„ღია კაფეები მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან, ხოლო ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5000 ლარით დავეხმარებით“

„ღია კაფეები მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან, ხოლო ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5000 ლარით დავეხმარებით“

access_time2021-06-02 11:35:43

თბილისის მერის განცხადებით, ღია კაფეები მუნიციპალური საიჯარო გადასახადისგან 1-ელ იანვრამდე გათავისუფლდებიან.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.


„პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, პრობლემები შეუქმნა ბიზნესსექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით დაზიანდა. ჩვენ ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ მხარდაჭერის თვალსაზრისით, რათა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დავხმარებოდით სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. მათ შორის იყო ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სერვისები იჯარით ჰქონდათ აღებული. მათ მიეცათ შეღავათი, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლებულიყვნენ. აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, მაგრამ ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და არ არის გახსნილი მთლიანად, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. ვფიქრობ, ეს გარკვეული მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ჩვენი მხრიდან ამ ბიზნესისადმი“, -განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, პანდემიის გამო დაზარალებული ბავშვთა გასართობი ცენტრები დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხუთი ათას ლარს მიიღებენ.


„ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი, რომელიც ძალიან დაზარალდა პანდემიის დროს არის ბავშვთა გასართობი ცენტრები. ბავშვთა დღის ცენტრები ყველაზე ადრე დაიხურნენ ამ პანდემიის განმავლობაში და მუშაობა დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ დაიწყეს. ჩვენ გვინდა ფინანსური დახმარება აღმოვუჩინოთ მათაც და დავეხმაროთ 5 ათას-5 ათასი ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც რეგისტრირებული 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. მათ მაქსიმალურად ექნებათ მხარდაჭერა. განცხადებების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და გაგრძელდება 10 ივნისამდე. პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება. ასევე, თბილისის მერიის ვეგბვერდზე იქნება მითითებული დეტალები და ამ პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და დაახლოებით, 350 ათას ლარამდე დაიხარჯება ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up