2013 წლიდან დღემდე თბილისში მოსახლეობას ბუნებრივი გაზი 19%-ით გაუძვირდა

2013 წლიდან დღემდე თბილისში მოსახლეობას ბუნებრივი გაზი 19%-ით გაუძვირდა

access_time2021-05-27 16:00:48

თბილისის მოსახლეობა ბუნებრივი აირი 1-ლი ივნისიდან 8 თეთრი 54 თეთრამდე უძვირდება. ტარიფი ამ დრომდე 46 თეთრს შეადგენდა, რაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი იყო, რეგიონებში 1 კუბური მეტრი გაზი 57 თეთრი ღირს. ორივე შემთხვევაში კომერციული ტარიფი ბევრად მაღალია. თბილისში, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის ფასი 1.1 ლარია, რეგიონებში „სოკარის“ აბონენტებისთვის 95 თეთრი.


თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი ბოლოს 2017 წელს გაიზარდა. ზრდა უმნიშვნელო იყო 0.53 თეთრი. მთლიანობაში 2013 წლიდან დღემდე დედაქალაქში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 18.7%-ით გაიზარდა. იქამდე 2013 წლის მარტში ქართულმა ოცნებამ დაპირება ნაწილობრივ შეასრულა და გაზი 10%-ით, ანუ 5 თეთრით გააიაფა.


მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან გაძვირდა როგორც „თბილისი ენერჯის“ დერეგულირებული კომერციული ტარიფი 86 თეთრიდან 1.10 ლარამდე, ასევე ელექტროენერგიის ტარიფი მთელი საქართველოს მასშტაბით და წყლის ტარიფი თბილისში. გაძვირება იურიდიულთან ერთად ფიზიკურ პირებსაც შეეხოთ.


ენერგოდისტრიბუტორების მიერ სემეკში წარდგენილი მთავარი არგუმენტი ვალუტის კურსი იყო. ტარიფების ბოლო კორექტირებიდან - 2017 წლის დეკემბრიდან ლარი 24%-ით 2.64-დან 3.27-მდე გაუფასურდა.


„თბილისი ენერჯის“ განმარტებით, კომპანია ბუნებრივ აირს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის, (დანარჩენი 20 თეთრი ტრანსპორტირების საფასური და დღგ-ა) რის გამოც ბოლო 1.5 წელიწადში 25 მლნ ლარი იზარალა.



ბუნებრივი აირის საცალო ფასი დროთა განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა. 20 წლის წინ ის 27 თეთრი ღირდა, შემდეგ 32 თეთრი გახდა. დღეს თბილისში 46 თეთრია, რეგიონებში - 57. ტარიფის ზრდა უკავშირდებოდა როგორც იმპორტის გაძვირებას ასევე კურსის ცვლილებას. 2006 წლამდე ქვეყანა მთლიანად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული და 1000 კუბური მეტრი $60 ღირდა, რაც ჯერ $110, შემდეგ კი $235 გახდა. საქართველომ მომწოდებელი შეიცვალა და რუსეთი აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა.


აზერბაიჯანიდან საქართველო გაზს 3 განსხვავებული ტარიფით იღებს. სამივე შემთხვევაში ზუსტი ფასი გასაიდუმლოებულია, თუმცა გაჟონილი ინფორმაციიდან და საერთო იმპორტში გადახდილი თანხიდან მიახლოებითი ფასის გამოთვლა შესაძლებელია. ყველაზე იაფი „შაჰ-დენიზიდან“ მიღებული გაზია, რომელსაც ქვეყანა ტრანზიტის საფასურად ღებულობს, ფასი ამ შემთხვევაში 1000 კუბურ მეტრზე $60-ის ფარგლებში მერყეობს. შაჰ-დენიზი 2-ის დასრულების შემდეგ მილსადენის გამტარუნარიანობა წლიურად 9 მლრდ-დან 16 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, 2030 წლისთვის დაგეგმილია შაჰ-დენიზი 3-ის დასრულება რის შემდეგაც ტრანზიტული გაზის მოცულობა 28 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. საქართველოს სპეც ფასად 5% - 1.4 მლრდ კუბური მეტრი ერგება, რაც ამჟამინდელი ჯამური მოხმარების ნახევარზე ოდნავ მეტია.


შაჰ-დენიზიდან მიღებული გაზი 2 ნაწილად იყოფა: ტრანზიტულად და ოფციურად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველო 2020-მდე 300 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს $55-ად ყიდულობდა, 500 მლნ კუბურ მეტრს - $64-ად. სოციალურ გაზს მოსახლეობისა და თბოსადგურებისთვის $189-ად, კომერციულ გაზს კი $240-ად.


ბოლო წლებში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის კომერციულ გაზის ტარიფს ამცირებდა. აქცენტი ძირითადად გაზგასამართ სადგურებზე კეთდებოდა, საუბარი იყო 35-40 დოლარიან ფასდაკლებაზე. დეკემბერში თბილისში „სოკარის“ პრეზიდენტის - როვნაგ აბდულაევის ვიზიტის შემდეგ ოფიციალურ დონეზე გაცხადდა, რომ საქართელო 200 მლნ კუბურ მეტრ სოციალურ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებდა.


2019 წელს საქართველოს რუსეთიდან გაზი არ შემოუტანია და თუ არ ჩავთვლით 0.3%-იან ადგილობრივ გაზს მთლიანად აზერბაიჯანზე იყო დამოკიდებული. საქსტატის ცნობით იმავე წელს ქვეყანამ გაზის იმპორტში $328 მლნ გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს რომ გასაშუალებული ტარიფი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე $122-ს შეადგენს. 2015 წელს გაზის მოხმარებამ 2.403 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა და მასში ბევრად მეტი - $416 მლნ იქნა გადახდილი, ანუ 1000 კუბურ მეტრზე  - $173. ამ ირიბი გამოთვლების შედეგად შეიძლება ვთქვათ, რომ 2015 წლის შემდეგ გაზის საშუალო ტარიფი მნიშვნელოვნად 30%-ით შემცირდა.


საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წელს 6.1%-ით 2.730 მლრდ კუბურ მეტრამდე იზრდება. სექტორების მიხედვით თბოსადგურების მოხმარება 600 მლნ-დან 665 მლნ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს, მოსახლეობის - 1.026 მლრდ-დან - 1.130 მლრდ კუბურ მეტრამდე, კომერციულის წილი კი უმნიშვნელოდ 912 მლნ-დან 900 მლნ კუბურ მეტრამდე მცირდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up