2021 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა, მხოლოდ იანვარში ვალის ზრდა 735 მილიონი ლარი იყო. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 7,789 მლრდ დოლარს შეადგენს, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5,677 მლრდ დოლარი იყო. მათ შორის, 1.037 მილიარდით გაიზარდა საგარეო ვალის ნაშთი, ხოლო საშინაო ვალის ნაშთი 302 მილიონი ლარით შემცირდა.
არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-იან ზღვარს აღემატება.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
1) მსოფლიო ბანკის ჯგუფი (IDA და IBRD) - 6.79 მლრდ ლარი;
2) აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 5.70 მლრდ ლარი;
3) ევროპის საინვესტიციო ბანკი - 2.41 მლრდ ლარი;
4) გერმანია (KFW) - 2.39 მლრდ ლარი;
5) საფრანგეთი (AFD) - 1.89 მლრდ ლარი;
6) ევროობლიგაცია - 1.65 მლრდ ლარი;
7) ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ - 1.23 მლრდ ლარი;
8) იაპონია - 703 მლნ ლარი;
9) მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ - 699 მლნ ლარი;
10) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 643 მლნ ლარი;