„მე ვერსად გადავსახლდები - საბედნიეროდ არ ვარ ჯერ პოლიტიკაში“

„მე ვერსად გადავსახლდები - საბედნიეროდ არ ვარ ჯერ პოლიტიკაში“

access_time2021-11-05 12:30:39

„საბედნიეროდ, მე არ ვარ ჯერ პოლიტიკაში და ვერსად გადავსახლდები,“-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რითაც პაპაშვილი ერთგვარ კამპანიას გამოეხმაურა, რომელიც წალენჯიხაში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის გადატანას შეეხება.

ცნობისთვის, წალენჯიხაში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მერობის კან­დი­დატის, გი­ორ­გი ხარ­ჩი­ლა­ვას გამარჯვების შემდეგ, რაიონის მიმართ ინტერესი იზრდება. იქ გადასახლება დააანონსა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მან წალენჯიხაში გა­და­სახ­ლე­ბის გეგმა  ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე გა­აჟღერა და ბიზ­ნეს­მე­ნებს მო­უ­წო­და, სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბი წა­ლენ­ჯი­ხა­ში გა­და­ი­ტა­ნონ. მოგვიანებით კი ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თემურ ჭყონიაც მიჰყვება. დი­ლით თე­მურ ჭყო­ნი­ას წე­რი­ლი დამ­ხვდა - მეც მოგ­ყვე­ბი წა­ლენ­ჯი­ხა­ში, რო­გორც კი და­ი­წყებ, ეგ­რე­ვე ჩა­მო­ვალ - დაწერა ხაზარაძემ.

„საბედნიეროდ, მე არ ვარ ჯერ პოლიტიკაში და ვერსად გადავსახლდები. ზოგადად, პოლიტიკური პროცესები ბიზნეს საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას, წარსულშიც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. ამდენად აქტიურად არ ვადევნებ თვალყურს რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, იშვიათად თუ მოვიკითხავ, მაგრამ მგონი მეტნაკლებად მსოფლიომ აღიარა ეს ბოლო არჩევნები, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი და უნდა მივყვეთ ამ პროცესებს. ვფიქრობ, ყველამ საკუთარ პოზიციაზე უნდა იშრომოს გულისხმიერად. მგონი ამ წუთას არ არის ისეთი სიტუაცია ჩვენ ქვეყანაში, რომ გადავაყოლოთ კიდევ ვინმეს და რამის ინტერესებს ეს ქვეყანა. ჩემი სურვილია ყველამ დაუთმოს ერთმანეთს, რაღაც ადგილები პარლამენტში, ადგილობრივ თვითმართველობაში გაინაწილონ, დაცხრეს პოლარიზაცია და დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ როგორმე სიტუაცია,“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პირადად არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს. როგორც პაპაშვილი აცხადებს, ის უფრო ლოიალური კამპანიის მომხრეა - ვისაც უნდა აიცრება და ვისაც არა - არა.


შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე, მიმართა ხელისუფლებას, სასწრაფო და მკაცრი ზომების მიღების თხოვნით. როგორიცაა: სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up