ივნისში კახეთში ახალი სასტუმრო შატო ართ ვაინი გაიხსნება

ივნისში კახეთში ახალი სასტუმრო შატო ართ ვაინი გაიხსნება

access_time2021-05-27 11:30:39

სასტუმრო მენეჯმენტის კომპანია „ფლიქს ჯგუფი“ ივნისში, კახეთში ახალ სასტუმროს ხსნის.

 

სასტუმრო „შატო ართ ვაინი“ კახეთში, თელავთან ახლოს, სოფელ ართანაშია. კონცეფცია აერთიანებს ქართული ტრადიციული სამზარეულოს და ღვინის წარმოების ისტორიას, რომელიც ინტეგრირდება თანამედროვე ინტერიერში.  სასტუმრო არის 4 ვარსკვლავიანი და მოიცავს 32 ნომერს.

 

„შატო ართ ვაინი“ აერთიანებს მარანს, რესტორანს, ტერასას, ბარს, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, ღია საცურაო აუზს და საუნას. ნომრის ღირებულება საუზმით 2 პერსონაზე საშუალოდ 240 - 360 ლარამდე განისაზღვრება.

 

სასტუმრო აწარმოებს ღვინოს სახელწოდებით „შატო ართ ვაინი“, რომელიც ექსკლუზიურად სასტუმროს დამსვენებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. როგორც „კომერსანტს“ სასტუმროს მარკეტინგის კონსულტანტი მარიამ ტყაბლაძე უყვება „შატო ართ ვაინი“ საინტერესო ლოკაცია იქნება, როგორც ადგილობრივი ვიზიტორისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის:

 

„შატო ართ ვაინი“-ს მთავარი მიზანი სტუმარ-მასპინძლობის მაღალი სტანდარტებისა და ქართულ ტრადიციების დაცვაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალი ხარისხის, ჯანსაღი, ქართული პროდუქტების შერჩევას და უნიკალური გემოების შეთავაზებას ჩვენი სტუმრებისთვის.


 

 „შატო ართ ვაინი“ წლის ოთხივე სეზონზე გამორჩეული ლოკაცია იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის,“ - ამბობს მარიამ ტყაბლაძე.


“ფლიქს ჯგუფი“ გახლავთ სასტუმროების მენეჯმენტისა და კონსალთინგის კომპანია, რომელიც ამ ეტაპზე 5 სასტუმროს მართავს. დამკვეთებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი სერვისებით, როგორიცაა: სასტუმროს გახსნის წინა გეგმის შედგენა;ოპერაციების მენეჯმენტი;მარკეტინგი და გაყიდვები;HR მენეჯმენტი, სოციალური ქსელების მართვა; ტრენინგები და მასტერკლასები;


 









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up