საქართველოში ორგანოთა გადანერგვის ოპერაციების დაწყება იგეგმება - ტრანსპლანტაციის მიმართულების განსავითარებლად მემორანთუმი თურქეთთან გაფორმდა

საქართველოში ორგანოთა გადანერგვის ოპერაციების დაწყება იგეგმება - ტრანსპლანტაციის მიმართულების განსავითარებლად მემორანთუმი თურქეთთან გაფორმდა

access_time2021-05-27 14:30:53

ორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა.  ოთხმხრივი მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა. პროექტი TIKA-ს დაფინანსებით ხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ქვეყანაში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

„პროექტის მიზანი ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე საინჟინრო უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, მოხდება ქართველი სპეციალისტების გადამზადება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ტრანსპლანტაციის ეროვნული საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბება,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. კონკრეტულად რას ითვალისწინებს მემორანდუმი და როგორია საქართველოში ტრანსპლანტაციის პრაქტიკა, ამ თემებზე jandacva.ge საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს გია თომაძეს ესაუბრა.

 

–      ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების მიზანი სპეციალისტების დატრენინგება და ტექნიკური დახმარებაა. რა არის მთავარი სიახლე და რაც მთავარია, რას შეცვლის ეს მემორანდუმი ქართველი პაციენტებისთვის?

 

–      მიზანია ტრანსპლანტალოგიის განვითარება და მათ შორის გვამური დონაციის დაწყება, რომლის პრაქტიკაც საქართველოში არ გვაქვს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრანსპლანტაცია მცირე რაოდენობით ხორციელდება. გვამური დონაცია – ესაა გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გამოყენება. გვამური დონაციის დაწყებას სპეციალური ინფრასტრუქტურა და ლაბორატორია სჭირდება, სადაც ჩატარდება პაციენტთა სკრინინგი იმუნოლოგიურ პარამეტრებზე, რათა ვიცოდეთ, როგორ შეითვისებს ორგანიზმი ახალ ორგანოს და რა რისკები არსებობს ამ კუთხით.

 

–      რატომ არ ხდება საქართველოში დღემდე გვამური დონაცია, სადაა პრობლემა?

 

–      პრობლემა ისაა, რომ დღემდე ამის პოლიტიკური სურვილი არ არსებობდა.  მიზეზი კი ის იყო, რომ ეს საკითხი პრიორიტეტულად არ მიიჩნეოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ახლანდელმა ხელმძღვანელობამ კი ნება გამოიჩინა და საკითხი დაიძრა.

 

–      ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში, კანონმდებლობის შეცვლა –  რა არის საჭირო გვამური დონაციის დასაწყებად?


 

–      კანონმდებლობა ისეთი გვაქვს, რომ მისი თავიდან დაწერა საჭირო არ არის, რადგან ის არ ეწინააღმდეგება გვამურ დონაციას. შესაძლოა, გარკვეული საკითხები დაზუსტდეს. მნიშვნელოვანია საზოგადოების დიდი ჩართულობა. მსოფლიო ტრანსპლანტალოგებს ასეთი დევიზი აქვთ: „ნუ წაიღებ ორგანოებს საიქიოში, რადგან საიქიომ არ იცის, რომ ისინი აქ გვჭირდება.“ პირველი, რაც მნიშვნელოვანია – გაცნობიერებული უნდა იყოს ტვინის სიკვდილის დიაგნოზის ფენომენი. ესაა ადამიანის სიკვდილი, მდგომარეობა, რომელიც შეუქცევადია. უნდა აეხსნას ექიმებსაც და საზოგადოებასაც, როგორ ხდება ამ დიაგნოზის დასმა და ეს კრიტერიუმები უკვე დამტკიცებულია. ესაა ტვინის ფუნქციის სრული და შეუქცევადი სიკვდილი, რაც ინსტრუმენტულად, სპეციალური აპარატურის საშუალებით დასტურდება. ამ დროს გული ხელოვნურად, აპარატის დახმარებით მუშაობს. თუმცა უკვე არის ქვეყნები, სადაც გარკვეული ორგანოების გადანერგვა  გულის გაჩერების შემდეგაც ხდება.

 

–      დონაციაზე ახლობლის თანხმობის საჭიროება პაციენტის ტვინის სიკვდილის მომენტში დგება?

 

–      დიახ. ექიმები ბოლო წუთამდე უნდა ცდილობდნენ პაციენტის გადარჩენას, ხოლო როდესაც უკვე დგება ტვინის სიკვდილი, მის ახლობელს ეცნობება, რომ არის საშუალება, გარდაცვლილის ორგანოებმა 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

 

თუ გარდაცვლილს სიცოცხლეში აქვს დაფიქსირებული მისი ორგანოების დონაციის მიზნით გამოყენების სურვილი, ასეთ შემთხვევაშიც საბოლოო სიტყვა მაინც მის ახლობელზეა და თუ ახლობელმა უარი თქვა, გადანერგვა ვერ მოხდება.

 

–      საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, გარდაცვალების შემთხვევაში, თუკი ამის საშუალება იქნება, მათი ორგანოები დონაციის მიზნით იქნეს გამოყენებული. თუ ჩვენს ქვეყანაში გვამური დონაციის პრაქტიკა არ არის, რა მიზანი აქვს ასეთ ინიციატივას?

 

–      დიახ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც დონორთა ბარათები აქვთ  ანუ დაფიქსირებული აქვთ შესაბამის გარემოებაში საკუთარი ორგანოების სხვა ადამიანებისთვის გადანერგვის სურვილი. ამ სურვილის დაფიქსირება შესაძლოა ონლაინ http://transplantation.ge/ ან ჩვენს ასოციაციაში გამოცხადების გზით. ესენი არიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. თუმცა ამას პრაქტიკული შედეგი ჯერ არ აქვს, რადგან ჩვენ არ ვართ დონაციის მსოფლიო ბაზასთან მიერთებულები. ამის მიზეზი ისაა, რომ ბაზის პრინციპის თანახმად, ხდება ორგანოების გაცვლა, რის შესაძლებლობასაც, გვამური დონაციის არარსებობის გამო, ჩვენ მოკლებული ვართ.

 

–      საქართველოში ხდება თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვა. როგორც ცნობილია, დონორები პაციენტის ახლობლები არიან. რამდენი ასეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში, რამდენად წარმატებულად და გვამური დონაციის არსებობის შემთხვევაში, რამდენად ბევრი ჩატარდებოდა?

 

–      წელიწადში 20-30 ასეთი ოპერაცია ტარდება, თუმცა საჭიროა 200-მდე ოპერაციის გაკეთება. როგორც აღვნიშნეთ, ასეთი ქირურგიული ჩარევა ჩვენთან ცოცხალი დონორის საშუალებით ხდება, უცხოეთის პრაქტიკის მიხედვით კი ორგანოების გადანერგვის ოპერაციების მხოლოდ 40% მოდის ცოცხალ დონორზე, დანარჩენი კი გვამური დონაციაა. ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებსაც ორგანოს გადანერგვის ოპერაცია 20 წლის წინ ჩაუტარდათ. ასეთი ოპერაციის მთავარი პრობლემა და საფრთხე ისაა, რომ გადანერგვის შემდეგ ორგანიზმი ცდილობს, მოიცილოს ახალი ორგანო. ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს. ასევე გვყავს კარდიოქირურგები, რომელთაც მცირე გადამზადება სჭირდებათ, რათა მათ გულის გადანერგვის ოპერაციები ჩაატარონ. დღეს ასეთი ოპერაციები  ისევ და ისევ გვამური დონაციის არარსებობის გამო ვერ ტარდება, რადგან, ბუნებრივია, გულის დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანი.  გულის გადანერგვის პრაქტიკის დანერგვის შემთხვევაში ეს ოპერაცია ფინანსურადაც ხელმისაწვდომი იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა მსგავსი ქირურგიული ჩარევისთვის იძულებულნი არიან უცხოეთში, მათ შორის ბელორუსში წავიდნენ, სადაც ოპერაციისა და მკურნალობის თანხები ასიათასობით დოლარამდე ადის.

 

–      თურქულ მხარესთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რა ვადაში შეიძლება საქართველოში გვამური დონაცია დაიწყოს?

 

–      ვფიქრობ, ერთ წელიწადში ეს შესაძლებელი გახდება. მანამდე კი სამოქმედო გეგმა უნდა შეიქმნას, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.


წყარო: jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up