პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გამოცხადებული ტენდერების დიდ ნაწილს „დაგი“  და „საბა კონსტრაქშენი“ შეასრულებს

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გამოცხადებული ტენდერების დიდ ნაწილს „დაგი“ და „საბა კონსტრაქშენი“ შეასრულებს

access_time2021-05-27 10:00:32

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი პრემიერობის მეორე ვადა „მეგაპროექტით“ დაიწყო. ღარიბაშვილმა არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნის მასშტაბური განახლება დაიწყო - 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ სამუშაოებზე 500 მლნ ლარი დაიხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წლიურად 300-450 მლნ ლარი ადრეც იხარჯებოდა მთავრობის მეთაურის მიერ დაანონსებული პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალია.

 

ღარიბშვილი ამბობს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით პორბლემა ერთხელ უკვე შექიმნა -  სახელმწიფო შესყიდევბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული 8 ტენდერი არ შედეგა. მთავრობაში განმარტეს, რომ ერთადერთი მუხლი ქმნიდა მისი ორაზროვანი აღქმის, ერთგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს. აქედან გამომდინარე, მოხდა დაზუსტდება შესწორების შემდეგ კი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.

 

სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და ფოთის ლოკაციების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა მეორედ 14 მაისს გამოცხადდა. შესყიდვა შერჩევა/შეფასების ეტაპზე, ერთადერთი პრეტენდენტი შპს „დაგია“. პროექტის სავარაუდო ღირებულება      262 854 ლარი იყო, საშმენებლო კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 258 880 ლარია. პირველ შეწყვეტილ ტენდერშიც ერთადერთი მონაწილე „დაგი“ იყო, კომპანიის მიერ  შეთავაზებული თანხის ოდენობა 249 697 ლარი იყო.

 

„დაგი“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერის სავარაუდო გამარჯვებული იქნება. შესყიდვას შერჩევა/შეფასების სტატუსი აქვს. ამჯერად სარეაბილიტაციო ლოკაციები ხობში, სენაკში, აბაშასა და ზუგდიდშია. ამ შემთხვევაშიც შესყიდვის სავარუდო ღირებულება 262 854 ლარია. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს „დაგმა“ მიიღო კომპანიის შეთავაზებული თანხა 257 380 ლარია. პირველ შეწყვეტილ ტენდერშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, „დაგის“ იყო, კომპანიის მიერ  შეთავაზებული თანხის ოდენობა 210 309 ლარი იყო.

 

სავარაუდოდ სამტრედიის, წყალტუბოს და ხონის ლოკაციებზეც ესკიზს „დაგი“ შეიმუშავებს, რადგან ამ ტენდერშიც მონაწილეობა მხოლოდ „დაგმა“ მიიღო. შესყიდვის სავარუდო ღირებულება 262 854 ლარია სამშენებლო კომპანიის შეთავაზებული თანხა კი 254 770 ლარი. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. პირველ შეწყვეტილ ტენდერშიც „დაგის“ მიერ  შეთავაზებული თანხის ოდენობა 210 309 ლარი იყო.


თერჯოლის, ქუთაისის და ვანის ლოკაციის ესკიზის შედგენის და პროექტით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი პრეტენდენტი ამჯერადაც მხოლოდ „დაგი“ იყო. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 262 854 ლარია  კომპანიის შეთავაზებული თანხა კი 257 580 ლარი. შესყიდვას შერჩევა/შეფასების სტატუსი აქვს. პირველ შეწყვეტილ ტენდერშიც „დაგის“ მიერ  შეთავაზებული თანხის ოდენობა 235 928 ლარი იყო.

 

ახმეტას, თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის ლოკაციების ესკიზსაც სავარაუდოდ ტენდერის ისევ ერთადერთი პრეტენდენტი  შპს „დაგი“ შეასრულებს. შესყიდვა რომლის სავარაუდო ღირებულება 262 854 ლარია ახლა შერჩევა/შეფასების სტატუსი აქვს. კომპანიის შეთავაზებული თანხა 262 854 ლარია.

 

სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის საჩხერეს, ჭიათურას, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის ლოკაციების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვაც წინა ტენდერების მსგავსად მეორედ 14 მაისს გამოცხადდა. ამ ტენდერსაც ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავს და ეს შპს „დბს“-ია.ტენდერის სავარაუდო ღირებულება 262 854 ლარია  კომპანიის შეთავაზებული თანხა კი 244 500 ლარი.


 

ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, წალკის, რუსთავის ლოკაციებზე პროექტით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს სავარაუდოდ ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი  შპს „საბა კონსტრაქშენი“ განახორციელებს. შესყიდვა რომლის სავარაუდო ღირებულება 262 854 ლარია ახლა შერჩევა/შეფასების სტატუსი აქვს. კომპანიის შეთავაზებული თანხა 260 224 ლარია.

 

ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის ლოკაციების ესკიზსაც სავარაუდოდ ტენდერის ისევ ერთადერთი პრეტენდენტი  შპს „საბა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. ამ შემთხვევაშიც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 262 854 ლარია კომპანიის შეთავაზებებული თანხა კი 260 224 ლარი.

 

სავარაუდოდ ხაშურის, ბორჯომის, ქარელის, კასპის  ლოკაციებზეც ესკიზს შპს „საბა კონსტრაქშენი“  შეიმუშავებს. შესყიდვის სავარუდო ღირებულება 262 854 ლარია სამშენებლო კომპანიის შეთავაზებული თანხა კი 249 710 ლარი. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

 

დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, გორის ლოკაციების ესკიზსაც სავარაუდოდ ტენდერის ისევ ერთადერთი პრეტენდენტი  შპს „საბა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. შესყიდვა რომლის სავარაუდო ღირებულება 262 854 ლარია ახლა შერჩევა/შეფასების სტატუსი აქვს. სამშენებლო კომპანიის შეთავაზებული თანხა კი 249 710 ლარი.

 

მარნეულის, გარდაბანის, დმანისის, ბოლნისის ლოკაციებზე პროექტით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს სავარაუდოდ ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი  შპს „ბინექსი“ შეასრულებს. 10 მაისს გამოცხადებული ტენდერი რომლის სავარაუდო ღირებულება 262 854 ლარია ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. კომპანიის  შეთავაზებებული თანხა 233 940 ლარია.

 

სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს ლოკაციების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა 10 მაისს გამოცხადდა. ამ ტენდერსაც ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავს და ეს შპს „ამხანაგობა არპიჯი ჯგუფი“-ია.ტენდერის სავარაუდო ღირებულება 262 854 ლარია  კომპანიის შეთავაზებული თანხა კი 231 036 ლარი.

 

წინადადებების მიღება დაწყებულია ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს, ქედას ლოკაციების ესკიზის შეიმუშავებაზე. ტენდერის პრეტენდენტების ვინაობა და შეთავაზებული თანხის ოდენობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

წინადადებების მიღება ასევე არ დასრულებულა ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის ლოკაციები ესკიზის შეიმუშავებაზეც.

 

დღის ბოლოს გახდება ცნობილი ლენტეხის,ონის,ცაგერის,ამბროლაურის და ტყიბულის ლოკაციები რომელი კომპანია მოამზადებს ესკიზს და განხორციელებას პროექტით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ რეაბილიტაცია მოიცავს ლოკაციის ესკიზის/კონცეფციის შემუშავებას, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას და ესკიზისა და პროექტით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. ლოკაციების რეაბილიტაციის მიზნით ესკიზის შემუშავების დროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ რეგიონის მახასიათებელი ნიშნებისა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება/გათვალისწინება და ესკიზში ასახვა.

საპროექტო მომსახურება განხორციელდება ორ ეტაპად:

  1. პირველი ეტაპი - ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ესკიზების მინიმუმ 2 ალტერნატივის წარმოდგენა.


  2. მეორე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სრული საპროექტო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვადა სამუშაოების დეტალური სრული გეგმა-გრაფიკი.

    მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს დეტალური საპროექტო სამუშაო დოკუმენტაცია შემდეგი შემადგენლობით (საჭიროების შესაბამისად):

    1. სრული არქიტექტურული პროექტი;

    2. სრული კონსტრუქციული პროექტი;

    3. ელექტროობის სისტემების პროექტი;

    4. სანტექნიკის, სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების პროექტი;

    5. სანტექნიკის, სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების პროექტი;

    6. მშენებლობის ორგანიზების გეგმა-გრაფიკი;

    7. გარე ქსელების მიერთების კვანძების პროექტები;

    8. ტექნიკური სპეციფიკაციები;

    9. საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი ნებისმიერი გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია, მათ შორის შეთანხმება შესაბამის უწყებებთან კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

    10. საკადასტრო ინფორმაცია;


ბაჩო ადამია


 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up