„2020-21 წლებში ტურიზმი ინტენსიური არ იქნება -  დროით ვისარგებლოთ და სექტორის რეფორმა დავიწყოთ“ - მაია სიდამონიძე

„2020-21 წლებში ტურიზმი ინტენსიური არ იქნება - დროით ვისარგებლოთ და სექტორის რეფორმა დავიწყოთ“ - მაია სიდამონიძე

access_time2020-11-04 15:00:34

ქვეყანა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს - საკანონმდებლო ორგანო სულ მალე  ახალი შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას. რომელი სექტორები საჭიროებს  რეფორმებს და როგორ უნდა დაკომპლექტდეს ახალი პარლამენტი ? – „კომერსანტი“ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს ახალ პარლამენტთან და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ესაუბრა. მაია სიდამონიძის თქმით, არსებულ მინისტრთა კაბინეტში კომპეტენტური და განათლებული კადრების ნაკლებობაა.

 

 

„არ ჩანს უწყება,რომელიც წარმატებულად უძღვება თავის საქმეს. ვფიქრობ, რომ საჭიროა კომპეტენტური, განათლებული ახალგაზრდა მინისტრთა კაბინეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება რეფორმატორთა ჯგუფით და მიხედავს ჩაძირულ ეკონომიკასა და გაკოტრებულ ბიზნესს. ჩასატარებელია მნიშვნელოვანი რეფორმები აბსოლუტურად ყველა დარგში. ახალმა მინისტრთა კაბინეტმა უნდა იზრუნოს განათლების სექტორზეც, ვინაიდან დღევანდელი გარემო და არსებული სიტუაცია, სწორედ განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებთან არის დაკავშირებული. მე ვერ ვხედავ რომელიმე უწყება თავის საქმეს წარმატებით უძღვებოდეს “- აცხადებს მაია სიდამონიძე.

 

 


არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან გასატარებელ რეფორმებს შორის მაია სიდამონიძე ტურიზმის რეფორმასაც ასახელებს. მისი თქმით, დასახვეწია ტურიზმის კანონმდებლობა და მომსახურების სფერო.

 

 

„ვინაიდან ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მსოფლიოში მძიმეა და მიმდინარე და მომავალ წელს არ არის დაგეგმილი ინტენსიური ტურისტული მიმოსვლები, შეგვიძლია ვიფიქროთ ბევრი პრობლემის და არსებული ქაოტური მდგომარეობის მოწესრიგებაზე. აუცილებელია დავპოზიციონირდეთ ახლებურად, როგორც უსაფრთხო, სამოგზაურო ქვეყანა. ამისთვის კი მნიშვნელოვანი იქნება ეპიდსიტუაციის სწორი მართვა. ჩვენნაირ ქვეყანას,რომელსაც დანგრეული ეკონომიკა აქვს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას ჩამორჩება, დრო არ აქვს დასაკარგი.  უნდა ვიყოთ რეფორმატორები, როგორც აქამდე ვიყავით. ჩვენ რეფორმებს რეგიონის ქვეყნები სწავლობდნენ, დღეს უკვე აღარ არის ასე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეფორმების ხაზი უნდა გავაგრძელოთ. ინტენსიური მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკის აღორძინებაზე და უმუშევრობის პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, უნდა გადაწყდეს. ამას კი შეძლებს გუნდი,რომელიც იქნება მოტივირებული, ენერგიული და განათლებული. ვფიქრობ, რომ ასაკობრივი თვალსაზრისითაც ახალი სისხლია საჭირო,“- აღნიშნავს მაია სიდამონიძე.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up