დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-04 21:00:30

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

 

1. „მოლოდინი მაქვს, რომ ვაქცინა მალე შეიქმნება და ჯანდაცვის მინისტრის იმედზე არ ვიქნებით“ – „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“

 

 

2020 წლის 4 ნოემბერი, საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს. საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ პანდემიას წარმატებით უმკლავდება, თუმცა განსხვავებულია სურათი, რომელზეც ჯანდაცვის ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საუბრობენ. ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა „საქართველოს კლინიკების ასოციაციაც“

 

 

2. ხუთი მსხვილი ბანკის მიერ 213,622,306 ლარის დასაკუთრებული ქონების ნახევარი საქართველოს ბანკზე მოდის

 

 

ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, ხუთი მსხვილი ბანკის „საქართველს ბანკის“, „თიბისის“ „ლიბერთი ბანკის“, „ვითიბის“ და „ბაზისბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა უძრავ-მოძრავმა ქონებამ 213,622,306 ლარი შეადგენდა.

 

 

3. მესხური ღვინო ტრადიციული ქართული ღვინისგან რადიკალურად განსხვავებულია - ერთი მესხი მეღვინის წარმატების ისტორია

 

ბაზარზე ქართული ღვინის ახალი საექსპორტო პოტენციალით მესხური ღვინო ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მესხეთი საქართველოს მეღვინეობის ტრადიციულ მხარედ ითვლებოდა, პოლიტიკურმა პროცესებმა რეგიონში მევენახეობის კულტურა გაანადგურა. წლების შემდეგ მესხეთი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. მესხური ღვინის განსხვავებული გემოვნური თვისებებით ინტერესდება ყველა, ყველაფერი კი 2009 წელს წელს ნათენაძეების ოჯახში დაიწყო.

 

 

4. პანდემიის პერიოდში ელექტროტექნიკაზე დეფიციტი შეიქმნა



 

„საოჯახო ტექნიკაზე მოთხოვნა არ შემცირებულა, მეტიც ამ პერიოდში პროდუქტის დეფიციტიც გვაქვს. მაგალითად, სარეცხ მანქანებზე - „ბეკო“ ვერ ასწრებს პროდუქციის  წარმოებას,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ტექნიკის კომპანია  „ბეკო“— ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.

 

 

5. „2020-21 წლებში ტურიზმი ინტენსიური არ იქნება - დროით ვისარგებლოთ და სექტორის რეფორმა დავიწყოთ“ - მაია სიდამონიძე

 

 

ქვეყანა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს - საკანონმდებლო ორგანო სულ მალე  ახალი შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას. რომელი სექტორები საჭიროებს  რეფორმებს და როგორ უნდა დაკომპლექტდეს ახალი პარლამენტი ? – „კომერსანტი“ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს ახალ პარლამენტთან და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ესაუბრა. მაია სიდამონიძის თქმით, არსებულ მინისტრთა კაბინეტში კომპეტენტური და განათლებული კადრების ნაკლებობაა.

 


6. “აფეთქდა სადაზღვევო კომპანიების კონტაქტები“ -ინდუსტრია ეპიდემიის მართვაში ჩაერთო

 

ეპიდემიის მართვაში  სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები  ჩაერთვნენ.სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს,რომ პროცესი სამუშაო ვითარებაში ინდუსტრიამ სახელმწიფოსთან ერთად გაიარა.

 

 

7. ლოქდაუნი ქართულ მანდარინის ექსპორტს აფერხებს

 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, მანდარინის ექსპორტიორი კომპანიების საქართველოდან პროდუქციის გატანის საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან. როგორც „აჭარა კეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი კახა შავაძე აცხადებს, მას გლეხებისა და ფერმერებისგან ექსპორტისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვა ამ დრომდე არ დაუწყია.

 

 

8. თურქეთმა ტურისტული გადასახადი დააწესა

 

თურქეთში ჩამსვლელ ტურისტებს ამიერიდან დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ. ახალმა მოსაკრებელმა შესაძლოა კრიზისში მყოფი ტურისტული სფეროს მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.

 

 

9. Washington post: ბაიდენი - რუსეთისთვის კარგად ნაცნობი მტერი

 

 

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს „კგბ-ს ბანდიტს“, ხოლო ტრამპს „პუტინის ლეკვს“ უწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომაც მოსკოვში კარგად იციან მათთვის ბაიდენის პრეზიდენტობა როგორი იქნება.

 

 

10. Die Tageszeitung: იარაღით ხელში - ტრამპისთვის

 

 

დამკვირვებლები საუბრობენ შეიარაღებულ ჯგუფებზე, რომლებიც საკუთარ თავს დონალდ ტრამპის არმიად თვლიან. მათი არსებობა დიდ რისკს შეიცავს, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ პირველ დღეებში.

 

 


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up