კოვიდით დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობამ ორთვიან მაქსიმუმს მიაღწია

კოვიდით დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობამ ორთვიან მაქსიმუმს მიაღწია

access_time2021-11-05 11:55:15

კოვიდით გარდაცვალებულთა დღიურმა რაოდენობამ 6 სექტემბრის შემდეგ პირველად 60-ს გადააჭარბა. თუ სექტემბრის ბოლოს ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 1500-2000-ის ფარგლებში მერყეობდა გასულ კვირას 4000-ს გადააჭარბა, მიმდინარე კვირაში კი ერთხელ 6000-ზე მეტი შემთხვევაც დაფიქსირდა.

 

სიკვდილიანობა როგორც წესი პიკს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდიდან ორ კვირაში აღწევს, რის გამოც უახლოესი მომავალი არადამაიმედებელია. პესიმიპისტურ პროგნოზს ჩავარდნილი ვაქცინაციაც აძლიერებს. 5 ნოემბერს მხოლოდ 4063 ადამიანი აიცრა, მაშინ როცა ვირუსი დამატებით 5340 ადამიანს დაუდასტურდა. 6 ნოემბრის მონაცემებით სულ 949 ათასი ადამიანია აცრილი, ანუ მთლიანი მოსახლეობის 25.6%. სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შესამცირებლად კი მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრაა საჭირო.

 

საქართველოში კოვიდით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველი პაციენტი კი 4 აპრილს გარდაიცვალა. პირველ ტალღას საგანგებო მდგომარეობა და უმკაცრესი შეზღუდვები მოჰყვა. რამაც ეკონომიკის 6.2%-იანი ვარდნა გამოიწვია. ეპიდვითარება სექტემბერში გაუარესდა, 9 ნოემბერს კომენდანტის საათი ხელმეორედ გამოცხადდა და მხოლოდ 2021 წლის 1-ელ ივლისს მოიხსნა.


 

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობა 228 ათასს შეადგენდა. გასულ წელს კოვიდით 2505 ადამიანი გარდაიცვალა. წელს 10 თვესა და 5 დღეში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 515 ათასით გაიზარდა, საიდანაც 7795 გარდაიცვალა. განსაკუთრებით მძიმე აგვისტო აღმოჩნდა რა დროსაც კოვიდს 1588 ადამიანი ემსხვერპლა, 1538 ადამიანი დაიღუპა სექტემბერშიც. სექტემბრის პირველ რიცხვებში გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 80-ს აჭარბებდა და შემდეგ შემცირდა. მძიმე ლოქდაუნი აღარ, მაგრამ 14 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე, მობილობის შემცირების მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო. მეორე ტურის შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ 4 ნოემბრიდან ტრანსპორტი ისევ გაჩერდებოდა, რაც ტყუილი აღმოჩნდა.

 

პირბადისგან განსხვავებით ვაქცინა ნებაყოფლობითად რჩება, იძულების წესი მხოლოდ ბიზნესის მცირე ნაწილმა გამოიყენა. პრეზიდენტმა 3 ნოემბრის ბრიფინგზე საპატრიარქოს ვაქცინის კურთხევისკენ მთავრობას კი კოვიდპასპორტების ამოქმედებასა და რისკჯგუფების იძულებით ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

 

9.3 მლნ-იან ისრაელში 5 ნოემბერს კოვიდით სულ 3 ადამიანი გარდაიცვალა, 47 მლნ-იან ესპანეთში 15 ადამიანი, 10 მლნ-იან პორტუგალიაში 4, ასევე 10 მლნ-იან საამიროებში 0 და 3.7 მლნ-იან საქართველოში 60.  ისრაელში სრულად მოსახლეობის 65%-ა აცრილი, მინიმუმ 1 დოზით - 71%, ესპანეთში აცრილთა წილი მოსახლეობის 80%-ს შეადგენს, პორტუგალიაში 87%-ს აჭარბებს, საამიროებში კი სადაც აცრა 3 წლის ასაკიდან ნებადართულია, მინიმუმ 1 დოზით უკვე მოსახლეობის 97%-ა აცრილი, მათ შორის ორივე დოზით 87%, რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში მინიმუმ 1 დოზით 28.4% და ორივე დოზით 25.6%.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up