კემპინგი კომფორტულად - გლამურულ კარვებს უკვე აჭარაშიც შეხვდებით

კემპინგი კომფორტულად - გლამურულ კარვებს უკვე აჭარაშიც შეხვდებით

access_time2021-11-05 12:00:27

საქართველოს ტურისტული სერვისი მხოლოდ საზღვაო და სამთო–სათხილამურო ზონებით აღარ შემოიფარგლება. ტურისტულ მომსახურებაში ახალი ხედვების ერთ–ერთი მაგალითი გლემფინგ კარვებია, რომელიც საქართველოს რეგიონებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გლემფინგი გლამურული ტიპის კოტეჯს ან კარავს ნიშნავს და ის მომხმარებელს განსხვავებული ფორმატის დასვენებას სთავაზობს. მისი დიდი ნაწილი კარვის ტენტისგან შედგება, თუმცა ჩვეულებრივ სალაშქრო კარავთან შედარებით ბევრად დიდი და კომფორტულია. გლემფინგური დასვენება საქართველოში 2019 წელს გამოჩნდა და ამ მიმართულებაში ერთ-ერთი პირველი Adjara glamping - ია.

 




როგორც “კომერსანტთან“ საუბრისას, „აჭარა გლემფინგის“ დამფუძნებელმა გიორგი თავართქილაძემ აღნიშნა, 2018 წელს გაუჩნდა იდეა, რომ აჭარაში რაღაც ისეთი გაეკეთებინა, რაც ტურისტებს მიიზიდავდა, ადგილობრივებს დაასაქმებდა და ქედის რაიონის ცნობადობას აამაღლებდა. მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში მასობრივად პოპულარული მხოლოდ კურორტი გოდერძი და ბეშუმი იყო , სწორედ ამიტომ ქედის რაიონში სოფელ კოკოტაურში გლემფინგ კარვების ჩადგმა გადაწყვიტა.


„მე ქედიდან ვარ, მე და ჩემმა ოჯახმა ვიცოდით თუ რა ვიცოდით რა პოტენციალი ჰქონდა აჭარას, პლუს ამას ბათუმიც ახლოს იყო და ტურისტებისთვის სხვა გარემოში აღმოსაჩენად 1-2 საათის გავლა რთული არ იქნებოდა, ამის გამო გადავწყვიტეთ რომ რაღაც გაგვეკეთებინა.

 

იდეების დონეზე ბევრი რაღაც განვიხილეთ, გამომდინარე იქიდან, რომ აქ სალაშქრო ადგილები ძალიან ბევრია, გვინდოდა ხალხისთვის კემპინგი შეგვეთავაზებინა, თუმცა იმის გამო, რომ ისეთი შემოსავლიანი ვერ იქნებოდა გადავიფიქრეთ, რადგან კემპინგში მომსახურების დონე და კომფორტი ზოგადად დაბალია. ბოლოს გლემფინგის იდეამდე მივედით, რომელიც ევროპაში და ამერიკაში დიდი ხანია უკვე აპრობირებულია და საქართველოშიც გამოჩნდა. როდესაც ჩვენ ჩვენი გლემფინგის მოწყობის პროცესში ვიყავით გამოჩნდა გიორგი ისაკაძე, რომელმაც პირველი გლემფინგი რაჭაში გააკეთა, რაც ჩვენთვისაც უფრო დიდი მოტივაცია აღმოჩნდა და ფეხიც ავუწყვეთ. 2019 წელს საკურორტო ზონის მიღმა, ჩვენ ვიყავით საქართველოში მეორე და აჭარაში პირველი გლემფინგ ადგილი, მანამდე მხოლოდ რამდენიმე „გესთ ჰაუსი იყო. 2019 წელს ბათუმში ჩატარდა ტურისტული ფესტივალი და მივიღეთ სიგელი როგორც ბაზარზე ინოვაციის შემომტანებმა. ამას მოყვა ისიც, რომ დღეს ქედაში 5 გლემფინგ ადგილია და მთლიანად აჭარაში 10-ზე მეტი“ - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.

 

 

როგორც გიორგი თავართქილაძე ამბობს, ბიზნესის დასაწყებად მთავარი ბიძგი 2019 წელს, აწარმოე საქართველოს მიერ მიღებული 12 000 ლარიანი დაფინანსება იყო, თუმცა მისივე თქმით ორი გლამფინგ კარვის ჩასადგმელად ეს თანხა არ იყო საკმარისი და საკუთარი სახსრებით მოუწია თანხების მოძიება.

 

„როდესაც 2019 წელს ბიზნესი დავიწყეთ, მთავარი ბიძგი “აწარმოე საქართველოსგან„ მიღებული დაფინანსება იყო, ამას სჭირდებოდა ჩვენი 2500 ლარიანი ინვესტიცია, რაც მალევე მოვიძიეთ. დასაწყისში არ ვიცოდით რომ ამხელა ხარჯი იქნებოდა საჭირო, თორემ შეიძლება თავიც შეგვეკავებინა. საბოლოოს ჯამში ინვესტიცია 45 000 ლარამდე გაიზარდა, დარჩენილი 30000 ნათესავებისგან უპროცენტო სესხით, პირადი ქონების დაგირავებით და სხვა პატარპატარა დანაზოგებით მოვაგროვე.“ - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.


რაც შეეხება დაინტერესებას, თავართქილაძე ამბობს, რომ წელიწადის ოთხივე სეზონზე დაინტერესება საკმაოდ მაღალია და ზამთარი უფრო პოპულარულია ვიდრე შემოდგომა ან გაზაფხულის დასაწყისი, თუმცა როგორც ყველა ბიზნესზე, 2020 წელს პანდემიამ Adjara Glemping- ზეც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა.

 

 

„აქტიურად ამოდიან დამსვენებლები, რა თქმა უნდა პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა, როცა შეზღუდვები არ არის ადგილობრივი ტურისტებიც სტუმრობენ და როცა საზღვრებზე არ გვაქვს პრობლემა მაშინ უცხოელებიც მოდიან , ისეთივე რაოდენობით როგორც 2019 წელს მოდიოდნენ. ჩვენ მუშაობაზე პანდემია ძალიან ცუდად აისახა, რადგან 2019 წელს გავიხსენით, პირველ ზაფხულს ვიმუშავეთ, როცა უკვე ხალხმა გაგვაცნო და ის დრო იყო, რომ ჩვენი ინვესტიცია უნდა ამოგვეღო ყველაფერი ჩაიკეტა, ადამიანები ვეღარ მოდიოდნენ და სესხებს ჩვენი ძალებით ვიხდიდით“ - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.

 

თავართქილაძე ამბობს, მაღალმთიან აჭარაში გლემფინგ კარვებს ყველა უპერსპექტივოდ აღიქვამდა, თუმცა წამოწყებამ გაამართლა და გარდა იმისა, რომ რეგიონის ცნობადობა გაზარდა ბევრ ადამიანს შემოსავლის წყაროც გაუჩინა, მისივე თქმით პირდაპირი წესით 6 ადამიანს ასაქმებს, თუმც ა ირიბად ბევრ ადამიანს გაუჩინა შემოსავლის წყარო, რადგან მისი თქმით, როდესაც რეგიონში დამსვენებლები და ტურისტები ჩადიან სხვადასხვა აქტივობაში და მომსახურებაში ფულს ხარჯავენ.

 

 


„ჩვენთვის და თანასოფლელებისთვის ეს იყო ადგილი სადაც ნახირს გავდენიდით ან შეშაზე ავდიოდით ხოლმე, გზაც არ გვქონდა,რაც დიდი პრობლემა იყო, მთლიანად ორი კილომეტრი იყო ამორტიზებული, თუმცა მაინც გავრისკეთ და ორი კარავი ჩავდგით, დიდი დაინტერესება გამოიწვია, ხალხი მიხვდა, რომ მსგავსი წამოწყება ამართლებს და თვითონაც გააკეთეს გლემფინგ კარვები. დღეს აჭარაში ათამდე გლემფინგ ადგილია მოწყობილი, ხოლო უშუალოდ ქედაში სადაც 15 000 ადამიანი ცხოვრობს 5 გლმფინგ ადგილი,რაც საკმაოდ კარგი რაოდენობაა, რომ აღარაფერი ვთქვა კარვების რაოდენობაზე, ამ მიმართულებამ ადამიანებს თავის მიწაზე დარჩენის შესაძლებლობა გაუჩინა და ყველა ქალაქში აღარ მიდის.“ - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.

თავართქილაძემ რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Adjara Glamping- მდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, ასევე არის დენის პრობლემაც და შაბათ-კვირას დაახლოებით 4 საათი ელექტროენერგიის მიწოდება იზღუდება.

 

“ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ვერ ვეხებით და გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება, სახელმწიფო მცირედით დაგვეხმარა და გზა ნაწილობრივ მოაწესრიგა თუმცა ბოლომდე არა და ამის გამო გვიწევს კოლოსალური დანახარჯების გაღება. დიდი მანქანა უნდა ვთხოვოთ მეზობელს, ჩავუსხათ ბენზინი რომ დამსვენებლები მოიყვანოს, ამას ყოველ დღე არ გაგვიკეთებენ, კიდევ ერთი პრობლემა არის ის რომ ელექტრო ენერგია არის გაუმართავი და შაბათ - კვირას მიწოდება წყდება, რაც პატარა ბიზნესისთვის დიდი პრობლემაა. როცა შაბათ-კვირას გყავს სტუმრები და შენ შუქი არ გაქვს, ალტერნატივა უნდა შესთავაზო, ამის ალტერნატივა გენერატორია, რისი ყიდვაც ჩვენნაირი პატარა ბიზნესისთვის რთულია, არ ვართ ჯერ იმ ეტაპზე რომ ამხელა ინვესტიციის განხორციელება შევძლოთ“ - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.


სამომავლოდ Adjara Glamping გაფართოებას და სამი ხის კოტეჯის დამატებას აპირებს, რაც გიორგი თავართქილაძის თქმით მომხმარებელს ხის კოტეჯსა და გლემფინგ კარავს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.

 

„ჩვენ დავიწყეთ განსხვავებული ტიპის სახლების მშენებლობა, რომელსაც მალე დავასრულებთ და გვექნება 3 ტიპის სახლი, რომელიც იდეაში გლემფინგის გაგრძელებაა, მაგრამ გვინდა, რომ მათ შორის განსხვავდები საქმიანობის პროცესშიც ნათელი იყოს და ჩვენ სტუმრებსაც ჰქონდეთ არჩევანი, რომ ან წავიდნენ გლემფინგში ან კოტეჯში. ეს იქნება ისეთივე გუმბათოვანი, როგორც არის გლემფინგი, უბრალოდ იქნება ხის და შუშის ნაწარმი განსხვავებით ტენტისგან, ამ პროექტში დამატებით 6 ადამიანს დავასაქმებთ და ჯამში 12 ადამიანი გვეყოლება დასაქმებული“ - აღნიშნა გიორგი თვართქილაძემ.

 


დღეისათვის აჭარა გლემფინგში ერთი დღე ღამით ორი ადამიანის განთავსება 135 ლარი ჯდება.

 


თაკო კვაჭანტირაძე








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up