რომელი პარტია რა დაფინასებას მიიღებს მომავალი 4 წლის განმავლობაში

რომელი პარტია რა დაფინასებას მიიღებს მომავალი 4 წლის განმავლობაში

access_time2020-11-03 17:00:47

ცესკოს მონაცემებით 3847-ივე უბნის დათვლის შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი სულ 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროტოკოლის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ეს 9 პარტია მოხვდება და მომდევნო 4 წლის მანძილზე ბიუჯეტიდან დაფინანსებასაც ისინი მიიღებენ. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დათანხმდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლას, რადგან ყველა მათგანმა გუშინ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. საჩივრებმა და ზოგიერთ უბანზე ხმების ხელახალმა დათვლამ შესაძლოა რიცხვებში მცირე კორექტივები შეიტანოს, თუმცა არსებითი ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი.


პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესის თანახმად პარტია ყოველწლიურად პირველ 50 000 ხმამდე ხმაზე 15 ლარს იღებს, 50 000-ის შემდეგ ხმაზე 5 ლარს. პარტიების მიხედვით თანხები ასე ნაწილდება:


  • 1-ელ ადგილზე ქართული ოცნება გავიდა, მას მხარი 926 959-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. ამ მხარდაჭერის საფუძველზე პარტია ყოველწლიურად 5 134 795 ლარს მიიღებს (50 000*15+876959*5);
  • ნაციონალური მოძრაობას, რომელმაც 522 463 ხმა მიიღო 3 112 315 ლარიანი დაფინანსება შეხვდება;
  • ევრუპულმა საქართველომ 72 752 ხმა მოაგროვა და 861 260 ლარიან დაფინანსებას მიიღებს;
  • ლელომ 60 691 მიღებული ხმით 803 455 ლარიანი დაფინანსების მიღება უზრუნველყო;
  • სტრატეგია აღმაშენებელი 60 592 ხმის საფუძველზე წლიურად 802 960 ლარს მიიღებს;
  • პატრიოტთა ალიანსმა 60 493 ხმა აიღო, რაც  802 465 ლარიან დაფინასებას ნიშნავს;
  • გირჩი 55 600 ხმის სანაცვლოდ 778 000 ლარს მიიღებს, ის ერთადერთი პარტიაა რომელიც ამ ფულის დატოვებას არ აპირებს და გეგმავს გაათამაშოს იმდენი Tesla რამდენის ყიდვასაც 4 წლის განმავლობაში ამ თანხით ჯამურად შეძლებენ. 3.112 მლნ ლარი ამჟამინდელი კურსით $1.395 მლნ-ს უდრის. Tesla-ს ყველაზე დაბალფასიანი და ამავე დროს ყველაზე პოპულარული მოდელი Tesla model 3 $35 000 ღირს, რაც 4 წელიწადში 27 ელექტრომობილის გათამაშების საფუძველს იძლევა. ელექტრომობილის განბაჟება უფასოა, თუმცა ტრანსპორტირების ხარჯმა და კურსის გაუფასურებამ ეს რაოდენობა შესაძლოა შეამციროს;
  • ახლადდაარსებულმა ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებმა 25 534 ხმა აიღო. პარტია დაფინასების სახით 383 010 ლარს მიიღებს;
  • 19 281 ხმა აქვს ლეიბორისტულ პარტიას, შესაბამისად მისთვის 289 215 ლარი გამოიყოფა.

1%-იან ზღვართან ყველაზე ახლოს ნინო ბურჟანაძის ერთიანი საქრთველოა, პარტიამ 0.85% - 16 328 ხმა მიიღო, ზღვარის გადასალახად დამატებით 3000 ხმამდეა საჭირო, რაც მის პარლამენტში მოხვედრას უბნების ნაწილზე ხმების გადათვლის შემთხვევაშიც საეჭვოს ხდის. დანარჩენი 40 პარტია ამ ზღვართან ძალიან შორსაა და უშანსოდ გამოიყურება.



პარლამენტში შესული 9 პარტია, ჯამში წლიურად საბიუჯეტო დაფინანსების სახით 13 მლნ-მდე ლარს, უფრო ზუსტად 12 967 475 ლარს მიიღებს. დაფინანსების რეგრესული წესის გათვალისწინებით ორი მსხვილი პარტია ქართული ოცნება და ნაციონალური მოძარაობა პროცენტულად ხმებთან შედარებით ნაკლებ თანხას აიღებს, კერძოდ ქართული ოცნება 48.15%-ის მაგივრად 39.6%-ს აიღებს, ნაციონალური მოძრაობა 27.14%-ის მაგივრად 24%-ს. ყველა სხვა დანარჩენი პარტია პირიქით პროცენტულად ხმებთან შედარებით უფრო მეტ თანხას მიიღებს, განსხვავება მხარდაჭერის შემცირებასთან ერთად უფრო თვალში საცემი ხდება. თუ ლეიბორისტულმა პარტიამ ხმათა მხოლოდ 1% მიიღო, ის პარტიებზე დაფინანსების სახით პარტიებზე გამოყოფილი თანხის 2.23%-ს მიიღებს.


ბარიერგადალახულ პარტიებს, მომდევნო, 2024 წლის არჩევნებამდე სულ ჯამში 52 მლნ ლარამდე თანხა ჩაერიცხებათ.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up