„გაჭირვებისას როგორც ოჯახიდან გააქვთ უკანასკნელი ქონება, ისე გამოაქვს მთავრობას საპრივატიზაციო ობიექტები“

„გაჭირვებისას როგორც ოჯახიდან გააქვთ უკანასკნელი ქონება, ისე გამოაქვს მთავრობას საპრივატიზაციო ობიექტები“

access_time2021-03-31 10:00:57

სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხი უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, თუმცა ოფიციალურად დღის წესრიგში ეს საკითხი 2019 წლის მიწურულს დადგა, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო სახელმწიფო ქონების პირივატიზების ახალი ტალღა, 100 შეთავაზება ბიზნესს. მასშტაბური საპრივატიზებო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნეს ფარგლებში მთავრობამ გუშინ დამატებით 150-ზე მეტი 350 მლნ ლარამდე ღირებულების ობიექტი გამოიტანა გასაყიდად. აღსანიშნავია რომ ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: 50-ზე მეტი საბადოს ლიცენზია - საწყისი ფასი 50 მლნ ლარი; 50 სასოფლო-სამეურნეო მიწა -  საწყისი საპრივატიზებო თანხაა 19 374 500 ლარი; ლოკაციები გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურისთვის და სხვა.


ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა და პროექტი უპრეცედენტოა. თუმცა, პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვერ გამოიწვია, რადგან ობიექტების გასაჯაროების შემდეგ დაინტერესებულ პირებს აუქციონზე მნიშვნელოვანი ქონების ნაცვლად, წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წვრილი ობიექტები დახვდათ.


აუქციონზე ახლად გამოტანილი სახელმწიფო ობიექტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ქონებების ჩამონათვალი შემდეგია: კიკეთში სასტუმრო დანიშნულებისთვის გამოყოფილი 30 502 კვ.მ. მიწის ფართი და შენობა - საწყისი ფასი 2 202 000 ლარი; მცხეთაში საცხოვრებელი დანიშნულების 63 316 კვ.მ. მიწის ფართი - 3 166 000 ლარი; თბილისში სამრეწველო დანიშნულების 12 664 კვ.მ მიწა - 703 000 ლარი; გზებზე გასაჩერებელი 106 080 კვ.მ. გართობის ობიექტი; ოზურგეთში საზღვაო ტექსერვისი - 2 263 800 მლნ ლარი; თერმული წყლები -1.511 მლნ ლარი; ზუგდიდის ფარმაცია - 306 000 ლარი; ხაშურის მინის ტარა - 747 200 ლარი; ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატი – 1.014 მლნ ლარი და ა.შ.


ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციას მთავრობის წევრების გარდა, რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენიც ესწრებოდა, ერთ-ერთი მათგანი KTW ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ ჩხაიძე იყო, რომელიც „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც დეტალურად გაეცნობა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას, იმის მიხედვით გადაწყვეტს თუ რომელ აუქციონში ჩაერთვება კომპანია. ამ ეტაპზე კი მისთვის უცნობია ბიზნესისთვის რამდენად საინტერესო ქონება გამოაქვს ეკონომიკის სამინისტროს გასაყიდად.


„ზოგადად მთავრობის მიერ გაჟღერდა რომ ეკონომიკას გვერდში უდგას ბიზნესი, ბიზნესს კი მთავრობა, რაც უკვე კარგია. რაც შეეხება საპრივატიზაციო შემოთავაზებას ჩვენი ჯგუფი კარგად გავეცნობით ობიექტებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ სად გამოვხატავთ ინტერესს, იმისათვის რომ მომავალში გავაკეთოთ ინვესტიცია. ზოგადად აუქციონის ფორმა საინტერესო ინიციატივაა, მაგრამ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და თუ იქნება ჩვენი ინტერესი რომელიმე ობიექტის მიმართ, დავაფიქსირებთ. ზოგადად ეს აპრობირებული ფორმაა და ბიზნესისთვის მისაღებია, თუმცა გააჩნია აუქციონზე როგორი ობიექტები დაგვხვდება“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.



რედიქს ჯგუფის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ბიზნესისთვის საინვესტიციო პროექტების შეთავაზებას ეხმაურება და ამბობს, რომ უნდა გაიყიდოს ყველა ის ქონება, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის არაა.


„ყველა ამგვარი პროექტის მიმართ ინტერესი არსებობს. ეს წლების წინ გასაკეთებელი საქმე იყო და კარგია, რომ დაიძრა. უნდა გაიყიდოს ყველა ის ქონება, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის არაა, ასევე უნდა შეფასდეს რამდენად სამართლიანი ფასით გამოდის საინვესტიციო პროექტები ბაზარზე და უნდა განისაზღვროს ბიზნესისთვის რამდენად აწევადია. მთავრობა ამ კუთხით ძალიან მოქნილი უნდა იყოს,“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.


ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე „კომერსანტთან“ სახელმწიფოს მიერ აუქციონზე გამოტანილი საპრივატიზაციო ობიექტების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, პრივატიზაცია საჭიროა, მაგრამ ასეთი პრივატიზაციით ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც ოჯახიდან ბოლო ნივთი გამოაქვს გასაყიდად.  


„დღეს რეალურად ვხედავთ, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით მთავრობას ისე გამოაქვს საპრივატიზაციო ობიექტები, როგორც გაჭირვებისას ოჯახიდან ბოლო ნივთები გააქვთ. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკით პასუხობდეს იმ გამოწვევას რაც დღეს არის ქვეყანაში, ხელთან ახლოს რაც აქვთ დარჩენილი ქონება ისიც საპრივატიზაციოდ გამოაქვთ, მაგრამ არა რაღაც მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში, არამედ უბრალო ობიექტების გამოტანით ცდილობენ გვაჩვენონ, რომ გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ.


პრივატიზება საჭირო და მნიშვნელოვანია, მომხრე ვარ რომ რაც შეიძლება მეტი ობიექტი გადავიდეს კერძო საკუთრებაში და ეკონომიკაში შეიტანოს თავისი წვლილი, მაგრამ როცა აქტივები იყიდება არა ხედვით, არამედ სპონტანურად, ვფიქრობ რომ ეს არის არასებული ცუდი პოლიტიკის შედეგი.


გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთავრობას უკვე მერამდენედ გამოაქვს მხოლოდ წვრილი ობექტები, რადგან მსხვილი ობიექტების გასხვისება უკავშირდება გარკვეულ კონცეფციაში მოთავსებას და ისე გაყიდვას. მსხვილი ობიექტის პრივატიზებისთვის საჭიროა არსებობდეს ხედვა და მისი გასხვისების შემდეგ უბრალოდ კი არ გადავიდეს კერძო საკუთრებაში, არამედ ეკონომიკაზე იმუშაოს“, - აღნიშნავს ლევან კობერიძე.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ბიუჯეტის დამტკიცებული გეგმა 106 %-ით შესრულდა და ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 130 485 115 ლარია მობილიზებული. 2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up