ, უბრალოდ დაემთხვა სუბიექტების გადაწყვეტილება განეხორციელებინათ ან არა ინვესტიცია, რომელიც გარემოს ცვლილებას არ გულისხმობს, ეს ერთჯერადად ინვესტიციის კეთებაა. სტაბილური მუდმივი და ერთი და იგივე წევრი ქვეყანა საინვესტიციო პაკეტში, რომელიც მუდმივად ზრდით გამოირჩევა არ არის, ტოპ ათეულში ქვეყნები მუდმივად იცვლიან ადგილებს.

 

რაც შეეხება სექტორულ თვალსაზრისს, ისინი რომლებიც მხარდაჭერილია, ინვესტიციების მოცულობაც უფრო მაღალია, მაგალითად საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, მაგრამ მაგალითად უძრავი ქონების სექტორი რომელიც ნომერ პირველი უნდა იყოს აქტივების ბაზრის ნაწილში, რამდენიმეჯერ უნდა უსწრებდეს სხვებს, თუმცა აშკარად ჩამორჩება, რაც ჩვენს ცუდ ეკონომიკურ სიტუაციას ასახავს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საფონდო ბაზარზე ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება პრაქტიკულად არ ხდება“, - აცხადებს გერლიანი.

 

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ არსებობდა მოლოდინი, თითქოს მსოფლიო ბაზარზე ინვესტიციების მატება შემოდგომიდან დაიწყებოდა, რაც არ გამართლდა, საქართველოში კი კლება პანდემიის მიუხედავად მაინც მოსალოდნელი იყო.


„თითქოს იყო მოლოდინი, რომ მსოფლიო ბაზარზე ინვესტიციების მატება შემოდგომიდან დაიწყებოდა, რაც არ გამართლდა. კვლავ კლების შეუქცევადი ტენდენციაა, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე ჩვენთანაც და ჩანს, რომ კლება მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება. თუმცა კლების ტენდენცია წინა წლებშიც იყო და ეს პანდემიის გარეშეც მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური ვარდნა, მყისიერად არ აისახება მოსახლეობაზე. მაგალითად, 2008 წლის კრიზისის ასახვა 2010 წელს იყო ყველაზე მწვავედ, ასე რომ, ახალ ჩვენ ვხედავთ ეკონომიკის კლებას, მათ შორის ინვესტიციების, მხოლოდ რიცხვებში, მაგრამ როგორ შეუმცირდა მოსახლეობას შემოსავალი პანდემიის გამო და რა დარტყმა მიიღეს ოჯახებმა თუ ბიზნესებმა ამას, 2021 წლიდან უფრო აშკარად დავინახავთ“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

 

2020 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის  5 ძირითად სექტორში ინვესტიციების მოცულობა ასეთი იყო:

  • საფინანსო სექტორი - 128,3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 20%
  • ენერგეტიკა - 37,1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -25%
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 36,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -27%
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 31,0 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 117%
  • უძრავი ქონება - 20,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -44%

 

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ხუთეული კი ასეთია:

  • გაერთიანებული სამეფო - 117,7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45%
  • ნიდერლანდი - 79,3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 51%
  • აშშ - 24,2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -35%
  • იაპონია - 15,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -4%
  • პანამა - 14,6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 9%


თეგები:
ინვესტიცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up