ელექტროენერგიის ტრანზიტი 384%-ით გაიზარდა

ელექტროენერგიის ტრანზიტი 384%-ით გაიზარდა

access_time2021-11-05 17:00:50

გენერაციასა და მოხმარებასთან ერთად იანვარ-სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის ტრანზიტიც გაიზარდა. თუ გასული წლის პირველ 9 თვეში საქართველოს გავლით მეზობელ სახელმწიფოებს 102 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდათ, წელს ეს რიცხვი 384%-ით 494 მლნ კვტ სთ-მდე გაიზარდა.

 

ყველაზე დიდი მოცულობის ტრანზიტი - 203 მლნ კვტ/სთ აზერბაიჯანიდან თურქეთში განხორციელდა, რუსეთიდან თურქეთს 169 მლნ კვტ/სთ მიეწოდა, რუსეთიდან სომხეთს კი 122 მლნ კვტ/სთ. ტრანზიტის 78% აგვისტოსა და სექტემბერში განხორციელდა.

 

2014 წელს საქართველომ მეზობელ სახელმწიფოებს 59 მლნ კვტ/სთ-ის ტრანზიტული ელექტროენერგია მიაწოდა, 2015 წელს ტრანზიტი განულდა, 2016 წელს რეკორდულ ნიშნულს 850 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია, საიდანაც 813 მლნ კვტ/სთ თურქეთში გავიდა, 2017 წელს 254 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა, 2018 წელს 13 მლნ კვტ/სთ-მდე, 2019 წელს 136 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. 2020-ში კი ისევ 102 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა.

 


პირველ 9 თვეში 6.6%-ით 9.074 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა გენერაციაც. გენერაციის ზრდა ძირითადად ენგურჰესის გაუმჯობესებულ წარმადობას უკავშირდება. ენგურჰესმა 6 თვეში (3 თვე რეაბილიტაციის მიზნით გაჩერებული იყო) იმდენივე ელექტროენერგია გამოიმუშავა, რამდენიც შარშან მთელი წლის განმავლობაში.

 

2020 წლის იანვარ-სექტემბერში მომხმარებელს სულ 8.956 მლრდ კვტ/სთ მიეწოდა, წელს იმავე პერიოდში 12.2%-ით მეტი 10.054 მლრდ კვტ/სთ. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ზრდა ოკუპირებული აფხაზეთის ხარჯზე დაფიქსირდა, რომელმაც მოხმარება 20%-ით 2.140 მლრდ კვტ/სთ-მდე გაზარდა. აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 43% - 924 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან იყო იმპორტირებული. ღირებულება თბილისმა დაფარა. აფხაზეთზე მთელი იმპორტის 54% მოდის. 9 თვეში საქართველომ 1.716 მლრდ კვტ/სთ-ის იმპორტი განახორციელა, რაც აბსოლუტური რეკორდია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება.

 

ექსპორტთან ერთად 145%-ით 377 მლნ კვტ/სთ-მდე გაზრდილია ექსპორტიც. დარჩენილ თვეებში ექსპორტი აღარ გაიზრდება. იმპორტის ზრდა კი გარდაუვალია.

 

იმის მიუხედავად, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ეკონომიკური ზრდის ტემპიც დაბალია ელექტროენერგიის მოხმარება მაინც სისტემატურად იზრდება, და შეჩერებული ჰესების მშენებლობის პირობებში გენერაციის ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად აჭარბებს. 2012 წლის იანვარ-სექტემბერში ელექტროენერგიის გენერაციამ სულ 7.366 მრლდ კვტ/სთ შეადგინა, 2021 წლის იანვარ სექტემბერში გამომუშავება 23%-ით 9.074 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მოხმარებას თუ 2012 წლის პირველ სამ კვარტალში მომხმარებელს სულ 6.966 მლრდ კვტ/სთ მიეწოდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარება 44%-ით 10.055 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში იმპორტი 307%-ით 422 მლნ კვტ/სთ-დან 1.716 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, რისთვისაც საქართველოს 114%-ით მეტის $37.1 მლნ-ის გადახდა მოუწია. პანდემიურ პერიოდში ფასები დროებით შემცირებულია. 2019 წელს საქართველომ 1.627 მლრდ კვტ/სთ-ში $78 მლნ გადაიხადა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up