Hr.ge-ზე  გამოცხადებული ვაკანსიების  80% დედაქალაქზე მოდის

Hr.ge-ზე გამოცხადებული ვაკანსიების 80% დედაქალაქზე მოდის

access_time2021-11-05 15:00:13

დასაქმების პლატფორმა hr.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებში გაიზარდა. თუკი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ყოველდღე საიტზე დაახლოებით 70-დან 100-მდე ადამიანი რეგისტრირდებოდა, ახლა ეს რიცხვი 100-დან 150-მდე მერყეობს. hr.ge-ს რეგიონული მენეჯერის ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, გამოცხადებულ ვაკანსიებში გაყიდვები ტრადიციულად პირველ ადგილზეა, ხოლო ვაკანსიების 80% დედაქალაქზე მოდის.



„ჩვენ დასაქმების პლატფორმას აქვს სამუშაოს მაძიებლებისთვის სპეციალური რეგისტრაცია. ეს ბაზა ყოველდღიურად იზრდება. ნორმალური აქტიურობით გამოირჩეოდა ოქტომბერიც, ჯამურად დაახლოებით 4500-მდე ვაკანსია დაიდო. ძირითადი მიმართულება -  გაყიდვები ტრადიციულად  პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზეა კლიენტთა მომსახურება, შემდეგ მოდის ბუღალტერია-ფინანსები,  ჰორეკა სექტორიც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, რასაც მოსდევს სამედიცინო სფერო და IT ტექნოლოგიები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში თანდათან მოთხოვნადია. პანდემიის ფონზე კლება ნამდვილად არ არის, შეიძლება ითქვას, რომ შრომის ბაზარზე მეტნაკლებად სტაბილური ვითარებაა. ყოველდღიურად 100-დან 150-მდე მომხმარებელი რეგისტრირდება. ჯამურად დღესდღეობით აქტიურია 4200 განცხადება, აქედან 80%-მდე თბილისის ვაკანსიებია, დანარჩენი რეგიონებზე მოდის. შედარებისთვის 2020 წელი ნაკლებად გამოდგება, რადგან პანდემიური წელი იყო და ეკონომიკა ფაქტობრივად არ მუშაობდა.  ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს თუ შევადარებთ,  ზრდა ჯერჯერობით უმნიშვნელოა, 5-10%-ს არ აღემატება. წლიდან წლამდე მატებას ველოდით, მაგრამ ასე არ მოხდა“, - აცხადებს ინგა შახბაზიანი ,,კომერსანტთან“.



აღსანიშნავია, რომ დასაქმების გაზრდის მიზნით დაიწყო მერიამ მუნიციპალური პროგრამა  „ისწავლე და დასაქმდი“.   პროგრამის მონაწილეთა მომზადება-გადამზადებისთვის საჭირო გადასახადს მუნიციპალიტეტი თვითონ უზრუნველყოფს.



პროგრამა 2018 წლიდან ამოქმედდა, 2018 - 2020 წლებში მასში  4500-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო. მერიის ინფორმაციით,  მათგან უმრავლესობა უკვე დასაქმებულია.


 


ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობის დონე იქნა მიჩნეული.



როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 62,000 ათასით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი გახდა 90,000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით, 27,000 სამუშაო ძალას შეუერთდა.



შედეგად, საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 22.1%-ს მიაღწია.



საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და უმუშევრების თითქმის ნახევარი 34 წელზე უმცროსია. 

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up