„ლარი უფსკრულისკენ მიექანება, ორი არაადეკვატური პოლიტიკური ბანაკი კი საამისოდ ვერც იცლის“ - ვაჟა ბერიძე

„ლარი უფსკრულისკენ მიექანება, ორი არაადეკვატური პოლიტიკური ბანაკი კი საამისოდ ვერც იცლის“ - ვაჟა ბერიძე

access_time2021-03-31 14:00:47

ლარი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს და გაუფასურების ახალი ისტორიული რეკორდის მოსახსნელად ემზადება. ეროვნული ბანკის მიერ 30 მარტს გამოცხადებული ოფიციალური კურსის მიხედვით ერთი დოლარი 3.4118 ლარია. პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ლარის გაუფასურებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ლარი უფსკრულისკენ მიექანება


პანდემიის გამო ეკონომიკა გაჩერებულია.


ორი არაადეკვატური პოლიტიკური ბანაკი ტაკიმასხრობითაა დაკავებული


ეუბნებიან, ევროპელები და ამერიკელები პანდემია და ეკონომიკაა ახლა მთავარი, იმას მიხედეთო, ესენი კი ჯიუტი თხებივით ერქაგრეხილებიან ერთმანეთს ბეწვის ხიდზე და უეჭველი სულ მალე ჩაცვივდებიან უფსკრულში, სამწუხაროდ, ჩვენთან ერთად.


ხალხი იმდენად ეზიზღებათ, პლებისციტიც კი არ გამოიმეტეს, რომ ადამიანებს ეთქვათ, ბოლო-ბოლო უნდათ თუ არა ხელახალი არჩევნები.


საცოდავი დანიელსონი შუამავლობს, როგორც შეუძლია, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ რაღაცას ოდესმე მოახლაფორთებს, მაგრამ ეს გამოსავალი, დარწმუნებული იყავით, არ იქნება.


იქნებ ვინმემ უთხრას, აუხსნას, რომ კომპრომისებზე ამათთან ჟღურტული უაზრობაა.



ამეებთან კატეგორიული იმპერატივების მეშვეობით ლაპარაკი და რეალური მუქარა გაჭრის მხოლოდ.


ორივე მხარეს ვგულისხმობ.


ამაი მხოლოდ პოლიტბიუროს დადგენილებები ესმოდათ, ზოგს პირადად, ზოგს გენეტიკურ მეხსიერებაში აქვს ჩაგვირისტებული, ამიტომაც ახლა ვაშინგტონიდან ელიან „პოლიტბიუროს დადგენილებას“, ან უკიდურეს შემთხვევაში „შაჰის ფირმანს“. არადა, ამათთვის „შაჰს“ (ბაიდენი) აშკარად არ სცალია, არც მის ვეზირს - ბლინკენს, იმასაც უჩვენოდაც თავზე საყრელად აქვს პრობლემები.


ხალხი? ხალხი ჩვენს პოზიცია-ოპოზიციას სულ ფეხებზე ჰკიდია.


ამასობაში კი ლარი სულს ღაფავს.


აქაოდა, თურქული ლირა გაუფასურდა და ჩვენი ეკონომიკა ხომ თურქეთისაზეაო მიბმული. ჩანს რეზერვების ხარჯვაზეც ხელი აიღეს, სესხსაც ვეღარ იღებენ... ოპოზიციას სიტუაციის ამოტრიალება აწყობს, სადამდეც ბევრი აღარაა დარჩენილი - ეს რევოლუციურ სცენარს დააჩქარებს, რაზედაც უკვე ოპოზიცია ოცნებობს.


ფასები გაიქცევა, ინფლაციაზე წნეხი თანდათან სერიოზულად გაიზრდება...


კატასტროფა გარდუვალია.


ოპოზიციას ეს აწყობს.


ხელისუფლება კი საამისოდ ვერც იცლის და ამ ყველაფერში იქ ვერც-ვერავინ ერკვევა - ერთადერთი პროფესიონალი ჰყავთ - ირაკლი კოვზანაძე და ისიც გვაფრთხილებს - ლარიო ეკონომიკის სარკეაო, ამ დღეებში გვითხრა, ცოტა ადრე - ეროვნული ბანკი უფრო ოპერატიული და გაბედული უნდა იყოსო... და რომ არ არის? მის მაგივრად მთავრობას „აზრზე მოსვლისკენ“ კატეგორიულად მოვუწოდებდი ან გადავდგებოდი. ისეთი საფრთხეებია რეალური, რომ მისი რანგის პროფესიონალი, ვფიქრობ, ასე უნდა მოიქცეს.


ჩვენ, ჩვენ რა? ჩვენ უარესისთვის უნდა მოვემზადოთ.


უარესიც არსებობს!“,  წერს ვაჟა ბერიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up