„არ ვეთანხმებით ლაშა პაპაშვილს და თბილისში განაშენიანების გაგრძელებას ვგეგმავთ“ - „დომუსი“

„არ ვეთანხმებით ლაშა პაპაშვილს და თბილისში განაშენიანების გაგრძელებას ვგეგმავთ“ - „დომუსი“

access_time2021-03-09 12:00:25

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ დედაქალაქი 20 წელია რაც შეივსო და მას არც ერთი აგურის დამატება აღარ სჭირდება.

 

„მშენებლობა აღარ გვინდა ამ ქალაქში განსაკუთრებით საცხოვრებელი კორპუსების. ეს არის ჩემი მოლოდინი და თხოვნა ყველასთან რომ შეაჩერონ ყველაფერი. არსებულს თუ გადავაკეთებთ და ძველს თუ აჟურში მოვიყვანთ, თორე საცხოვრებელი სახლების მშენებლობების წინააღმდეგი ვარ. 20 წლის წინ შეივსო თბილისი, არც ერთი აგური არ სჭირდება თბილისს“, - განაცხადა გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას ბიზნესმენმა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები. სამშენებლო კომპანია „დომუსის“ დირექტორი ალექსანდრე კორძახია არ ეთანხმება ლაშა პაპაშვილის მოსაზრებას და ფიქრობს, რომ ავარიული საბინაო ფონდის ჩანაცვლება საჭიროა, თუმცა თბილისს ახალი მშენებლობებიც სჭირდება.


 

„თბილისში ძალიან ბევრი ავარიული საბინაო ფონდია, მაგრამ გარდა ამისა საჭიროა ახალი მშენებლობების დაწყებაც. ის ცალკე თემაა რომ საბინაო ფონდის, მათ შორის „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება აუცილებელია, მაგრამ მეორეს მხრივ თბილისში, განსაკუთრებით მის შემოგარენში უბნების განვითარება და მშენებლობა საჭიროა, რასაც ჩვენ ვგეგმავთ კიდეც, იქ დაბალი განაშენიანება იქნება და ფუნქციურად ისე მოწესრიგდება, რომ ადამიანისთვის ყველაფერი ერთ სივრცეში მოექცევა.

 

არ ვიცი კონკრეტულად რას ან ვის გულისხმობდა ლაშა პაპაშვილი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და გეგმაში გვაქვს თბილისში მშენებლობები და განაშენიანება. იმედი მაქვს ის უბრალოდ გულისხმობდა, რომ იმაზე მეტი შენდება თბილისში ვიდრე საჭიროა, რადგან თვითონ აქვს მშენებლობები და მაგას როგორ იტყოდა რომ ახალი მშენებლობები არ არის საჭირო და არც ერთი აგურის დამატება აღარ არის მიზანშეწონილი?! მართალია დეველოპმენტი უფრო უბნების სტილის მიმართულებით მიდის, ლისი, კრწანისი, ოქროყანა ამ მიმართულებით მოთხოვნადია, თუმცა ცენტრალურ უბნებშიც საჭიროა მშენებლობა“, - განაცხადა ალექსანდრე კორძახია.


ნინო თამაზაშვილი





Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
access_time2021-09-27 09:55:29
სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.    გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
access_time2021-09-27 01:10:27
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში
access_time2021-09-26 16:00:14
...

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება
access_time2021-09-26 14:00:36
...

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება
access_time2021-09-26 11:00:06
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორებს ოქტომბრის ბოლოდან...


მსგავსი სიახლეები

up