საქსტატის მონაცემებით, წელს უკრაინიდან საქართველოში 2,506.3 ათასი დოლარის 2.228.7 ტონა რძე და ნაღები შემოვიდა.
იმპორტის მოცულობით შემდეგ პოზიციაზეა ირანი, საიდანაც წელს შემოტანილი 1,006.6 ტონა რძე და ნაღები ქვეყანას 1, 414. 2 ათასი დოლარი დაუჯდა.
მესამე პოზიციაზეა ბელორუსი – საქართველოში მისი რძისა და ნაღების წლევანდელი იმპორტი 339.0 ტონას გაუტოლდა, რაშიც საქართველომ 273.8 ათასი დოლარი გადაიხადა.
457. 2 ტონა რუსული რძისა და ნაღების იმპორტი საქართველოს 593. 2 ათასი დოლარი დაუჯდა. პოლონურ 238.6 ტონა რძესა და ნაღებში კი გადახდილია 210.1 ათასი დოლარი.
ჯამურად, საქართველომ 6,008.7 ათასი დოლარის 5,283.3 ტონა რძე და ნაღები იყიდა.