კახეთში 3 მილიონი ლარის ინვესტიციით ახალი სასტუმრო აშენდება (ფოტოები)

კახეთში 3 მილიონი ლარის ინვესტიციით ახალი სასტუმრო აშენდება (ფოტოები)

access_time2021-03-09 14:15:41

კომპანია HMG (ჰორეკა მენეჯმენტ) ჯგუფი კახეთში, კერძოდ ხაშმში ახალი ბუტიკური ტიპის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.  როგორც  კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, პროცესი დაწყებულია და 2022 წელს სასტუმრო გაიხსნება.

 

„პანდემიის დროსაც კი პროექტების ნაკლებობა არ გვქონია, ჩართული ვართ სხვადასხვა აქტიურ პროექტში, რომელთა დასრულებაც იგეგმება 2021 წლის ბოლოს ან 2022 წელს.

 

ხაშმში იქნება 25 ნომრიანი შატოს ტიპის სასტუმრო, აქ არის ღვინის მარანი, 4 ჰექტარზე გაშენებულია ვენახი. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილონი ლარი იქნება.

 

 სასტუმროს დასახელება ამ ეტაპზე  დამუშავების პროცესშია.

 

 ეს არის კერძო პირის დაკვეთა და ჩვენ ვასრულებთ დეველოპმენტს, უზრუნველვყოფთ როგორც არქიტექტურული ნახაზების მოწოდებას, ასევე ვმუშაობთ დიზაინზე, ბრენდინგზე, შემდეგ ვიღებთ მონაწილეობას მშენებლობაში, მოწყობაში, გახსნაში და დასრულების შემდეგ  ვიტოვებთ სასტუმროს  ჩვენს მმართველობაში. მოთხოვნა კახეთზე საკმაოდ მაღალია. პანდემიის პერიოდშიც კი ეს რეგიონი გამოკვეთილად დატვირთული იყო და ვფიქრობთ, რომ ახალი სასტუმროების დამატება  წაახალისებს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს,“ - განმარტავს გიორგი პაპიაშვილი.

 











მარიამ მორგოშია


თეგები:
კახეთი



100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა

100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა
access_time2022-01-24 10:55:10
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წამოიწყო და ბიზნეს კლიენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ,...

ავიაბაზარზე პანდემიური კრიზისი გრძელდება - ავიაკომპანიები ზარალზეა

ავიაბაზარზე პანდემიური კრიზისი გრძელდება - ავიაკომპანიები ზარალზეა
access_time2022-01-23 21:00:36
American Airlines-მა მეოთხე კვარტალში $931 მილიონი იზარალა. პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი ავიახაზების შემოსავლების აღდგენას...

ქვეყნები, რომლებმაც 2022 წელს მოგზაურობის გადასახადები დააწესეს

ქვეყნები, რომლებმაც 2022 წელს მოგზაურობის გადასახადები დააწესეს
access_time2022-01-23 15:00:55
ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე ქვეყანამ დააანონსა, რომ ტურისტული გადასახადის დაწესებას აპირებდა. 2022 წლის დასაწყისში მათი რიცხვი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ტურისტული გადასახადი სიახლე ნამდვილად არაა და ზოგიერთ ქვეყანაში, შესაძლოა, უკვე გადახდილიც გვაქვს სასტუმროს ფასთან ან...

დერეფანი „ლაპის ლაზული“ აქტიურდება - აწყობს თუ არა ეს საქართველოს

დერეფანი „ლაპის ლაზული“ აქტიურდება - აწყობს თუ არა ეს საქართველოს
access_time2022-01-23 23:00:18
...

ჩვენი საპენსიო დანაზოგები გლობალურ კომპანიებში

ჩვენი საპენსიო დანაზოგები გლობალურ კომპანიებში
access_time2022-01-23 22:00:23
ინფლაციის დაზღვევისა  და ამონაგების გაზრდის კუთხით  საპენსიო ფონდი , ახლ მექანიზმს – გლობალურ დივერსიფიკაციას გეგმავს, რაც უცხოური ვალუტისა და შემდეგში გლობალური ინდექსის შეძენას...


მსგავსი სიახლეები

up