„5000 ლარიანი დახმარება, რომელსაც ან მოგვცემენ ან არა“ - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კახა კალაძის განხორციელებულ პროექტებზე

„5000 ლარიანი დახმარება, რომელსაც ან მოგვცემენ ან არა“ - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კახა კალაძის განხორციელებულ პროექტებზე

access_time2021-06-02 17:00:25

საქართველოში თვითმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, სწორედ მაშინ გაირკვევა ვინ გახდება თბილისის ახალი მერი. ახლანდელმა მერმა კახა კალაძემ კი რამდენიმე დღის წინ მერიის მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.


„2017 წელს ჩვენ თბილისის მოსახლეობამ ოთხი წლის ვადით აგვირჩია. ეს მანდატი წელს ოქტომბერში იწურება. ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. როდესაც ვმონაწილეობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ ჩვენი ხედვა, რომელიც შედგებოდა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს იყო ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა თბილისის მოსახლეობას. ეს იყო ურბანული განვითარების პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა. ჩვენ ამ შვიდივე მიმართულებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელთაგან ზოგიერთი ახლაც განხორციელების პროცესშია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ბიზნესისსხვადასხვა სექტორის წარმომადენლები კახა კალაძის 4 წლიან საქმიანობას და მის მიერ განხორციელებულ რომელ ეფექტიან და არაეფექტიან პროექტებს გამოყოფდნენ.


სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს უჭირთ თბილისის ახლანდელი მერის მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის გახსენება, რომელმაც პირდაპირ თუ ირიბად განსაკუთრებული გავლენა მოახდინა სარესტორნო ბიზნესზე და ძირითადად მაინც პანდემიის დროს გადადგმულ ნაბიჯებს და მერიის 5000 ლარიან დახმარებას გამოყოფენ.


კომპანია MGROUP-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ნანუკა მჟავანაძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომმართალია კონკრეტულად სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიის მხრიდან განხორციელებული რაიმე განსაკუთრებული პროექტი არ ახსენდება, თუმცა ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ ტურისტების ზრდაზე იქონია გავლენა, რამაც სარესტორნო ბიზნესის მომხმარებლების ზრდაც გამოიწვია.



„სახელმწიფო და მათ შორის მერიის პროგრამები რომელიც იყო შემუშავებული და მოწოდებული სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის პანდემიის პერიოდში რასაკვირველია შეღავათი იყო, თუმცა რა თქმა უნდა ეს იმ დანაკლისების და სირთულეების გადალახვის საშუალება ვერ იქნებოდა რაც პანდემიის დროს წარმოიშვა. უშუალოდ მერის და მერიის ჩართულობას რაც შეეხება, კონკრეტულად სტუმარ-მასპინძლობის კუთხით რაიმე პროექტი ბოლო წლების განმავლობაში არ მახსენდება, თუ ზოგადად ქალაქის პერსპექტივის კუთხით შევხედავთ ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ურბანული განვითარების კუთხით, ჩვენი ქალაქი უფრო მიმზიდველი გახდა ტურისტებისათვის, რაც ირიბად ჩვენს სექტორზეც აისახა. ახლაც როდესაც სახმელეთო საზღვრები იხსნება, ვიმედოვნებთ რომ ტურისტების და შესაბამისად ჩვენი მომხმარებლების რაოდენობაც გაიზრდება“, - აღნიშნა ნანუკა მჟავანაძემ.


რესტორნების ქსელ მაჭახელაში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ თბილისის მერიისგან ბოლო 4 წლის განმავლობაში სექტორის დახმარების ერთადერთი პროექტი ახსენდებათ, რომელიც რესტორნების სუბსიდირების პროგრამაა, ის ერთჯერად 5000 ლარიან დახმარებას გულისხმობს და დაახლოებით 500-მდე ობიექტმა უნდა ისარგებლოს. სხვა მხრივ არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით მერის მიერ განხორციელებული პროექტებს ვერ გამოყოფენ.


„თბილისის მერიის 5000 ლარიან დახმარებას ველოდებით, შეტანილი გვაქვს საბუთები და ვიმედოვნებთ რომ მალე ჩაგვირიცხავენ. მართალია სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გაკოტრების პირასაა და ეს არასაკმარისი დახმარებაა, მაგრამ სხვა არაფერი მახსენდება რაც მერიამ ჩვენთვის გააკეთა. სხვა მხრივ ქალაქში თითქოს კეთდება ბოლო წლების განმავლობაში რაღაცეები, მაგრამ ეს ჩვენს სექტორზე ნაკლებად აისახება, ამიტომ ვერცერთ პროექტს ვერ გამოვყოფდი რითიც თბილისის მერმა თავი დაგვამახსოვრა. ეს დახმარებაც ზღვაში წვეთია, ბევრი ობიექტი დავხურეთ და დაახლოებით 50-60% მუშაობს, ჯერჯერობით ყველა შიდა სივრცის გახსნასაც არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა ქეთი გილიამ.


რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ თბილისის მერს სექტორის მხარდაჭერისთვის 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. მისი თმით, მიუხედავად იმისა რომ თბილისში ტრანსპორტის და გზების განახლება ხდება, ეს ქალაქისთვის მაინც მინიმალურია.


„თბილისი მერიას და თბილისის მერს რესტორნებისთვის არაფერი გაუკეთებია ამ 4 წლის განმავლობაში, რაც შეგვპირდნენ იმასაც ვერ ასრულებენ. ყველაზე მეტად როცა გვიჭირს ამ პანდემიის პერიოდში და 5000 ლარიანი დახმარება გამოგვიყვეს, ამასაც ან მოგვცემენ ან არა. იმდენი საბუთები მოითხოვეს და ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი. კომუნალურებიც გაგვიძვირეს და ახლა უფრო მეტად ვართ ჩიხში შესულები, ამიტომ პოზიტიური მერიისგან არაფერი მახსენდება. თითქოს რაღაცას აკეთებენ ქალაქისთვის, ტრანსპორტის და გზების კუთხით, მაგრამ ესეც თბილისისთვის მინიმალურია“, - ამბობს დავით ტრაპაიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up