ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

access_time2020-11-03 10:40:00

დღეს, 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია. მოსახლეობა ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტს ირჩევს.


ვინ არიან კანდიდატები ?

ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ორი პარტიაა – რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კი ჯო ბაიდენია, ობამას ადმინისტრაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც 78 წლისაა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ის აშშ-ის ისტორიაში პირველი ვადით არჩეული ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება.


როგორია საარჩევნო სისტემა?

აშშ-ის საარჩევნო სისტემა რთული და უნიკალურია, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევს, ისინი რეალურად ამომრჩეველთა კოლეგიას ირჩევენ, რომელიც შემდეგ პრეზიდენტს ირჩევს.

ამომრჩეველთა კოლეგია 538 წევრისგან შედგება. არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის მხარდაჭერას მოიპოვებს.

ამომრჩეველთა კოლეგია შედგება შტატების წარმომადგენლებისგან. თითოეულ შტატს კოლეგიაში იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენიც კონგრესში. წევრების რაოდენობა სხვადასხვა შტატში სხვადასხვაა, შტატის სიდიდის და ამომრჩეველთა რიცხოვნობის მიხედვით.



როდის გვეცოდინება შედეგები?

არჩევნების შედგების გაგებას შესაძლოა, დღეები ან რამდენიმე კვირა დასჭირდეს, რადგან წელს პანდემიის გამო ამომრჩევლები ფოსტით ხმის მიცემის უფლებითაც სარგებლობენ, რაც შედგების დათვლას სავარაუდოდ გააჭიანურებს.

მაგალითად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, დონალდ ტრამპმა გამარჯვების სიტყვა 03:00 საათზე წარმოთქვა, თუმცა წელს არჩევნების დასრულებიდან მალევე სავარაუდო გამარჯვებულის გამოვლენა გაცილებით რთული იქნება.


როდის იწყებს ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას?

არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, არჩეული კანდიდატი ფიცს 20 იანვარს დებს. ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება, რომელიც, როგორც წესი, კაპიტოლიუმის კიბეზე ტარდება.

ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას იწყებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

მომზადებულია „ბიბისის“ მიხედვით.


1tv.ge



თეგები:
არჩევნები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up