დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-31 21:00:21

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ მან სოცილურ ქსელში დაწერა.


2.„გაჭირვებისას როგორც ოჯახიდან გააქვთ უკანასკნელი ქონება, ისე გამოაქვს მთავრობას საპრივატიზაციო ობიექტები“

მასშტაბური საპრივატიზებო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში მთავრობამ გუშინ დამატებით 150-ზე მეტი 350 მლნ ლარამდე ღირებულების ობიექტი გამოიტანა გასაყიდად. აღსანიშნავია რომ ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: 50-ზე მეტი საბადოს ლიცენზია - საწყისი ფასი 50 მლნ ლარი; 50 სასოფლო-სამეურნეო მიწა - საწყისი საპრივატიზებო თანხაა 19 374 500 ლარი; ლოკაციები გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურისთვის და სხვა.


3.დოლარის ღირებულება 3.45-ს გადასცდა, ვარდნის ამ ტემპით წლის ბოლოს კურსი 4.00-იან ნიშნულს გადალახავს

ლარი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს და გაუფასურების ახალი ისტორიული რეკორდის მოსახსნელად ემზადება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 31 მარტს დღის 12:00 სთ-ისთვის 3.4600-ს აღწევს, რაც ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ კურსს - 3.4118-ს თითქმის 5 თეთრით აღემატება.


4.„ლარის კურსს შველის ზუსტად ის, რომ პრემიერი პრობიზნესურია“ - ლაშა პაპაშვილი


„ყველაზე მთავარი მესიჯი, არის ის, რომ ეს პრემიერი არის პრობიზნესური“, – ასე აფასებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი პრემიერ ირაკლი რარიბაშვილსა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრას. პაპაშვილის განცხადებით, პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნება საბჭო, რომელიც კონკრეტული მიმართულებით სამოქმედო ნაბიჯებს დასახავს.


5.„2021 წლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის გამყარების ყველა წინაპირობა არსებობდა, დღეს სხვა ფაქტია“ - არჩილ გაჩეჩილაძე

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ 2021 წლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის გამყარების ყველა წინაპირობა არსებობდა. როგორც გაჩეჩილაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობისგან პრობლემის განხილვის პირობა მიიღეს.


6.ლარის კურსის 3.5-იანი ნიშნულის შემდეგ პროდუქციის გაძვირება მოგვიწევს - შარმ-ტრეიდინგი

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ-ტრეიდინგის“ ხელმძღვანელი ვახტანგ საძაგლიშვილის ინფორმაციით, პიკური კურსი, რის შემდეგაც რითეილ სექტორს ფასების გადახედვა მოუწევს, 3.5-იანი ნიშნულია.


7.საქართველოს ეკონომიკა თებერვალში 5.1%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი თებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8.3 პროცენტია.


8.ბიზნესისთვის ელექტროენერგია 40%-ით, გაზი 140%-ით, წყალი 1200%-ით ძვირია - სხვაობას მაინც მომხმარებელი იხდის

მთელი საქართველოს მასშტაბით იანვრიდან როგორც „თელასის“ ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 18-24 პროცენტით გაეზარდათ. მთავრობამ სხვაობის ბიუჯეტიდან 1 წლის ვადით სუბსიდირების ვალდებულება აიღო. შეღავათები არ შეხებია ბიზნესს, რომელიც იქამდეც ენერგომატარებლებში მოსახლეობასთან შედარებით ბევრად მეტს იხდიდა და შემდეგ ტარიფს მის მიერ გამოშვებულ საბოლოო პროდუქციის ფასში ასახავდა.


9.ფულადი გზავნილების ქართული კომპანია MASTERCARD-ის სისტემაში ერთვება - გახდება თუ არა „ინტელიექსპრესი“ Western Union-ის კონკურენტი?

საქართველოდან უცხოეთში, განსაკუთრებით საბერძნეთში ემიგრანტების ზრდამ წლების წინ არაერთი კომპანიის შექმნას ჩაუყარა საფუძველი, ერთ-ერთი მათგანი ინტელიექსპრესი იყო, რომელიც 2006 წელს შეიქმნა და კომპანიის საქმიანობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფულადი გზავნილების განხორციელებით დაიწყო. მათი მთავარი ორიენტირი ქართველი ემიგრანტებისთვის ფულის გადარიცხვის მარტივი და სწრაფი მომსახურების მიწოდება იყო, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანებს ბანკის გარეშე გაეგზავნათ და მიეღოთ თანხა.


10. „ლარი უფსკრულისკენ მიექანება, ორი არაადეკვატური პოლიტიკური ბანაკი კი საამისოდ ვერც იცლის“ - ვაჟა ბერიძე

„ლარი უფსკრულისკენ მიექანება. პანდემიის გამო ეკონომიკა გაჩერებულია. ორი არაადეკვატური პოლიტიკური ბანაკი ტაკიმასხრობითაა დაკავებული. ეუბნებიან, ევროპელები და ამერიკელები პანდემია და ეკონომიკაა ახლა მთავარი, იმას მიხედეთო, ესენი კი ჯიუტი თხებივით ერქაგრეხილებიან ერთმანეთს ბეწვის ხიდზე და უეჭველი სულ მალე ჩაცვივდებიან უფსკრულში, სამწუხაროდ, ჩვენთან ერთად“  წერს ვაჟა ბერიძე.


თეგები:
Top 10



ევროპულმა უშიშროებამ Nord Stream-ის გაჟონვის ადგილის მახლობლად რუსული საზღვაო ძალების გემები დააფიქსირა

ევროპულმა უშიშროებამ Nord Stream-ის გაჟონვის ადგილის მახლობლად რუსული საზღვაო ძალების გემები დააფიქსირა
access_time2022-09-29 16:00:09
26-27 სექტემბერს ევროპული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა Nord Stream-ის მილსადენებში დაფიქსირებული გაჟონვის ადგილების მახლობლად რუსეთის საზღვაო ძალების მხარდამჭერი გემები შენიშნეს - ამის  შესახებ ინფორმაციას  cnn ავრცელებს. დასავლური დაზვერვის ორი წარმომადგენლის და...

დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.

დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.
access_time2022-09-29 13:55:25
უკრაინული წარმოშობის, ევროპაში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT, აგრძელებს თავისი სერვისების ფუნქციონალისა და შესაძლებლობების გაფართოებას. ამიერიდან WhiteBIT-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გაიტანონ დოლარი (USD) და ევრო (EUR) Visa/Mastercard საბანკო ბარათზე, ასევე გრივნა (UAH) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერზე - IBAN. ანუ, ახლა მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ დამატებითი სერვისები ან შუამავლები ამ ოპერაციების განსახორციელებლად - ამ ტრანზაქციის...

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა
access_time2022-09-29 14:00:08
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა,  8,04%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა  დოლარის კუთხითაც, ოღონდ ლარის კურსის რყევების გამო, ოდნავ შენელებული ტემპით - ამის შესახებ ინფორმაცია TBC Capital -  ის კვლევაშია მოცემული. მათივე ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა 2022 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, როდესაც შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში 12,06%-ით გაიზარდა, ხოლო 21,81% -ით...

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
access_time2022-09-29 12:55:22
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate (დეველოპერული კომპანია m2-ის მფლობელი კომპანია) ახალი გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. გურამ ახვლედიანი Georgia Capital-ის ჯგუფში, რომელიც Georgia Real Estate-ის დედა კომპანიაა, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2021 წლიდან დღემდე,  ის  Georgia Real Estate -ის ტექნიკური დირექტორი იყო.   გიორგი ვახტანგიშვილი, რომელიც Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორის...

ქართული საწარმოების ვებ-გაყიდვები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიზარდა - ლიდერი ევროკავშირია

ქართული საწარმოების ვებ-გაყიდვები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიზარდა - ლიდერი ევროკავშირია
access_time2022-09-29 15:00:19
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2021 წელს გამოკითხულ ქართულ საწარმოებზე დაყრდნობით, საქართველოს შემდეგ (49.2%), მის ფარგლებს გარეთ საწარმოების ონლაინ გაყიდვების უდიდესი წილი ევროპაზე მოდის (17.2%), რომელსაც მოსდევს დსთ-ს ქვეყნები (15%) და აშშ (5.8%). აღსანიშნავია, რომ ვებ-გაყიდვები 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით, შემცირებულია საქართველოში და გაზრდილია ყველა ძირითად ქვეყანაში. 2020 წელს საწარმოთა ვებ-გაყიდვების განაწილება...


მსგავსი სიახლეები

up