„გვინდა დავემსგავსოთ იტალიურ ქალაქს, მაგრამ სწორ გათვლებს უნდა დავეყრდნოთ და არა ახირებებს“ - ბიზნესი კახა კალაძის რეფორმებზე

„გვინდა დავემსგავსოთ იტალიურ ქალაქს, მაგრამ სწორ გათვლებს უნდა დავეყრდნოთ და არა ახირებებს“ - ბიზნესი კახა კალაძის რეფორმებზე

access_time2021-06-02 10:00:39

2021 წლის ოქტომბერში დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. არც ერთი კანდიდატი ოფიციალურად არ დასახელებულა, შემოდგომაზე კი კახა კალაძის მერობის ოთხწლიანი ვადა იწურება.


კახა კალაძისა და მისი წინამორბედის დავით ნარმანიას მიერ განხორციელებული რეფორმებისა და საქმიანობის დეტალების შეჯამება „კომერსანტმა“ მკითხველს უკვე შესთავაზა. ამჟამად კი, ბიზნესის პოზიციით დავინტერესდით და მივმართეთ მათ კითხვებით, თუ ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმებიდან, რომელი შეიძლება ჩაითვალოს თვითმმართველობის წარმატებულ და წარუმატებელ პროექტებად. საბოლოო ჯამში ბიზნესის სფერო მიიჩნევს, რომ ჩანაფიქრი რეფორმებისა სწორ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა საზოგადოების მზაობა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ამ რეფორმების გარკვეული მხარისთვის მტკივნეული შედეგები თვალშისაცემია. ბიზნესმენი და დისტრიბუტორთა ასოცაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია გვესაუბრა, კახა  კალაძის ისეთ გახმაურებულ რეფორმებზე, როგორებიცაა  ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია, ტაქსების რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტები და „ღამის ეკონომიკა“.


„ლოგიკურია, რომ ეკონომიკური მიმართულებით ძირეულ ცვლილებებს დედაქალაქის  თვითმმართველობა ვერ განახორციელებდა, თუ არ ჩავთვლით მოგონილ და აბსურდულ თემებს, რასაც „ღამის ეკონომიკას“ ეძახიან, რაშიც ერთადერთი რაც გაკეთდა ბიუჯეტიდან ფულის გახარჯვაა.

  გაცილებით მეტი უკმაყოფილება მოდის სამშენებლო სექტორის მხრიდან, თითქოს არის მიკერძოება, უჭირს მერიას რაღაც საკითხების მოგვარება, გაჭიანურებულია ნებართვების მიღება.  

ინფრასტრუქტურულ პროექტებს მივესალმები -  ერთის მხრივ იმას, რომ მოწესრიგდა გარკვეული სივრცეები, გაკეთდა მზიურის პარკი, ვაკის პარკის რეკონსტრუქცია ხდება.  რაც უფრო მეტი მწვანე ზონა იქნება ქალაქში,  ძალიან კარგი იქნება.

კარგადაა გამწვანებული ჭავჭავაძე, თუმცა მანქანების გადაადგილების კუთხით, როგორც რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ რომ საკმაოდ მტკივნეული ცვლილება იყო მოსახლეობითვის, რადგან  მაღალია ტრაფიკი, უარეს შემთხვევაში ვარასზისხევი მთლიანად დაკეტილია ხოლმე. მოკლედ, მეტი მუშაობა და გათვლები სჭირდება ყველა რეფორმას. გვინდა დავემსგავსოთ იტალიურ ქალაქებს, მაგრამ დღეს რამდენად არის ამის შესაძლებლობა ეს სხვა საქმეა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფული უნდა დაიხარჯოს, მაგრამ უფრო მიზნობრივად, რომელიც გათვლილი იქნება გამწვანებაზე, მოსახლეობის კომფორტზე და არა რაღაც ახირებებზე.

ტაქსების რეფორმა კარგია და მოწესრიგებული უნდა იყოს ეს სფერო, უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში იმდენად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ ყოველ მეორეს ტაქსის მძღოლობა უწევს. შესაბამისად, ტაქსების რეფორმა რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად უნდა გატარდეს და მეტი კონსულტაცია უნდა იყოს დარგთან. მესმის, სრულიად უმტკივნეულო ვერ იქნება რეფორმა, მაგრამ მან თავისი წილი შედეგი უნდა გამოიღოს, წინვლა რაღაცის შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს,“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.


ივა ჭყონია დისტრიბუციის სფეროსთვის ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემაზეც საუბრობს, რისი ვერ მოგვარებაც, ყოველდღიურად მძღოლების ავტომატურად დაჯარიმებას იწვევს - საუბარია დისტრიბუციის ავტომობილებზე, რომელთაც ობიექტებთან კანონის დარღვევის გარეშე გაჩერების საშუალება არ აქვთ.



„ჩემი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარკინგე ადგილები და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.  მაღაზიასთან როცა მივდივართ, ავტომობილს მეორე ზოლში უწევს გაჩერება და ამის გამო, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურად ჯარიმდებიან მძღოლები. თუ რაღაც ელემენტარულ ზომებს მივიღებთ, კარგი იქნება.  ევროპის ქვეყნებში შესაბამისი სტანდარტებია იმაზე, თუ რა მოცულობის მაღაზია რა მანძილით შეიძლება იყოს ერთმანეთისგან დაშორებული. თვითმმართველობის არჩვენების შემდეგ, ალბათ აქტიურად ვიმუშავებთ მათთან, რომ სწორად წარიმართოს დისტრიბუცია, რომ კომფორტული იყოს ყველასთვის ლოგისტიკური სისტემა,“ - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.


ბიზნესმენ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილისთვის, დედაქალაქის ამჟამინდელი თვითმმართველობის საქმიანობა თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობას ისახავს მიზნად, თუმცა მისთვის რესურსების განაწილება, ვადები და რეფორმის მდგრადობა არის ის ფაქტორები, რაც პირველ რიგში სჭირდება ნებისმიერ წამოწყებას.


„კეთდება ის, რასაც ახალი თანამედროვე სამყარო ითხოვს - ამას თუ გვინდა, რომ ფეხი ავუბათ ეს უნდა იყოს სისტემური, უნდა იყოს მდგრადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და ყველგან ასე უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დროის პერიოდში რა ცვლილება და სად მოხდება და არა ისე, რომ გავიღვიძეთ დღეს და ვაკეთებთ ჭავჭავაძეს, მაგრამ არ ვიცით ხვალ გაკეთდება თუ არა მელიქიშვილის ქუჩა. მთელი ეს გეგმა უნდა იყოს ცნობილი კარგი კომუნიკაციის პირობებში  - სად მივდივართ და რას მივიღებთ.


მნიშვნელოვანია საჯარო საპარკინგე ადგილების პრობლემა.  ათენში ყველა დიდ მეტროსადგურთან (გარეუბანში) იყო ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი - მიდიოდა მძღოლი,  აჩერებდა ას და მერე ქალაქში მოძრაობდა ან ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სამწუხაროდ, ეს პროცესი საქართველში არ დაიწყო. რეფორმის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ როგორც ბიზნეს გეგმა, თუ როდის იქნება, როდის მთავრდება,  რა დაჯდება და საზოგადოების ჩართულობა როგორი იქნება. ვინც მე ამას მაჩვენებს, ალბათ ყველაზე მეტად ის იქნება მოწონებული, როგორც თვითმმართველობის ხელემძღვანელი და არა ის ვინც სლოგანებით საუბრობს,“ - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე კახა კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთმა 51.1%-მა, 204 061 ადმიანმა დაუჭირა მხარი. 17.5%-ით დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი კი 16.6%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

 

კალაძის მერობის პერიოდში ავტობუსების პარკი თითქმის მთლიანად განახლდა. დღეს თბილისში სულ 572 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს, მათ შორის: MAN-ის 12 მეტრიანი 125 ერთეული, (ნარმანიას პმერობის პერიოდში შეძენილი) MAN-ის 10 მეტრიანი 75 ერთეული, ISUZU-ს 8 მეტრიანი 184 ერთეული, BMC-ის 12 მეტრიანი 108 ერთეული, ასევე ძველი ყვითელი ბოგდანის 80 ერთეული ავტობუსი. უკვე შესყიდულია დამატებითი 100 ერთეული BMC-ის 12 მეტრიანი ავტობუსი შემოყვანის პროცესი მიმდინარეობს. მათ გარდა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე დაგეგმილია 180 ერთეული 8 მეტრიანი და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. საბოლოოდ ძველი ავტობუსების ჩახსნისა და ახლების დამატების ხარჯზე ავტობუსების საერთო რაოდენობა 972-მდე გაიზრდება.

 

3 წლის წინ მერიამ ამბიციური პროექტი დააანონსა რაც ლილომდე და პერსპექტივაში რუსთავამდე მეტროს გაყვანას გულისხმობდა. სამუშაოები 2019 წლის ბოლოდან უნდა დაწყებულიყო. სავარაუდო ბიუჯეტად $90 მლნ სახელდებოდა, რომელიც  2 წლის შემდეგ $150 მლნ-მდე გაიზარდა.

 

განსაკუთრებული ყურადღება კი ჭავჭავაძის გამზირმა მიიქცია, სადაც ავტობუსების სავალმა ხაზმა შუა ქუჩაში გადაინაცვლა. რადგან ავტობისებს კარი მარჯვნივ აქვს შეიცვალა მოძრაობის მიმართულებაც. ავტობუსების ხაზისა და შუა ქუჩაში დამატებული გაჩერებების გამო კერძო ავტომობილებისთვის სამოძრაოდ 6-დან მხოლოდ 2 ზოლი დარჩა. მერიის განმარტებით ბასლაინების ქუჩის კიდეში განთავსება ნახევრად გაკეთებული საქმე იქნებოდა, რადგან მკვეთი ქუჩებიდან გამომავალი ავტომობილები მოძრაობას ისევ შეაფერხებდნენ. გადაწყვეტილებამ საწყის ეტაპზე ავტომფლობელების ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ადამიანები იმასაც კი ითხოვდნენ რომ 2 დამატებითი ზოლი ტროტუარების ხარჯზე დაემატებინათ და ქუჩის ორივე მხარეს დარგული ხეები მთლიანად მოეჭრათ. განახლებული გამზირის გახსნიდან თითქმის 10 თვის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე იმაზე მეტი საცობი არაა, რაც ქალაქის სხვა დატვირთულ უბნებში და არც რეაბილიტაციამდე პერიოდში არსებულ საცობებზე მეტი.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up