ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, ხუთი მსხვილი ბანკის „საქართველს ბანკის“, „თიბისის“ „ლიბერთი ბანკის“, „ვითიბის“ და „ბაზისბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა უძრავ-მოძრავმა ქონებამ 213,622,306 ლარი შეადგენდა.
საქართველოს ბანკი
2020 წლის III კვარტალში „საქართველოს ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 104,472,445 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩენებელი 83,812,102 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში „საქართველოს ბანკის“ მთლიანი აქტივების რაოდენობა 19,342,099,382 ლარი იყო. 2019 წლის მეორე კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 16,212,362,080 ლარი შეადგინა.
თიბისი
2020 წლის III კვარტალში „თიბისი“ ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 82,033,961 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩენებელი 59,748,661 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში „თიბისი“ ბანკის მთლიანი აქტივების რაოდენობა 20,965,767,096 ლარი იყო. 2019 წლის მესამე კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 17,696,054,304 ლარი შეადგინა.
ბაზისბანკი
2020 წლის III კვარტალში „ბაზისბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 17,386,636 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 12,735,419 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში „ბაზისბანკის“ მთლიანი აქტივების რაოდენობა 1,738,232,204 ლარი იყო. 2019 წლის მესამე კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,554,516,399 ლარი შეადგინა.
ვითიბი
2020 წლის III კვარტალში „ვითიბი“ ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 9,695,734 ლარს შეადგენდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩენებელი 9,114,928 ლარი იყო.
მიმდინარე წლის 9 თვეში „ვითიბი“ ბანკის მთლიანი აქტივების რაოდენობა 1,948,708,132 ლარი იყო. 2019 წლის მესამე კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,674,980,109 ლარი შეადგინა.
ლიბერთი ბანკი
2020 წლის III კვარტალში „ლიბერთი ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 33,530 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 54,770 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში „ლიბერთი ბანკის“ მთლიანი აქტივების რაოდენობა 2,763,974,341 ლარი იყო. 2019 წლის მესამე კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 2,074,364,259 ლარი შეადგინა.