დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-03 21:00:23

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.პრემიუმ კლასზე პანდემია გავლენას ვერ ახდენს - „გასტრონომი“ თბილისში ორ ახალ ფილიალს ხსნის

თბილისში „გასტრონომის“ ორი ახალი ფილიალი იხსნება, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც რესტორანს, ასევე საშოპინგო სივრცეს - ამის შესახებ „კომერსანტს“ „გასტრონომის“ დამფუძნებელმა გიორგი თენაძემ განუცხადა.


2.„დაიწყონ ბიზნესმენების მოსმენა, რომ გვისმენდნენ ბევრი მიმართულებით რთული მდგომარეობა არ იქნებოდა“, - სანდრო რატიშვილი

„კომერსანტი“ ახალ პარლამენტთან და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტმა და პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბის“ მმართველმა პარტნიორმა სანდრო რატიშვილს ესაუბრა.


3.„ვითიბი“ ბანკმა „ბაზისბანკთან“ შედარებით 9 თვეში თითქმის 20 მლნ ლარით მეტი საპროცენტო შემოსავალი მიიღო

ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან „ბაზისბანკთან“ შედარებით 19,404,166 ლარით მეტი შეადგინა.


4.რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ


დღეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


5.„როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტი ბიზნესს მეწარმეთა შესახებ კანონი სჭირდება“ - ნიკა ნანუაშვილი

„იქნება ეს არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ თუ არჩევნების დღეს, მთავარია რეგულატორული პოლიტიკა იყოს რეალობაზე დაფუძნებული და კონკრეტულ მიღწევად შედეგზე ორიენტირებული“, - ამის შესახებ „კომერსანტს“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა განუცხადა.


6. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს, 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია. მოსახლეობა ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტს ირჩევს.


7.უკრაინა საქართველოში რძის პროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორია

საქსტატის მონაცემებით, წელს უკრაინიდან საქართველოში 2,506.3 ათასი დოლარის 2.228.7 ტონა რძე და ნაღები შემოვიდა.


8.რომელი პარტია რა დაფინასებას მიიღებს მომავალი 4 წლის განმავლობაში

ცესკოს მონაცემებით 3847-ივე უბნის დათვლის შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი სულ 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროტოკოლის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ეს 9 პარტია მოხვდება და მომდევნო 4 წლის მანძილზე ბიუჯეტიდან დაფინანსებასაც ისინი მიიღებენ. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დათანხმდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლას, რადგან ყველა მათგანმა გუშინ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.


9.ივა ჭყონია მთავრობას: ყურადღება მიაქციეთ ლარს

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მთავრობას ურჩევს, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ყურადღება ეროვნულ ვალუტას დაუთმოს. როგორც „ბიზნეპსარტნიორთან“ ივა ჭყონია აცხადებს, მომავალი მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ქვეყანა ჩიხში არ შევიდეს.


10.აზერბაიჯანის სუპერმარკეტებმა Johnson & Johnson– ის პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადეს

Johnson & Johnson– ის სათავო ოფისი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია განთავსებული, Twitter– ის ოფიციალურ გვერდზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შესახებ პროპაგანდისტულ ტექსტს ავრცელებს.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up