„მოლოდინი მაქვს, რომ ვაქცინა მალე შეიქმნება და ჯანდაცვის მინისტრის იმედზე არ ვიქნებით“ – „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“

„მოლოდინი მაქვს, რომ ვაქცინა მალე შეიქმნება და ჯანდაცვის მინისტრის იმედზე არ ვიქნებით“ – „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“

access_time2020-11-04 10:00:13

2020 წლის 4 ნოემბერი, საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს. საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ პანდემიას წარმატებით უმკლავდება, თუმცა განსხვავებულია სურათი, რომელზეც ჯანდაცვის ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საუბრობენ. სისტემის გაუმართაობის შესახებ ყოველდღიურად ათობით პოსტს შეხვდებით სოციალურ ქსელშიც. ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილო „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“. ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძის უწყება პანდემიას ვერ უმკლავდება. მისი თქმით, სამინისტროს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დააგვიანდა. ვილი პაჭკორია „კომერსანტთან“ იმ ხარვეზებზე საუბრობს რომელიც საქარათველომ ვირუსთან ბრძოლის დროს დაუშვა.

 

„სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრო პანდემიას ისე ვერ უმკლავდება, როგორც უნდა უმკლავდებოდეს, უფრო მეტი შეგვეძლო, გვქონდა იმის დროც და საშუალებაც, რომ მეტად მოვმზადებულიყავით. სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ, რომ სამ მილიონიან ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი უფრო ნაკლები ყოფილიყო და ყოველდღიურად ამდენი გარდაცვლილი არ გვყოლოდა. პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს რაც უნდა გაეკეთებინა ეს იყო დროული ტესტირებები. ინტენსიური ტესტირებები გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო , ეს პროცესი დაგვიანდა. უნდა მომხდარიყო მედპერსონალის და არამხოლოდ მედპერსონალის გადამზადება.  ახლა სტუდენტების დახმარება გახდა საჭირო და მათი გადამზადებაც აუცილებელი იყო, ეს ყველაფერი მაისის თვეში უნდა გაკეთებულიყო. ამას გარდა, ყველა კლინიკის, თუნდაც ერთი სართული უნდა მომზადებულიყო და ყოფილიყო მობილიზებული კოვიდის საწინააღმდეგოდ. უნდა  მომზადებულიყო საწოლფონდი, აპარატურა, ლაბორატორიები. ეს ყველაფერი მაისის ბოლოს, რომ ყოფილიყო მოწესრიგებული, ჩვენ შემოდგომაზე ამხელა გაუგებრობის წინაშე არ აღმოვჩნდებოდით, ფაქტობრივად კლინიკები დაკეტილია, რადგან არ აქვთ პაციენტის მიღების საშუალება“, - განმარტავს ვილი პაჭკორია.

 

„საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ ახლა კულმინაციას მიაღწია რაზეც ეკატერინე ტიკარაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობიდან  გადადგეს.

 

„მიზეზი, თუ რატომ ვერ მართავს მინისტრი პროცესს არის ის, რომ მას არ აქვს სტაციონარული მენეჯმენტის ცოდნა. მინისტრს ასევე ევალება, რომ ზედმიწევნით იცოდეს კლინიცისტის საქმიანობა, არ არის სავალდებულო თვითონ იყოს კლინიცისტი, მაგრამ საქმიანობაში უნდა იყოს ჩახედული. გარდა იმისა, რომ საქმეშიც არაკომპეტენტურია, მას კოლეგებთან ურთიერთობის დიდი პრობლემა აქვს“, - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

 

ვილი პაჭკორია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არაპროფესიონალებით არის  დაკომპლექტებული. „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ პრეზიდენტის თქმით, სისტემა დღეს სწორედ ამ მიზეზის გამო ჩამოინგრა.

 


„ფაქტობრივად, მთელი ჯანდაცვის სამინისტრო დაწყებული, მინისტრის  მოადგილეებიდან, დამთავრებული სამსახურის უფროსებით და დეპარტამენტის  ხელმძღვანელობით,  აბსოლუტურად დისკვალიფიცირებულინი არიან, მოუმზადებლები, მოუმწიფებელნი თავიანთი, არაპროფესიონალებით. კარგად ვიცი ჯანდაცვის სამინისტროში ვინ რა წარსულით და გამოცდილებით ზის, აბსოლუტურად არ შეესაბამება მათი გამოცდილება თანამდებობებს და  სწორედ ამან ჩამოანგირა სისტემა“, - ამბობს ვილი პაჭკორია.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე  აქვს თუ არ ჰოსპიტალურ სექტორს რესურსი გაუმკლავდეს გაზრდილ ინფიცირებულთა რიცხვს პაჭკორია გვპასუხობს:

 

„ჰოსპიტალური სექტორში, თუ შენობა ნაგებობებს ვგულისხმობთ, საქართველოში არსებული კლინიკური ბაზები პაციენტთა მომსახურეობას ნამდვილად ეყოფა,  მაგრამ რაც შეეხება კადრებს, ამ კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოიქმნება. პრობლემა წარმოიქმნება არა მხოლოდ ინფექციონისტებში, თერაპევტებში და რეანიმატოლოგებში, არამედ დამხმარე კადრებში, რომელთა კისერზე  გადადის მთელი შრომის 70 პროცენტი. ესენი არიან უფროსი მედდები, დამხმარე მედდები თუ სანიტრები“,  განმარტავს პაჭკორია.

 

„საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ პრეზიდენტის თქმით, სამომავლო პროგნოზი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ცუდია. მისივე განმარტებით, უარყოფითი პროგნოზი დამოკიდებულია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ ქმედითუნარიანობაზე ან კვალიფიკაციაზე, არამედ ვირუსის აგრესიულ ფორმაზე. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა კვალიფიციურ მენეჯმენტს აქვს.

 

„ვირუსი არის ვერაგი, მის მიერ დაზიანებული ქსოვილი, ნელა იკურნება და ამას ამძიმებს ის მდგომარეობა, რომ პრეპარატი ვირუსთან საბრძოლველად სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის. ვიცით, რომ რამდენიმე პრეპარატი კვლევაშია, პლუს პროცესს  ვაქცინა ვერ ეწევა, სწორედ ამან შექმნა მთავარი პრობლემა. როცა მკურნალობის  საშუალება და ვაქცინა არ არსებობს, ამას კიდევ თუ დაემატება მენეჯმენტის უცოდინრობა, ფაქტობრივად ასეთი ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მივა. საბედნიეროდ ამ დონეზე არ ვართ, მაგრამ თუ საქმიანობა ასეთი მოუმზადებელი ჯანდაცვის პირობებში გაგრძელდება, რასაკვირველია შეიძლება  კატასტროფულ მდგომარეობამდეც კი მივიდეთ. მოლოდინი მაქვს, რომ მედიკამენტიც და ვაქცინაც მალე შეიქმნება და ჯანდაცვის მინისტრის იმედზე არ ვიქნებით“, განაცხადა ვილი პაჭკორიამ.


სახელმწიფოს მუშაობის შეფასება კორონავირუსთან ბრძოლაში, უჭირს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანს არჩილ მორჩილაძეს. მისი თქმით, ასოციაციას კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან კორონავირუსის მიმართულებით არ აქვს. მორჩილაძე მთავრობის მხრიდან მეტი გამჭვირვალობას ელოდება.

 

სანამ ამბავი არ დამთავრება შეფასება სუბიექტური იქნება, რადგან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. როცა ყველაფერი დასრულდება პოსტ ფაქტუმ უნდა გავაკეთოთ თუ რამდენად კარგად იმუშავა საქართველოს მთავრობამ, კომუნიკაცია ჩვენ გაერთიანებას ჯანდაცვის სამინისტროსთან კორონავირუსის მიმართულებით არ აქვს. ამ ეტაპზე მე რასაც ვისურვებდი არის, ის რომ როცა აცხადებენ, დაინფიცირებულების რიცხვს იქვე თქვან რამდენი ტესტი გაკეთდა. ამით მივხვდებით დაახლოებით როგორ არის გავრცელება. გვაქვს თუ არა საკმარისი საწოლ ფონდი? არ ვიცით, ამბობენ, რომ აქვთ.  ამიტომ მეტ გამჭვირვალობას ვისურვებდი“. - განაცხადა არჩილ მორჩილაძე.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up