„უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის ჩაკეტვამ ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებზეც აისახა“

„უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის ჩაკეტვამ ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებზეც აისახა“

access_time2021-06-02 13:30:00

2020 წელი მიზნობრივზე მაღალი ინფლაციით დაიწყო, რაც, დიდწილად, 2019 წლის ზაფხულში რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის ფონზე, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადაცემას უკავშირდებოდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.


გვენეტაძის თქმით, 2019 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 2020 წლის დასაწყისიდან წლიურმა ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო.


„ინფლაცია 2020 წლის იანვარსა და თებერვალში 6.4 პროცენტამდე შემცირდა, რაც 2019 წლის დეკემბრის 7.0 პროცენტიან ინფლაციასთან შედარებით 0.6 პროცენრული პუნქტით ნაკლები იყო. თუმცა შემდგომ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებით მოშლას, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვასა და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდებოდა. პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ. უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის ჩაკეტვამ ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებზეც აისახა. შედეგად, ინფლაციის მაჩვენებელმა პიკს – 6.9 პროცენტს, აპრილში მიაღწია. ვინაიდან მოსალოდნელი იყო, რომ წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა ინფლაციის მაჩვენებელზე კლების მიმართულებით იმოქმედებდა, არსებულ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ იყო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და აპრილის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო, ივნისსა და აგვისტოში კიდევ 0.25-0.25 პროცენტული პუნქტებით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა.



გასული წლის შემოდგომაზე კვლავ გამოიკვეთა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას ახლდა თან. ამასთან, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ იმპორტული საქონლის პროდუქციის ფასებზე წნეხი შექმნა, რაც, თავის მხრივ, ინფლაციაზე მნიშვნელოვნად აისახა. ასევე, მაღალი დოლარიზაციის გამო, კურსის გაუფასურებამ არაჰეჯირებული მწარმოებლების სესხის მომსახურების ხარჯებიც გაზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად გაიზარდა ვირუსის გავრცელების ტემპი, რასაც დამატებითი შეზღუდვები და, შედეგად, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი მიწოდების ფაქტორების შენარჩუნება მოჰყვა. შესაბამისად, პოლიტიკის განაკვეთი წლის დარჩენილ პერიოდში 8.0 პროცენტზე შენარჩუნდა. 2020 წლის დეკემბერში ინფლაცია საგრძნობლად, 2.4 პროცენტამდე, შემცირდა, რაც, ძირითადად, მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იყო გამოწვეული. ხოლო, წლის განმავლობაში, საშუალოდ, ინფლაციამ 5.2 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა გვენეტაძემ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up