ამ საგიჟეთში 800 მილიონით გარისკვა, ხელშეკრულებაში გარანტიებს უნდა ნიშნავდეს  - ზურა ჯაფარიძე ნამახვანჰესის უცხოელ ინვესტორზე

ამ საგიჟეთში 800 მილიონით გარისკვა, ხელშეკრულებაში გარანტიებს უნდა ნიშნავდეს - ზურა ჯაფარიძე ნამახვანჰესის უცხოელ ინვესტორზე

access_time2021-05-27 13:25:14

ხელშეკრულების "კაბალურობასთან" დაკავშირებით - ასეთი სათაურით პოსტს ზურა ჯაფარიძე აქვეყნებს. გირჩის ლიდერი ნამახვანჰესის უცხოელი ინვესტორის პოზიციიდან საუბრობს და წერს, რომ ამ საგიჟეთში 800 მილიონით გარისკვა, ხელშეკრულებაში გარანტიებს უნდა ნიშნავდეს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით.

 

„როცა ადამიანებს არ ესმით რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ნებისმიერი რესურსი თავისუფლად იცვლიდეს მფლობელს და გადადიოდეს ნაკლებად ეფექტური მფლობელისგან უფრო ეფექტური მფლობელის ხელში, განურჩევლად მოქალაქეობისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ თვალის ფერისა, და როცა ამ ადამიანებისგან მომავალი პოლიტიკური დაკვეთით ქვეყნის კონსტიტუციაში იწერება რომ დაუშვებელია მიწის მიყიდვა უცხოელზე - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს მიწასთან დაკავშირებით...

 

როცა ადამიანებს არ ესმით განსხვავება მიწის იჯარით გადაცემასა და ყიდვას შორის, და სჯერათ რომ მიწის ყიდვა ან იჯარით აღება ნიშნავს ამ მიწის იმ ქვეყნის იურისდიქციაში გადასვლას რომლის მოქალაქეობაც აქვს ინვესტორს - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს მიწასთან დაკავშირებით...

 

როცა ადამიანებს არ ესმით რა კავშირია მათ სიღარიბესა და ენერგორესურსების ათვისებას შორის, და ქვეყანაში ათწლეულებია ‘არა ჰესებს’ კამპანია მძვინვარებს - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით...

 

როცა ადამიანებს არ ესმით რა კავშირია ქსენოფობიურ პოლიტიკასა და სიღარიბეს შორის, და იმდეჯერ და ისე მკვეთრად ავლენენ ანტი-თურქულ განწყობებს, რომ მეზობელი ქვეყნის ელჩს უწევს განცხადების გაკეთება - თურქული ინვესტორი კომპანია, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით...

 

როდესაც ადამიანებმა სამი ათწლეულია ვერ შესძლეს იმის გააზრება თუ რა არის მათი სიღარიბის გამომწვევი მიზეზები, გამოსავალს საბჭოთა წარსულში დაბრუნებაში ხედავენ და ითხოვენს რომ ჰესი და "სხვა სტრატეგიული ობიექტები" სახელმწიფომ ააშენოს მათივე გადახდილი გადასახადებით ან მათი შვილების გადასახდელი ვალით, და ისიც არ ესმით რომ ამ ფულის წყარო თავად და მათი შვილები არიან - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით...

 


როდესაც ადამიანები მხარს უჭერენ მთავრობას რომელსაც მმართველობის ორი პერიოდის განმავლობაში არასოდეს გააჩნდა ეკონომიკის განვითარების რაიმე ხედვა, შემოიღო უამრავი რეგულაცია, გაზარდა გადასახადები და დედა უტირა ე.წ. ეროვნულ ვალუტას - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს და თავს დაიზღვევს ნებისმიერი რეგულაციური,  ფისკალური თუ მონეტარული რისკისგან

როდესაც ადამიანები მხარს უჭერენ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მაღალი ალბათობით ექნება მსხვილი წარმომადგენლობა მომავალ კოალიციურ მთავრობაში (როცა ეს მოხდება), და როდესაც ამ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, აცხადებს რომ ჰესები საჭირო იყო მისი მმართველობის დროს, ხოლო ახლა ეკონომიკის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა საჭირო აღარ არის, და ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ქუჩაში დაინახა ბევრი გაბრაზებული ადამიანი და გადაწყვიტა მათი გულის მოგება - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით...

 

როდესაც ადამიანები შეგუებული არიან რომ მათი ცხოვრება, და შესაძლოა მათი შვილების ცხოვრებაც, ერთი მდიდარი ადამიანის ხელშია, რომელსაც გააჩნია ეფექტური კონტროლი ქვეყანაში არსებულ ყველა ინსტიტუტზე, ყველა ძალაუფლების წერტილზე, რომლის შვილიც მინისტრებს არბენინებს აქეთ-იქეთ რომ დასაჯოს სოციალურ ქსელში მასზე ნეგატიური კომენტარის დამწერი თინეიჯერები - უცხოელი ინვესტორი, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით რისკავს, მოითხოვს ხელშეკრულებაში გარანტიებს პროექტის სტაბილურობასთან დაკავშირებით...

და ა.შ. და ა.შ.

აბა თქვენ როგორ მოიქცეოდით?

800 მილიონი დოლარი რომ გქონდეთ?

ჩადებდით ამ საგიჟეთში?

არა!

გაიქცეოდით!

მორალი, რომელსაც ბევრი სამწუხაროდ ვერ გაიგებთ:

უცოდინრობა, აზროვნების უნარის არ ჰქონა და ირაციონალური შიშები ყოველთვის ხარჯიანი ამბავი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ძვირი ჯდება თანამედროვე სამყაროში.

ასეთ ხალხთან როდესაც საქმეს იჭერ, გიჟი თუ არა ხარ, გარანტიებს ითხოვ.

პ.ს. კორუფციას აქვს თუ არა ადგილი, ეგ ცალკე თემაა. აქ აღწერილი პრობლემა ამის მიღმაა“,- წერს ზურა ჯაფარიძე.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up