წერეთლის ცნობილი ე.წ. მეორადების ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

წერეთლის ცნობილი ე.წ. მეორადების ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

access_time2021-11-05 13:00:35

წერეთლის ცნობილი ე.წ. მეორადების შენობა დაინგრევა. ადგილი, რომელიც ვინტაჟური ტანსაცმლის აღმოსაჩენად ყველაზე კარგი სივრცე იყო, უახლოეს მომავალში მრავალფუნქციურ კომპლექსად გადაიქცევა. დედაქალაქის მთავრობასთან პროექტი უკვე შეთანხმებულია, გაცემულია მშენებლობის ნებართვაც.



 



პროექტს შ.პ.ს. „გლობალური ტექნოლოგიები“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორი ალექსანდრე კირვალიძე „კომერსანტთან“ მასშტაბურ პროექტის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, დამუშავებულია პროექტი თუ რისი გაკეთება სურთ აღნიშნულ ტერიტორიაზე. იგი ამბობს, რომ ახლა ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობენ, რის შემდეგაც ინვესტიციების მოძიებაზე დაიწყებენ ზრუნვას.

 


ირკვევა, რომ შენობა 25 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა სართულისგან შედგება. მიწისქვეშა 2 სართული ავტოსადგომებს დაეთმობა. მიწისზედა პირველ სართულზე კომერციულ ფართი და სასტუმროს ვესტიბიული მოეწყობა. მე-2 სართულის ნაწილი სპას, ნაწილი კი სასტუმროს დაეთმობა. მე-3  სართულზე სრულად სასტუმრო განთავსდება. მე-4 და მე-5  სართულებზე საოფისე ფართები და სასტუმრო განთავსდება. მე-6 სართულზე განთავსდება საოფისე ფართები, ხოლო მე- 7 სართულიდან 25-ე სართულის ჩათვლით ბინები განთავსდება. 



 




შ.პ.ს. „გლობალური ტექნოლოგიებში“  წილი 9 ადამიანს აქვს.  მათ შორის ერთ- ერთი მერაბ კაკულიაა ცნობილი ეკონომისტი, საპარტნიორო ფონდის რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ამავე კომპანიაში წილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენის, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვანო ჩხარტიშვილის შვილს, მიხეილ ჩხარტიშვილს აქვს. „გლობალური ტექნოლოგიების“ მესაკუთრეები ასევე არიან ნიკოლოზ მაღლაფერიძე, იზოლდა უკლება, მამუკა კაკულია, ნათია ახობაძე, ხათუნა სარიშვილი და გოდერძი გაბისიანი.


 




მიწის ნაკვეთის ფართობი 14 708 კვ.მ-ია, განაშენიანების ფართობი 32 903 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართობს 12 146 კვ.მ დაეთმობა, საოფისეს 1 658, კომერციულს 1 571. სასტუმროს ნომრების ფართობი 2389 კვ.მ-ა, ავტოსადგომის 3 508, აუზის  კი 411.

 




პროექტს თან ახლავს შპს „კუბიკონის“ მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ ნაწილს დადებითი შეფასება ეძლევა.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up