40 000 ვიზიტორი 387 000-ის ნაცვლად - 90%-იანი ვარდნა თებერვალშიც გაგრძელდა

40 000 ვიზიტორი 387 000-ის ნაცვლად - 90%-იანი ვარდნა თებერვალშიც გაგრძელდა

access_time2021-03-09 18:00:21

თებერვალში საქართველოს 40 516 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89.5%-ით ნაკლებია. იანვარში ვარდნა 93.7%-ს აჭარბებდა. ვარდნის ტემპის კლების მიზეზი თებერვალში აღდგენილი ფრენების ნაწილი არ გამხადარა, უბრალოდ, შარშან იანვარში ჯერ კიდევ 19.7%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა, თებერვალში კი შესადარებელი პერიოდი უკვე აღარ იყო სახარბიელო და ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის თებერვალთან შედარებით 0.7%-ით იყო შემცირებული და რომ არა ნაკიანი წელი კლება 4%-ს გადააჭრბებდა.


ვიზიტის ტიპების მიხედვით ტურისტების რაოდენობა 35 869-ს შეადგენდა. კლება 86.1%. ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 4647-ს, რაც 96.7%-იან ვარდნას ნიშნავს, კიდევ უფრო მეტად 98.1%-ით 1559-მდე შემცირდა სხვა არატურისტული ვიზიტების რაოდენობა. მთლიანად საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ კი 2020 წლის თებერვალთან შედარებით 91%-ით ნაკლები - 42 075 შეადგინა.


ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც თებერვალში საქართველოში 15 983 პირი შემოვიდა, ეს რიცხვი მეორე ადგილზე მყოფ სომხეთის მაჩვენებელს 176%-ით აღემატება. გასულ წელს სხვაობა მხოლოდ 11% იყო. რადგანაც ვიზიტორთა აბსოლუტური უმრავლესობა სატვირთო გადაზიდევებს უკავშირდება, თურქეთის ასეთი დაწინაურება უკვე ლოგიკურია. ტურისტად წოდებული პირების უდიდესი ნაწილიც საერთაშორისო განმარტების გამოა ტურისტი - საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდნენ, სინამდვილეში მათი ვიზიტის მიზანიც ტვირთებთან იყო დაკავშირებული.


ევროკავშირის ქვეყბებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 95%-ითაა შემცირებული, ყველაზე დაბალი 66%-იანი კლება ბულგარეთიდან ფიქსირდება, ყველაზე მაღალი - 99.5%-იანი პოლონეთიდან. ფორმალურად სრული 100%-იანი ვარდნაა მალტიდან, მაგრამ რაოდენობრივად ეს მხოლოდ 32 ვიზიტორია, პოლონეთიდან კი დანაკარგი 4000-ს აჭარბებს.



საზღვრის ტიპების მხრივ სახმელეთო მიმოსვლა 88%-ითაა შემცირებული, საჰაერო 94.7%-ით, საზღვაო - 90.7%-ით და სარკინიგზო - 90.5%-ით.


თბილისის აეროპორტის მეშვეობით თებერვალში საქართველოს საზღვარი 4822-მა ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც 92.7%-იანი კლებაა, ქუთაისის აეროპორტით სულ 15-მა ადამიანმა ისარგებლა, ბათუმის აეროპორტით - 9 ადამიანმა. ორივე შემთხვევაში კლება 99.9%-ს შეადგენდა.


მარტში ვარდნის ტემპის მნიშვნელოვანი ვარდნაა მოსალოდნელი, აპრილში დიდი ალბათობით მცირე მატებაც დაფიქსირდება. მიზეზი ისევ და ისევ საბაზისო მონაცემებია. გასული წლის მარტში ვიზიტორების რაოდენობა 62.3%-ით, აპრილში კი 94.5%-ით შემცირდა.


ეროვნული ბანკის პროგნოზით, იმ შემთხვევაში ტუ ტურიზმი არ აღდგა, 2021 წელს ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში 2019 წლის დონესთან დაწევა 2022 წელსაც გაჭირდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up