დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

access_time2021-03-09 21:00:20

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. იმპორტის დღგ- ს წინასწარ გადახდა რითეილერებს ახალი კოლექციების განახლებას უფერხებს

 

 

„დამატებული ღირებულების გადასახადის წინასწარ გადახდა, პრობლემა იყო შარშანაც და პრობლემაა დღესაც“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „მეგასპორტის“ დირექტორის მოადგილემ, ბიჭიკო ყელბერაშვილმა განუცხადა. კომპანია, რომელიც ისეთი საერთაშორისო ბრენდებს აერთიანებს როგორიცაა „The North Face“, „timberland“, „Diesel“ და „Dainese“ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინა დგას. „მეგასპორტისთვის“ ახლა ყველაზე რთული იმპორტის დღგ-ს წინასწარ გადახდაა. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო ქვეყნაში შექმნილ რთულ მდგომარეობას გაითვალისწინებს და ბიზნეს საშეღავათო პერიოდს დაუწესებს.

 

 

2. „5 000 ლარი ამდენი თვის დაკეტილი ობიექტს არაფერს უზამს, ეს არის ზღვაში წვეთი“

 

 

„5 000 ლარი ამდენი თვის დაკეტილ ობიექტს არაფერს უზამს, ეს არის ზღვაში წვეთი“, - ასე აფასებს „მეგრული სახლის“ დამფუძნებელი ეკა ჯალაღონია თბილისის მერიის ინიციატივას და მთავრობის გადაწყვეტილებას სარესტორნო ბიზნესის სუბსიდირების შესახებ. პროგრამა რომელიც მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის 5000 ლარიან ფინანსური დახმარებას გულისხმობს ჯალაღონიას თქმით, უმნიშვნელოა და უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფ სარესტორნო ბიზნეს ვერ დაეხმარება.

 

 

3. „არ ვეთანხმებით ლაშა პაპაშვილს და თბილისში განაშენიანების გაგრძელებას ვგეგმავთ“ - „დომუსი“

 

 

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ დედაქალაქი 20 წელია რაც შეივსო და მას არც ერთი აგურის დამატება აღარ სჭირდება.

 

4. სახელმწიფო ვალი დასაშვებ ზღვარს გადასცდა და 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა

 


 

2021 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა, მხოლოდ იანვარში ვალის ზრდა 735 მილიონი ლარი იყო. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი  7,789 მლრდ დოლარს შეადგენს, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5,677 მლრდ დოლარი იყო. მათ შორის, 1.037 მილიარდით გაიზარდა საგარეო ვალის ნაშთი, ხოლო საშინაო ვალის ნაშთი 302 მილიონი ლარით შემცირდა.

 

 

5. 40 000 ვიზიტორი 387 000-ის ნაცვლად - 90%-იანი ვარდნა თებერვალშიც გაგრძელდა

 

 

თებერვალში საქართველოს 40 516 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89.5%-ით ნაკლებია. იანვარში ვარდნა 93.7%-ს აჭარბებდა. ვარდნის ტემპის კლების მიზეზი თებერვალში აღდგენილი ფრენების ნაწილი არ გამხადარა, უბრალოდ, შარშან იანვარში ჯერ კიდევ 19.7%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა, თებერვალში კი შესადარებელი პერიოდი უკვე აღარ იყო სახარბიელო და ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის თებერვალთან შედარებით 0.7%-ით იყო შემცირებული და რომ არა ნაკიანი წელი კლება 4%-ს გადააჭრბებდა.

 

 

6. კახეთში 3 მილიონი ლარის ინვესტიციით ახალი სასტუმრო აშენდება (ფოტოები)

 

 

კომპანია HMG (ჰორეკა მენეჯმენტ) ჯგუფი კახეთში, კერძოდ ხაშმში ახალი ბუტიკური ტიპის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.  როგორც  კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, პროცესი დაწყებულია და 2022 წელს სასტუმრო გაიხსნება.

 

 

7. „ზამთრის კურორტების ერთი თვით გახსნა პრობლემებს ვერ გადაჭრის, საჭიროა სუბსიდირება და ბანკებთან შუამდგომლობა“


 

რა ტიპის პრობლემები და გამოწვევები აქვს ზამთრის კურორტებს? არის თუ არა ბაკურიანი და გუდაური დამსვენებელთა ნაკადის მისაღებად მზად და როგორია მოსახლობის განწყობა მთის კურორტებზე? ამ და სხვა თემებზე „რადიო კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გიორგი სალუქვაძემ ისაუბრა.

 

 

8. სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში 5 პირი დამნაშავედ სცნო

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთი პირი დამნაშავედ სცნო. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებობდა. სრულწლოვან ბრალდებულებს სასამართლომ 16-16 წელი მიუსაჯა, ხოლო არასრულწლოვნების სასჯელის ზომა 16 მარტს გახდება ცნობილი.

 

 

9. მასშტაბური პროექტი იმერეთში - „GlenBerries“ ხონში 30 მილიონი ლარის ინვესტიციით ქარხანას აშენებს

 

 

გაყინული ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „GlenBerries“ ახალი პროექტის რეალიზებას იწყებს. ხონის მუნიციპალიტეტში 117 ჰექტარის ფართობზე ხილ-ბოსტნეულის სათბურები და გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის რაფიელ მაღალაშვილის თქმით, შესაბამისი მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია, პროექტი კი ეტაპობრივად განხორციელდება - 2021 წელს 52 ჰექტრის სათბურები აშენდება, და პარალელურად ქარხნის მშენებლობაც დაიწყება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ. ლარია.

 

10. Le Monde: ფინეთი დისტანციურად მუშაობას პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს

 

 

ბევრი ფინელი, როგორც რიგითი თანამშრომელი, ასევე ხელმძღვანელი დისტანციური შრომის გამოცდილებით ძალიან კმაყოფილია და ქვეყანა ამ პრაქტიკას პანდემიის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს. როგორც მინიმუმ 1 მლნ. ფინელი, ანუ, დასაქმებულთა 50%, 2020 წლის მარტში დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში და ამავე დროს 5,5-მლინ -იანი ქვეყნის კორონავირუსთან წარმატებული გამკლავების მთავარი საიდუმლო.

 

 


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up