იმპორტის დღგ- ს წინასწარ გადახდა რითეილერებს ახალი კოლექციების განახლებას უფერხებს

იმპორტის დღგ- ს წინასწარ გადახდა რითეილერებს ახალი კოლექციების განახლებას უფერხებს

access_time2021-03-09 10:00:56

„დამატებული ღირებულების გადასახადის წინასწარ გადახდა, პრობლემა იყო შარშანაც და პრობლემაა დღესაც“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „მეგასპორტის“ დირექტორის მოადგილემ, ბიჭიკო ყელბერაშვილმა განუცხადა. კომპანია, რომელიც ისეთი საერთაშორისო ბრენდებს აერთიანებს როგორიცაა „The North Face“, „timberland“, „Diesel“ და „Dainese“ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინა დგას. „მეგასპორტისთვის“ ახლა ყველაზე რთული იმპორტის დღგ-ს წინასწარ გადახდაა. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო ქვეყნაში შექმნილ რთულ მდგომარეობას გაითვალისწინებს და ბიზნეს საშეღავათო პერიოდს დაუწესებს.

 

„იმპორტის დამატებული ღირებულების წინასწარ შეტანა ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჩვენი ტიპის კომპანიებს, არამედ ნებისმიერს. დღევანდელ პირობებში, როდესაც დღის წესრიგში ბიზნესის გადარჩენა დგას, ბიზნესი პროდუქციას უკვეთავს, პარალელურად კი დღგ გაქვს გადასახდელი, ეს ჩემია აზრით არასწორია. ხელისშემშლელი ფაქტორია განვითარებისთვის და გადარჩენისთვის.

 

იმ ორგანოს, რომელის ამ საკითხს წყვეტს, პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ შესაძლოა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. თუ იმპორტის დღგ წინასწარ არ გადაგვახდევინა სახელმწიფომ, ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი. ნებისმიერ კომპანიას ხელ - ფეხი გაეხსნება, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა ბიზნეს ახლა ნაღდი ფულის გამოტანა უჭირს. არადა მათ პროდუქციით შევსება სჭირდებათ, რათა ნელ-ნელა საწყის ეტაპს დაუბრუნდნენ. თუ ეს ხელის შემწყობი ფაქტორი გვექნება, პანდემიამდელ მაჩვენებელს მალე დავუბრუნდებით. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი და ბიზნესისთვის გარკვეული დახმარება“, - განაცხადა ბიჭიკო ყელბერაშვილმა.

 

იმპორტის დამატებული ღირებულების წინასწარ გადახადა დიდ ტვირთად აწვება „Gtex“ ჯგუფსაც. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ბასილაძე აცხადებს, რომ ბიზნესი ცდილობს გადაზიდვების რაოდენობა შეამციროს, რადგან კომპანიას იმპორტის დღგ-ს წინასწარ გადახდას უჭირს.


 

„ეს პირდაპირ იმპორტირებულ საქონელზე და იმპორტირებული საქონლის რაოდენობაზე აისახება. თუ იმპორტის დღგ წინასწარ არ გადაგვახდევინა სახელმწიფომ, ჩვენთვის დიდი შვება იქნება, ბიუჯეტი რა თქმა უნდა ამ თანხას დღეს დაკარგავს, მაგრამ ხვალ და ზეგ უფრო მეტს მიიღებს, რადგან ბევრ საქონელს წამოვიღებთ და ბიზნესს უფრო გავშლით. მაგალითად ჩვენ უნდა წამოგვეღო დაახლოებით ათი პარტია, ამის ნაცვლად შვიდი წამოვიღეთ, ჩვენი გადაზიდვები შევამცირეთ, რადგან იმპორტის დღგ ძალიან დიდ ტვირთად გვაწვება. ეს პრობლემა, რომ არ გვქონოდა, სახელმწიფო მყისიერად, იანვარში ნაკლებ დღგ-ის მიითვლიდა, სამაგიეროდ თებერვალში დაკომპენსირდებოდა, რადგან ბიზნესი იანვარში ბევრ პარტიას წამოიღებდა, რითაც ბიუჯეტი მეტ თანხას მიიღებდა. ახლა იანვარშიც ცოტა მიიღო და თებერვალშიც, შესაბამისად ჯამურად სახელმწიფოს სარგებელი ნაკლები იქნება, ვიდრე ეს დღგ-ს წინასწარ არ გადახდის შემთხვევაში იქნებოდა“, - განმარტავს გიორგი ბასილაძე.

 

ბიზნესმენი ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ რთულ პერიოდში სახელმწიფომ დღგ-ს წინასწარ გადახდა უნდა გადაავადოს.

 

„წლების წინ იმპორტის დღგ გადასახდელი იყო დეკლარაციის მიხედვით, ანუ როდესაც საქონლის რეალიზაცია ხდებოდა თანხას მაშინ ვიხდიდით, ახლა დღგ-ს რეალურად ვიხდით წინასწარ, თუმცა ესეც რამდენიმე ეტაპისგან შედგება.მსხვილ ორგანიზაციებს 30 დღიანი გადავადების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გააუქმეს და ახლა ხუთ დღეში ვიხდით.ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ საკითხი უნდა გადაიხედოს, ჩვენ ხომ გადარჩენაზე ვფიქრობთ, თუ არ გადავრჩით მერე სახელმწიფომ დაუკრას მუსიკა და იცეკვოს როგორც უნდა, გადამხდელი აღარ ეყოლება, თუ გადამხდელი არ იქნება რაღა აზრი ექნება დღგ-ს დაწესებას“, - განუცხადა „კომერსანტს“ გიორგი ბასილაძე.

 

შეგახსენებთ, რომ იანვარში ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან 14%-ით შემცირდა. იანვარში ფინანსთა სამინისტრომ დამატებული ღირებულების გადასახადიდან 293.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 46.6 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით ნაკლებია.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up