ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან „ბაზისბანკთან“ შედარებით 19,404,166 ლარით მეტი შეადგინა.
„ვითიბი ბანკი ჯორჯიას“
2020 წლის III კვარტალში „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 89,264,442 ლარი შეადგინა, აქედან ლარში 61,086,706, ხოლო უცხოურ ვალუტაში 28,177,736 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდში „ვითიბი“ ბანკის საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 81,551,776 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მთლიანი აქტივები 2020 წლის III კვარტალში 1,948,708,132 იყო.
„ბაზისბანკი“
„ბაზისბანკის“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 2020 წლის III კვარტალში 69,860,276 ლარი შეადგინა, საიდანაც 38,437,738 ლარში, ხოლო 31,422,538 უცხოურ ვალუტაში იყო დედომინირებული. 2019 წლის შესაბამის პერიოდში „ბაზისბანკის“ საპროცენტო შემოსავლებმა სესხებიდან 63,345,914 ლარი შეადგინა.
„ბაზისბანკის“ მთლიანი აქტივები აღნიშნულ პერიოდში 1,738,232,204 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის III კვარტალში მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა „ვითიბი“ ბანკის შემთხვევაში 102,781,151 ლარი, ხოლო „ბაზისბანკის“ შემთხვევაში 89,389,422 ლარი შეადგინა.