„როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტი ბიზნესს მეწარმეთა შესახებ კანონი სჭირდება“ - ნიკა ნანუაშვილი

„როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტი ბიზნესს მეწარმეთა შესახებ კანონი სჭირდება“ - ნიკა ნანუაშვილი

access_time2020-11-03 16:00:53

„იქნება ეს არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ თუ არჩევნების დღეს, მთავარია რეგულატორული პოლიტიკა იყოს რეალობაზე დაფუძნებული და კონკრეტულ მიღწევად შედეგზე ორიენტირებული“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა განუცხადა.


ნიკა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში განსახილველად უკვე  შეტანილია ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონები, მაგალითად კანონპროექტი მეწარმეთა შესახებ, როელიც ქართული ბიზნესის ევროპულთან დაახლოებაზეა ორიენტირებული.


„პარლამენტში განსახილველად უკვე შეტანილია ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, ეს არის მეწარმეთა შესახებ კანონპროექტი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქართული ბიზნესი მეტად დაუახლოვდეს ევროპულს და მოხდეს უფრო მეტი კავშირის გამყარება ევროპულ ბიზნეს საზოგადოებასთან, რაც ყველაზე მთავარია შეუწყობს ხელს ევროპული ინვესტიციების მოზიდვას და ქვეყანაში უფრო ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს შექმნას. მე დარწმუნებული ვარ არჩევნების შემდეგ ეს კანონპროექტი აქტიური განხილვის რეჟიმში გადაინაცვლებს და  საბოლოო ვინც არ უნდა იყოს პარლამენტში ჯამში მივიღებთ უფრო უკეთეს სამეწარმეო სივრცის მარეგულირებელ ჩარჩოს“, -  აღნიშნავს ნიკა ნანუაშვილი.

 

ნიკა ნანუაშვილმა „კომერსანტთან“ შრომის კოდექსზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შრომის კოდექსი ხანგრძლივი ცვლილებების და დისკუსიების შედეგად  არის  მიღწეული.



„ხშირი ცვლილება კანონმდებლობაში სასურველი არ არის, ასე რომ რაც გვაქვს ეს არის, შევხედოთ როგორი იქნება ეკონომიკური ვითარება და რის საშუალებას, რამდენის მომატების ან დაკლების საშუალებს მოგვცემს.  შრომის  კოდექსი რელურად არაფერს არ ცვლის თუ მას თან ეკონომიკური განვითარება არ ახლავს,  თუ  იქნება განვითარება, ჩვენ დასაქმებულებისათვის უფრო მეტ გარანტიებზე და სარგებელზე ვისაუბრებთ. რაც უფრო  დიდია ეკონომიკა, რაც უფრო  მეტი ფინანსური რესურსია, ბუნებრივია მით უფრო მეტი რეგულაციის  დაცვა და შესრულება შეიძლება, რაც თავისთავად  ხარჯებს მოითხოვს“, -  აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.


„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ  რა სჭირდება ბიზნესს, რომ კარგად იმუშავოს და რა მოლოდინები აქვს ახალი მმართველი გუნდისგან, ნიკა ნანუაშვილმა განმარტა, რომ ბიზნესს სტაბილურობა და პანდემიის  შედეგების სწრაფად დაძლევა სჭირდება.


„მთავრობამ ბუნებრივია  ბიზნესთან  თანამშრომლობით სწრაფად  უნდა დაძლიოს  პანდემიით გამოწვეული, უარყოფითი  ეკონომიკური  შედეგები და უნდა უზრუნველყოს  სტაბილური  ბიზნეს გარემო“, -  აღნიშნავს ნიკა ნანუაშილი.


აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული კანონი ტოვებდა დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ცალკე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს განევითარებინა პრაქტიკა, ცალკე სასამართლოს, რაც არაერთგვაროვანი იყო შემთხვევიდან შემთხვევამდე და უამრავ გაუგებრობას იწვევდა, დაბნეულობას მეწარმეებსა და პრაქტიკოს იურისტებში. ახალი კანონი ამ სივრცეს ნაკლებად ტოვებს. ნაცვლად შპს-ს რეგისტრაციისთვის შაბლონური წესდებისა, სადაც აქამდე მხოლოდ სახელი, გვარის და რეკვიზიტების ჩაწერა იყო საჭირო, ახლა ოდნავ მეტი დაფიქრება იქნება საჭირო. კანონი გვაძლევს ჩარჩოს და ამის ფარგლებში პარტნიორები თავად უნდა შეთანხმდნენ. კანონი ასევე აწესებს სავალდებულო სტანდარტებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რია-ს შეფასება, რომელიც კარგად ასახავს მის საჭიროებას. 


ახალი კანონით ჩანაცვლდება 1994 წელს მიღებული მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც სპეციალისტების თქმით, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, თანამედროვეობას და ბიზნესწრეების ინტერესებს არ პასუხობს. კანონპროექტს მეათე მოწვევის პარლამენტში სავარაუდოდ წელს განიხილავენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up