„5 000 ლარი ამდენი თვის დაკეტილი ობიექტს არაფერს უზამს, ეს არის ზღვაში წვეთი“

„5 000 ლარი ამდენი თვის დაკეტილი ობიექტს არაფერს უზამს, ეს არის ზღვაში წვეთი“

access_time2021-03-09 11:00:49

„5 000 ლარი ამდენი თვის დაკეტილ ობიექტს არაფერს უზამს, ეს არის ზღვაში წვეთი“, - ასე აფასებს „მეგრული სახლის“ დამფუძნებელი ეკა ჯალაღონია თბილისის მერიის ინიციატივას და მთავრობის გადაწყვეტილებას სარესტორნო ბიზნესის სუბსიდირების შესახებ. პროგრამა რომელიც მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის 5000 ლარიან ფინანსური დახმარებას გულისხმობს ჯალაღონიას თქმით, უმნიშვნელოა და უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფ სარესტორნო ბიზნეს ვერ დაეხმარება.

 

„5 000 ლარი ამდენი თვის დაკეტილ ობიექტს არაფერს უზამს, ეს არის ზღვაში წვეთი. თუმცა რაღაც ინიციატივას, რომ იჩენს მთავრობა მერიის სახით ესეც მნიშვნელოვანია. მაგრამ,ამის გამო მადლობას არ ვეტყვით, უფრო მეტი უნდა გააკეთონ და ვალდებულებიც არიან, რომ გააკეთონ.კომუნალური გადასახადების ტარიფი იმდენადაა გაზრდილი, რომ ყოველ თვე მეორე 5 000 ლარი დაგვჭირდება გადასახდელად“, - განაცხადა ეკა ჯალაღონიამ.

 

ეკა ჯალაღონიასგან განსხვავებით, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელს კოტე გაბრიჩიძეს მიაჩნია, რომ  სარესტორნო ბიზნესის სუბსიდირების პროგრამა ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და სფეროს აამუშავებას.

 

„საკმარისი არასდროს არაფერია, მაგრამ ძალინ კარგი ინიციატივაა მსგავსი სუბსიდია და მივესალმებით. მილიონი ვალი გვაქვს, მილიონი გადასახადია სექტორში და ამ თანხით ყველა ამოისუნთქებს. ყველანი ბედნიერები არიან, ხომ არ ართმევენ, არამედ აძლევენ ფულს. რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანის პოზიციის პასუხად კი ვიტყვი, რომ ბარემ საარჩევნო სისტემა გამოგვესწორებინა და ნატოშიც შევსულიყავით, კიდევ რა გვინდა ცხოვრებაში?“ - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.


 

5000 ლარს რაში გამოიყენებენ და რამდენად დაეხმარება ეს თანხა ბიზნეს ჯერ არ იციან m group“ - ში. თუმცა კომპანიის  ბიზნესის განვითარების მიმართულების დირექტორი ნანუკა მჟავანაძე სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას დადებითად აფასებს.

 

„გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებთ, რადგან ნებისმიერი მსგავსი ინიციატივა და ხელშეწყობა სამთავრობო სტრუქტურებიდან ასეთ კრიზისულ პერიოდში მისასალმებელია. თანხის მასშტაბი არ ვიცი, რამდენად დაგვეხმარება და ჯერ არ გაგვიაზრებია, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ ყველა ტიპის ხელშეწყობა არის მისასალმებელი“, - აცხადებს ნანუკა მავანაძე.

 

შეგახსენებთ, რომ სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომელიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა. ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5000 ლარია, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. სუბსიდირებისთვის ორი მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და დაახლოებით 400 რესტორანი მიიღებს დახმარებას.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up