„ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და იმედი დაკარგული, რომ სამუშაო  ადგილს მოძებნიან“

„ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და იმედი დაკარგული, რომ სამუშაო ადგილს მოძებნიან“

access_time2021-05-27 16:59:30

„ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და იმედი დაკარგული, რომ სამუშაო ადგილს მოძებნიან“, - ამის შესახებ “აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობა, კლებადია სამსახურის მაძიებელთა მაჩვენებელიც, რაც სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

 

ცნობისთვის, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანას შორის მოხვდა.

 


„პრობლემა არის არა მხოლოდ ის, რომ დასაქმებულების რაოდენობა 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 133 ათასი ადამიანით არის შემცირებული (აქედან 110 ათას ადამიანამდე დაქირავებით დასაქმებული იყო), არამედ ის, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონეც. ანუ, რამდენად აქტიურად ეძებენ სამუშაო ადგილს ადამიანები, აქაც მნიშვნელოვანი კლება გვაქვს, რაც გრძელვადიანად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქვეყანაში. იმიტომ, რომ რეალურად, ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და იმედი დაკარგული, რომ სამუშაო ადგილს მოძებნიან.

 

რაც შეეხება უცხოეთში დროებითი დასაქმების პროგრამას, რასაც ვხედავთ, მისი მასშტაბები არის ძალიან მცირე. მეორე საკითხი, რაც ამ პროგრამებს უკავშირდება და ბევრ კითხვებს აჩენს, არის - ეს ადამიანები რამდენად ახერხებენ იმ უნარების შეძენას, რომლის გამოყენებასაც შემდეგ საქართველოში შეძლებენ, რომ ადგილობრივად გაზარდონ საკუთარი პროდუქტიულობა. იმიტომ, რომ ეს პროგრამები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება რაიმე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ადამიანებისთვის. ეს უფრო წარმომიდგენია რაღაც უნარების, გამოცდილების შეძენის მეთოდი, რომლითაც შემდეგ საქართველოში შესაძლებელი იქნება პროდუქტიულობის გაზრდა.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ამ შემთხვევაში, ორი ძალიან ფართო რეცეპტი წარმომიდგენია რომ არსებობს. პირველი, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა, სხვა შემთხვევაში, სამუშაო ადგილებიც არ აღდგება. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ სიტუაციაშია მცირე და საშუალო ბიზნესი... და მეორე არის შრომის ბაზარზე არსებული რეგულაციების საკითხი. ვხედავთ, რომ პანდემიაა, 130 ათასი ადამიანი სამსახურს კარგავს, ასობით ათასი ადამიანი არც კი ეძებს სამსახურს და ამ დროს, ჩვენ სახელმწიფოს აქცენტი აქვს იმაზე, რომ ფირმებმა აღრიცხონ ნამდვილად 8 საათი მუშაობს ადამიანი თუ - 9. დამატებით რეგულაციებს ვიღებთ და ზოგჯერ კომიკურ კონტროლამდე არის ეს დასული. დამატებით წნეხს ვუწესებთ ბიზნესებს, რომლებმაც გვინდა, რომ სამუშაო ადგილები შექმნან. ამიტომ, ახლა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა, შრომის ბაზარზე მაქსიმალურად უნდა შენელდეს ახალი, დამატებითი რეგულაციების დაწესება ბიზნესისთვის“,- განაცხადა გიორგი პაპავამ.

 

წყარო:bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up