“ეკონომიკის ზრდა თუ მართლაც ასეთი შთამბეჭდავია, 2-3 კვირაში საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა იგრძნოს”

“ეკონომიკის ზრდა თუ მართლაც ასეთი შთამბეჭდავია, 2-3 კვირაში საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა იგრძნოს”

access_time2021-06-02 11:00:16

საქართველოს ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით რეკორდულად 44.8%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ე.წ. საბაზო ეფექტით არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო.


საქსტატში აღნიშნავენ, რომ აპრილში დღგ-ის გადამხელ საწარმოთა ბრუნვამ 8.44 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 93%-ით აღემატება, რაც ასევე საბაზო ეფექტით არის განპირობებული. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტმა, რომელიც წელს 19.6%-ით არის გაზრდილი.


ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თუ, საქართველოში მართლაც ასეთი შთამბეჭდავი ზრდაა, როგორც სტატისტიკის სამსახური აცხადებს, სულ მალე 2-3 კვირაში საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და შემოსავლების მკვეთრი ზრდით.


„იმისათვის, რომ ვისაუბრო ამ მონაცემების სანდოობაზე, გავიხსენებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ერთ-ერთ საყვარელ გამოთქმას - the devil is in the details (ეშმაკი დეტალებშია). ამიტომ, პირველ რიგში ვნახოთ როგორ ითვლიან ეკონომიკურ ზრდას აშშ-ში. შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ზრდის გასაზომად გამოიყენება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, რომელიც ითვლის მხოლოდ აშშ-ში წარმოებული პროდუქციისა და მიწოდებული მომსახურების ღირებულებას.



საქართველოში კი, მთლიან შიდა პროდუქტში აისახება მაგალითად, ავტომობილების იმპორტი, რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავი 86%-ით, ხოლო, მისი რეექსპორტი (ანუ, საქართველოში იმპორტი და შემდეგ მისი გატანა მეზობელ ქვეყნებში) 6-ჯერ (!) გაიზარდა. კი მაგრამ, რა კავშირშია ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობასთან? იკითხავს ალბათ რიგითი მოქალაქე და მართალიც იქნება. ეს კავშირი მართლაც მინიმალურია. მაგრამ, ქართული სტატისტიკა ავტომობილების რეექსპორტს ასახავს მთლიან შიდა პროდუქტში და წარმოგვიჩენს, რომ საქართველოს ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა“,
- აღნიშნავს თემურ ბასილია.


ფინანსისტის თქმით, მეორე განსხვავება ის არის, რომ საქართველოსგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეალისტური იყოს, ითვლიან წლიურ მთლიან შიდა პროდუქტს, ანუ 2020 წლის აპრილიდან, 2021 წლის აპრილამდე პერიოდს. საქართველოში კი ერთი თვის, 2021 წლის აპრილის მონაცემს ადარებენ გასული წლის აპრილის მონაცემს.


„საქართველოშიც, რომ აპრილის მონაცემები დაეთვალათ ისე, როგორც აშშ-ში ითვლიან, შესაძლოა, ზრდა საერთოდ არ დაფიქსირებულიყო. ანალოგიურად, შეერთებულ შტატებშიც რომ იგივე მეთოდიკით დაეთვალათ მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც საქართველოში ითვლიან, შესაძლოა ზრდა საქართველოს აპრილის მონაცემზე გაცილებით შთამბეჭდავი ყოფილიყო.


ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შესაბამისად უნდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის პირველ კვარტალის მონაცემებით წლიურმა (ანუ, საქართველოსგან სრულიად განსხვავებული მეთოდიკით გამოთვლილმა) ზრდამ 6.4% შეადგინა. ვნახოთ როგორ აისახა იგი ამერიკის მოქალაქეებზე:


ა) 2021 წლის მხოლოდ მარტში აშშ-ში 916 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა (2021 წლის პირველ კვარტალში კი 1, 6 მილიონზე მეტი)
ბ) 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით (12 თვიან პერიოდზე, ანუ 2020 წლის პირველი კვარტლიდან მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ჩათვლით) ხელფასები გაიზარდა 3%-ით. და, ეს ზრდა გახლავთ პანდემიის პერიოდის გათვალისწინებით.
გ) 2021 წლის აპრილში აშშ-ში უმუშევრობის დონემ შეადგინა 6.1%, მაშინ როდესაც პანდემიის პერიოდში უმუშევრობის დონე 14.8%-ს აღწევდა (2020 წლის აპრილი)

სხვა მაჩვენებლების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ ეს სამი მაჩვენებელიც საკმარისია რათა ვნახოთ კავშირი სწორად დათვლილ მთლიანი შიდა პროდუქტსა და მოსახლეობის კეთილდღეობას შორის“, - ამბობს ბასილია.





ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up