დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-05 21:00:51

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

1. შემოსავლების სამსახურის არაარგუმენტირებულმა საუბრებმა ბევრი ინვესტორი დაგვაკარგინა - საჭიროა თუ არა თიზ-ების კანონში ცვლილებების შეტანა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რამდენიმე თვის წინ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში არსებულ სავაჭრო კომპანიების დიდ ნაწილს უკავშირდებოდა და მოგების გადასახადის გადახდას სთხოვდა. როგორც „კომერსანტთან“ თიზ-ების წარმომადგენლები აცხადებდნენ, მწარმოებელი კომპანიების მიმართ საგადასახადო უწყებას არ აქვს მოგების გადასახადის მოთხოვნა.


2.ფინანსისტები ლარის რყევებს პროგნოზირებენ

არჩევნების შემდეგ სავალუტო ბაზარზე რყევის ნიშნები აშკარად შესამჩნევია. გარდა იმისა, რომ ლარის სტაბილურობაზე პოლიტიკური დაძაბულობა მოქმედებს, ეკონომიკური პროცესის გავლენაც დიდია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სავალუტო კურსს ძირითადად მაინც მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს, რა მხრივაც ჯერჯერობით სერიოზული პრობლემაა.


3.წერეთლის ცნობილი ე.წ. მეორადების ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება


წერეთლის ცნობილი ე.წ. მეორადების შენობა დაინგრევა. ადგილი, რომელიც ვინტაჟური ტანსაცმლის აღმოსაჩენად ყველაზე კარგი სივრცე იყო, უახლოეს მომავალში მრავალფუნქციურ კომპლექსად გადაიქცევა. დედაქალაქის მთავრობასთან პროექტი უკვე შეთანხმებულია, გაცემულია მშენებლობის ნებართვაც.



4. კემპინგი კომფორტულად - გლამურულ კარვებს უკვე აჭარაშიც შეხვდებით


საქართველოს ტურისტული სერვისი მხოლოდ საზღვაო და სამთო–სათხილამურო ზონებით აღარ შემოიფარგლება. ტურისტულ მომსახურებაში ახალი ხედვების ერთ–ერთი მაგალითი გლემფინგ კარვებია, რომელიც საქართველოს რეგიონებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.





5. „მე ვერსად გადავსახლდები - საბედნიეროდ არ ვარ ჯერ პოლიტიკაში“


„საბედნიეროდ, მე არ ვარ ჯერ პოლიტიკაში და ვერსად გადავსახლდები,“-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რითაც პაპაშვილი ერთგვარ კამპანიას გამოეხმაურა, რომელიც წალენჯიხაში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის გადატანას შეეხება.



6 .კოვიდით დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობამ ორთვიან მაქსიმუმს მიაღწია

კოვიდით გარდაცვალებულთა დღიურმა რაოდენობამ 6 სექტემბრის შემდეგ პირველად 60-ს გადააჭარბა. თუ სექტემბრის ბოლოს ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 1500-2000-ის ფარგლებში მერყეობდა გასულ კვირას 4000-ს გადააჭარბა, მიმდინარე კვირაში კი ერთხელ 6000-ზე მეტი შემთხვევაც დაფიქსირდა.




7. სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულის უმეტესობა უხარისხოა


აგრარული სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით, სუპერმარკეტებში წარმოდგენილი ხილ-ბოსტნეულის უმეტესობა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამის მიზეზად ტექნოლოგიური ჩამორჩენა მიიჩნევა.  თუმცა პრობლემაა იმპორტულ პროდუქტთან დაკავშირებითაც. ვისაც ბოლო პერიოდში თუნდაც ერთხელ მაინც შეუძენია ქსელურ მარკეტებში აგრარული პროდუქტი, აუცილებლად დაადასტურებს, რომ  ხარისხის დაბალი დონე  ვიზუალურადაც შესამჩნევია.




8. საქართველოში ფქვილის იმპორტიორებს პრობლემებს უქმნიან - პურის მცხობელთა ასოციაცია


პრობლემებს უქმნიან ადამიანებს, რომლებსაც შემოაქვთ ფქვილი და სიკეთეს აკეთებენ - ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის მიმოხილვისას განაცხადა.

მალხაზ დოლიძის თქმით, მოკლედ იტყვის პრობლემის შესახებ და ეს უფლებამოსილმა პირებმა უნდა გაიგონ, რადგან ფქვილის შემომტანების დამსახურებით ხდება ფასის სტაბილიზაცია ბაზარზე.




9. Hr.ge-ზე გამოცხადებული ვაკანსიების 80% დედაქალაქზე მოდის


დასაქმების პლატფორმა hr.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებში გაიზარდა. თუკი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ყოველდღე საიტზე დაახლოებით 70-დან 100-მდე ადამიანი რეგისტრირდებოდა, ახლა ეს რიცხვი 100-დან 150-მდე მერყეობს.



10. ელექტროენერგიის ტრანზიტი 384%-ით გაიზარდა


გენერაციასა და მოხმარებასთან ერთად იანვარ-სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის ტრანზიტიც გაიზარდა. თუ გასული წლის პირველ 9 თვეში საქართველოს გავლით მეზობელ სახელმწიფოებს 102 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდათ, წელს ეს რიცხვი 384%-ით 494 მლნ კვტ სთ-მდე გაიზარდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up