დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-02 21:30:44

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„გვინდა დავემსგავსოთ იტალიურ ქალაქს, მაგრამ სწორ გათვლებს უნდა დავეყრდნოთ და არა ახირებებს“ - ბიზნესი კახა კალაძის რეფორმებზე

ბიზნესის პოზიციით დავინტერესდით და მივმართეთ მათ კითხვებით, თუ ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმებიდან, რომელი შეიძლება ჩაითვალოს თვითმმართველობის წარმატებულ და წარუმატებელ პროექტებად. საბოლოო ჯამში ბიზნესის სფერო მიიჩნევს, რომ ჩანაფიქრი რეფორმებისა სწორ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა საზოგადოების მზაობა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ამ რეფორმების გარკვეული მხარისთვის მტკივნეული შედეგები თვალშისაცემია.


2.“ეკონომიკის ზრდა თუ მართლაც ასეთი შთამბეჭდავია, 2-3 კვირაში საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა იგრძნოს”

ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თუ, საქართველოში მართლაც ასეთი შთამბეჭდავი ზრდაა, როგორც სტატისტიკის სამსახური აცხადებს, სულ მალე 2-3 კვირაში საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და შემოსავლების მკვეთრი ზრდით.


3.„ღია კაფეები მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან, ხოლო ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5000 ლარით დავეხმარებით“

თბილისის მერის განცხადებით, ღია კაფეები მუნიციპალური საიჯარო გადასახადისგან 1-ელ იანვრამდე გათავისუფლდებიან, ხოლო პანდემიის გამო დაზარალებული ბავშვთა გასართობი ცენტრები დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხუთი ათას ლარს მიიღებენ.


4.„ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“


„ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი - მთავრობის თუ ეროვნული ბანკის?“ - ასეთი კითხვით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.


5.ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღარ იძებნება გამოცემა Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში. ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომლის მონაცემებიც ახლდება ნიუ-იორკის ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს.


6.საქართველო 82%-ით სხვა სახელმწიფოებზეა ენერგოდამოკიდებული

ქვეყნის თავისუფლების ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ენერგოდამოუკიდებლობაა. განსაკუთრებული აქცენტი ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე კეთდება, ნავთობისგან განსხვავებით მათი შორი მანძილიდან ტრანსპორტირება შესაძლებელია, თუმცა ბევრად უფრო რთული და ძვირია. საქართველოს ნავთობი და გაზი არ გააჩნია, ელექტროენერგიის შემთხვევაშიც კი საკუთარ საჭიროებებს მხოლოდ ნაწილობრივ იკმაყოფილებს.


7.დაჩქარებული პრივატიზაცია - აუქციონზე ქონების ეროვნულმა სააგენტომ 150 ობიექტი გამოიტანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად, ახალ ობიექტებსაც წარუდგენს. ამჯერად ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილია 160 000 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება, მათ შორის 8 სახელმწიფო საწარმო.


8.„5000 ლარიანი დახმარება, რომელსაც ან მოგვცემენ ან არა“ - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კახა კალაძის განხორციელებულ პროექტებზე

„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ბიზნესისსხვადასხვა სექტორის წარმომადენლები კახა კალაძის 4 წლიან საქმიანობას და მის მიერ განხორციელებულ რომელ ეფექტიან და არაეფექტიან პროექტებს გამოყოფდნენ. სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს უჭირთ თბილისის ახლანდელი მერის მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის გახსენება, რომელმაც პირდაპირ თუ ირიბად განსაკუთრებული გავლენა მოახდინა სარესტორნო ბიზნესზე და ძირითადად მაინც პანდემიის დროს გადადგმულ ნაბიჯებს და მერიის 5000 ლარიან დახმარებას გამოყოფენ.


9.„ენგურჰესის“ გამომუშავება რომ 2-ჯერ გავზარდოთ, კავკასიონი უნდა „გავხვრიტოთ“ - რას პასუხობს ჰესის დირექტორი ექსპერტებს

„ენგურჰესის“ გამომუშავება რომ 2-ჯერ გავზარდოთ, კავკასიონი უნდა გავხვრიტოთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან უნდა შემოვიყვანოთ ენგურის დარი მდინარე - ასე პასუხობს „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორი ექსპერტების მოსაზრებას ჰესის სიმძლავრეების შესაძლო გაზრდის ინიციატივასთან დაკავშირებით.


10.„უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის ჩაკეტვამ ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებზეც აისახა“

2020 წელი მიზნობრივზე მაღალი ინფლაციით დაიწყო, რაც, დიდწილად, 2019 წლის ზაფხულში რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის ფონზე, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადაცემას უკავშირდებოდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up