დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1. პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გამოცხადებული ტენდერების დიდ ნაწილს „დაგი“ და „საბა კონსტრაქშენი“ შეასრულებს
ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი პრემიერობის მეორე ვადა „მეგაპროექტით“ დაიწყო. ღარიბაშვილმა არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნის მასშტაბური განახლება დაიწყო - 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ სამუშაოებზე 500 მლნ ლარი დაიხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წლიურად 300-450 მლნ ლარი ადრეც იხარჯებოდა მთავრობის მეთაურის მიერ დაანონსებული პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალია.
2. 1-ელი ივნისიდან თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი დაახლოებით 8 თეთრით ეზრდება
თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.
3. ივნისში კახეთში ახალი სასტუმრო შატო ართ ვაინი გაიხსნება
სასტუმრო „შატო ართ ვაინი“ კახეთში, თელავთან ახლოს, სოფელ ართანაშია. კონცეფცია აერთიანებს ქართული ტრადიციული სამზარეულოს და ღვინის წარმოების ისტორიას, რომელიც ინტეგრირდება თანამედროვე ინტერიერში. სასტუმრო არის 4 ვარსკვლავიანი და მოიცავს 32 ნომერს.
4. ამ საგიჟეთში 800 მილიონით გარისკვა, ხელშეკრულებაში გარანტიებს უნდა ნიშნავდეს - ზურა ჯაფარიძე ნამახვანჰესის უცხოელ ინვესტორზე
ხელშეკრულების კაბალურობასთან დაკავშირებით - ასეთი სათაურით პოსტს ზურა ჯაფარიძე აქვეყნებს. გირჩის ლიდერი ნამახვანჰესის უცხოელი ინვესტორის პოზიციიდან საუბრობს და წერს, რომ ამ საგიჟეთში 800 მილიონით გარისკვა, ხელშეკრულებაში გარანტიებს უნდა ნიშნავდეს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით.
5. საქართველოში ორგანოთა გადანერგვის ოპერაციების დაწყება იგეგმება - ტრანსპლანტაციის მიმართულების განსავითარებლად მემორანთუმი თურქეთთან გაფორმდა
ორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ოთხმხრივი მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა. პროექტი TIKA-ს დაფინანსებით ხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ქვეყანაში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
6. საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას, ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
7. 2013 წლიდან დღემდე თბილისში მოსახლეობას ბუნებრივი გაზი 19%-ით გაუძვირდა
თბილისის მოსახლეობა ბუნებრივი აირი 1-ლი ივნისიდან 8 თეთრი 54 თეთრამდე უძვირდება. ტარიფი ამ დრომდე 46 თეთრს შეადგენდა, რაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი იყო, რეგიონებში 1 კუბური მეტრი გაზი 57 თეთრი ღირს. ორივე შემთხვევაში კომერციული ტარიფი ბევრად მაღალია. თბილისში, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის ფასი 1.1 ლარია, რეგიონებში „სოკარის“ აბონენტებისთვის 95 თეთრი.
8. „ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და იმედი დაკარგული, რომ სამუშაო ადგილს მოძებნიან“
“აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავას თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობა, კლებადია სამსახურის მაძიებელთა მაჩვენებელიც, რაც სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
9. „Amazon“ „Metro Goldwyn Mayer“- ს ყიდულობს
Amazon ამერიკის ერთ-ერთ უძველეს კინოკომპანია Metro Goldwyn Mayer-ს (MGM) 8,5 მლრდ. დოლარად ყიდულობს - ეს შენაძენი ინტერნეტ-გიგანტს „Netflix“-თან და „Disney +“- თან კონკურენციაში დაეხმარება.
10. The Wall Street Journal: რუსეთი Pfizer-ის ვაქცინის დისკრედიტებას ცდილობს
საფრანგეთის სპეცსამსახურები ცდილობენ დაადგინონ რუსეთის მთავრობის კვალი Pfizer-ის ვაქცინის დისკრედიტაციის მცდელობაში. საქმე რამდენიმე ცნობილი ბლოგერი მოსყიდვას ეხება.