“აფეთქდა სადაზღვევო კომპანიების კონტაქტები“ -ინდუსტრია ეპიდემიის მართვაში ჩაერთო

“აფეთქდა სადაზღვევო კომპანიების კონტაქტები“ -ინდუსტრია ეპიდემიის მართვაში ჩაერთო

access_time2020-11-04 16:00:07

ეპიდემიის მართვაში  სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები  ჩაერთვნენ.სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი  აცხადებს, რომ პროცესი სამუშაო ვითარებაში ინდუსტრიამ სახელმწიფოსთან ერთად გაიარა.

 

„დაინსტალირებულია 112-ის პროგრამაც, მთავრობამაც დახვეწა ერთიანი სისტემა, აქტიურად აამოქმედა ცენტრალური ონლაინ კლინიკა. სისტემა ამ კუთხით დაიხვეწა.  პირს, რომელსაც კორონავირუსზე ეჭვი აქვს,  112-ში ყველა ვარიანტში უნდა დარეკოს, დარეგისტრირდეს იმისთვის, რომ მოხდეს  მისი საერთო სისტემაში ჩასმა. ამის შემდეგ ხდება გადამისამართდება უკვე სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებთან. ბევრი რეკავს პირდაპირ სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმთან, თუმცა, მათი  თხოვნაცაა, რომ 112-ში  მოხდეს რეგისტრაცია. ონლაინ კლინიკიდან იმართება საერთო სისტემა და პროცესი“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

 

მისი განცხადებით, დატვირთვა ძალიან დიდია.თუმცა, სისტემა და ინდუსტრია ამას  უმკლავდება. ხეჩინაშვილის ინფორმაციით, არის გარკვეული საკითხები, რომელიც დასახვეწია. გარდა ამისა,  ხშირად  ბენეფიციარს აქვს იმის მოლოდინი, რომ პროცესს ის ოჯახის ექიმი მართავს, რომელიც აქამდე ჰყავდა. ეს კი გარანტირებული არ არის, რადგან პროცესში ჩართულია სადაზღვევო კომპანიის რამდენიმე ოჯახის ექიმი და არა ყველა. 

 

„საკმაოდ ბევრი ზარი შედის, აფეთქდა სადაზღვევო კომპანიების კონტაქტები. გარდა ამისა, კიდევ ერთი დეტალი, როდესაც კოვიდი კლინიკურ რესურსს ჭამს, შესაძლოა სამედიცინო სისტემაში დაგვიანდეს  სხვა სერვისების მიწოდების საშუალება. ამ დროს რთულდება ჰოსპიტალიზაცია, რადგან რესურსი მაქსიმალურად პანდემიის მართვაზეა გადართული“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.


 

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს დაანონსდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია რომ  COVID-19-ის მართვაში ერთვება.მაშინ ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ფორმით ჩაერთვებოდნენ სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ინფიცირებულთა მართვაში, არც  კონკრეტულ გაიდლაინებზე უთქვამს რამე, თუმცა აღნიშნა, რომ დაზღვეულები იხდიან მომსახურებაში შესაბამის თანხას.

 

ეპიდემიის მართვაში  სადაზღვევო კომპანიების, ჯამში 50-60 ოჯახის ექიმია ჩართული.

 

პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ მუშაობაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოზეც იმსჯელეს, სადაც აღინიშნა,  რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად მუშაობს საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებაზე. ამასთან, საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის უწყებას დაევალა, გააძლიეროს სამედიცინო კომპონენტი კოვიდ-სასტუმროებში, სადაც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობენ.

 

ამასთან, მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობას განაგრძობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.


business-partner





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up