პრემიუმ კლასზე პანდემია გავლენას ვერ ახდენს - „გასტრონომი“ თბილისში ორ ახალ ფილიალს ხსნის

პრემიუმ კლასზე პანდემია გავლენას ვერ ახდენს - „გასტრონომი“ თბილისში ორ ახალ ფილიალს ხსნის

access_time2020-11-03 12:20:54

თბილისში „გასტრონომის“ ორი ახალი ფილიალი იხსნება, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც რესტორანს, ასევე საშოპინგო სივრცეს - ამის შესახებ „კომერსანტს“ „გასტრონომის“ დამფუძნებელმა გიორგი თენაძემ განუცხადა.

 

„ჩვენი მიზანია ავითვისოთ 4 უბანი, რომელიც პრემიუმ სეგმენტს განეკუთვნება. ჩვენი მესამე ფილიალი დეკემბრის ბოლოს ბელიაშვილზე იხსნება და მეორე ფილიალი მარტის დასაწყისში, საბურთალოზე. გვექნება განახლებული პროდუქციის დიდი არჩევანი.  ახალ ფილიალებში უკვე იქნება ახალი პროდუქცია - გლუტენ ფრი, ბიო, ვეგანოვი და ლაქტოს ფრი. ამ პერიოდში ახალი ფილიალების დამატების რისკი ნამდვილად არსებობს, თუმცა ვრისკავთ.


ორ ახალ ფილიალში იქნება რესტორანი. ერთ სივრცეში გვექნება როგორც საშოპინგე, ისე სარესტორნო სივრცე. შესაბამისად, ფილიალების სივრცე ბევრად დიდი იქნება, ვიდრე წინა ორი,“- განმარტავს „გასტრონომის“ დამფუძნებელი.

 

ამჟამად დედაქალაქში პრემიუმ სეგმენტისთვის „გასტრონომის“ ორი ფილიალი ფუნქციონირებს. ახალი სივრცეების გახსნის საინვესტიციო მოცულობას გიორგი თენაძე არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ წინა ორისგან ბელიაშვილისა და საბურთალო ფილიალები მოცულობითა და პროდუქციის მრავალფეროვნებით განსხვავებული და ბევრად მასშტაბური იქნება.

 


„გასტრონომი“ თითქმის მთლიანად იმპორტული პროდუქციითაა წარმოდგენილი. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აისახა პანდემია და ლარის კურსის ცვლილება მომხმარებლის ქცევასა და პროდუქციის ფასებზე, რაზეც „გასტრონომის“ დამფუძნებელი გვპასუხობს, რომ რითეილ სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რისი მიზეზიც რესტორნებზე და სასტუმროებზე მოთხოვნის შემცირებაა. მოსახლეობა ძირითადად საკვების სახლში მომზადებაზე გადავიდა.

 

„პანდემიის მიუხედავად, რითეილ სექტორი იზრდება, მიზეზი რესტორნებზე და სასტუმროებზე  შემცირებული მოთხოვნაა. ახლა ძირითადად სახლში ამზადებენ საკვებს. არსებული მდგომარეობა მომხმარებელს დაეტყო ხელფასზე, ბევრი დარჩა უმუშევარი, რესტორნებში კვება ორჯერ და სამჯერ ძვირი ღირს, შესაბამისად, home cooking-ზე ორიენტირდნენ.

 

რაც შეეხება ფასებს, არ გაგვიზრდია - ჩვენი მარჟის შემცირების ხარჯზე ფასები შევინარჩუნეთ,“- აღნიშნავს გიორგი თენაძე.

 

ამ სეგმენტში სულ რამდენიმე ასეთი ქსელია, რომელიც ძვირადღირებულ პროდუქციის რეალიზებას ახდენს, გიორგი თენაძეს მიაჩნია, რომ ბიზნესი არის ნიშური და მაღალ სოციალურ ფენაზე გათვლილი და არა მასობრივ მომხმარებელზე. შესაბამისად, არც „აგროჰაბს“ და არც „ევროპროდუქტს“ „გასტრონომი“ კონკურენტად არ მიიჩნევს.

 

„ჩვენ  გვაქვს ძალიან მცირე ნიშა, არ ვყიდით ქართულ პროდუქტებს, პროდუქტების 99% არის იმპორტირებული. მხოლოდ რამდენიმე სახეობის ქართულ ღვინოს ვყიდით.  შესაბამისად, „ევრო პროდუქტს“ და „აგროჰაბს“ კონკურენტად არ აღვიქვამთ, აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროში ვართ და მეორეც, ჩვენი ბიზნესი არის ნიშური და არა მასობრივ მომხმარებელზე გათვლილი. ასევე გათვლილია მაღალ სოციალურ ფენაზე, გურმანებზე და მათზე, ვინც ექსკლუზიურ კერძებს ამზადებს სახლში და ეძებს ექსკლუზიურ პროდუქტებს,“- ამბობს გიორგი თენაძე.


მარიამ მორგოშია

თეგები:
გასტრონომი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up