ფულადი გზავნილების ქართული კომპანია MASTERCARD-ის სისტემაში ერთვება - გახდება თუ არა „ინტელიექსპრესი“ Western Union-ის კონკურენტი?

ფულადი გზავნილების ქართული კომპანია MASTERCARD-ის სისტემაში ერთვება - გახდება თუ არა „ინტელიექსპრესი“ Western Union-ის კონკურენტი?

access_time2021-03-31 12:20:12

საქართველოდან უცხოეთში, განსაკუთრებით საბერძნეთში ემიგრანტების ზრდამ წლების წინ არაერთი კომპანიის შექმნას ჩაუყარა საფუძველი, ერთ-ერთი მათგანი ინტელიექსპრესი იყო, რომელიც 2006 წელს შეიქმნა და კომპანიის საქმიანობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფულადი გზავნილების განხორცილებით დაიწყო. მათი მთავარი ორიენტირი ქართველი ემიგრანტებისთვის ფულის გადარიცხვის მარტივი და სწრაფი მომსახურების მიწოდება იყო, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანებს ბანკის გარეშე გაეგზავნათ და მიეღოთ თანხა. იმ პერიოდში ქართველი ემიგრანტების ძირითადი ნაწილი არ სარგებლობდა ფულადი გზავნილების მომსახურებით შეუსაბამოდ მაღალი ტარიფებისა და დაბალი ნდობის გამო. იმ პერიოდში ფულის გაგზავნის ყველაზე პოპულალური მეთოდი ავტობუსებისთვის თანხის გამოტანება იყო, რაც ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენდა და არ იყო უსაფრთხო. აღნიშნულმა სიტუაციამ განაპირობა ინტელიექსპრესის შექმნა, რომელიც ამ დრომდე პირველი და ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა.


ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა მსოფლიო ეკონომიკა და იზრდებოდა ფულადი გზავნილების ბრუნვაც. „ინტელიექსპრესი“ სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხსნიდა მომსახურების ოფისებს და დღეს 21 ფილიალი აქვს საქართველოში, ხოლო მის სისტემაში ჩართულია ყველა კომერციული ბანკი, რომელიც საცალო საქმიანობას ეწევა და ათამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბებს, ინტელიექსპრესის საშუალებით დღეს ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი, უმეტესობა მათგანში საკუთარი ფილიალებითაა წარმოდგენილი, თუმცა ინტელიექსპრესის სისტემით ოპერირებენ აგენტი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. თანამშრომლობს 60-მდე ბანკთან პირდაპირ და 50-მდე სისტემასთან.

 

„კომერსანტთან“ საუბრისას ინტელიექსპრესში აღნიშნავენ, რომ პანდემიამ და ფულადი გზავნილების უფრო მეტად გააქტიურებამ დისტანციური სერვისების გაუმჯობესება გამოიწვია, ამიტომ კომპანიის სამომავლო გეგმაში ელექტრონული საფულის გააქტიურება და MASTERCARD-ის საერთაშორისო ბარათების გამოშვებაა

 

„საქართველო ძირითადად გზავნილების მიმღები ქვეყანაა. ბოლო წლებში საქართველოში გზავნილების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. პანდემიის მიუხედავადაც გზავნილების კუთხით ქვეყანაში მაინც ზრდა დაფიქსირდა, ინტელიექსპრესისთვის ეს ზრდა 17.6%-ს შეადგენდა. გადარიცხვებმა განსაკუთრებით მოიმატა დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, კვიპროსიდან, უკრაინიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და აშშ-დან.



 

ამ ეტაპისთვის იგეგმება ელექტრონული საფულის სისტემის გააქტიურება, რომელიც იქნება ონლაინ ბანკინგის მსგავსი. ვისარგებლებთ კომპანია ინექსფეის სერვისით, რომელიც წარმოადგენს ელექტრონულ საფულეს. მისი პლატფორმით, მომხარებლებისთვის გამარტივდება სხვადასხვა სერვისებთან წვდომა. მას აქტიურად შევთავაზებთ მომხმარებლებს ინტელიექსპრესის ევროპული ქსელისა და ოფისების ბაზაზე: დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიასა და კვიპროსში. ამას გარდა, ინტელიექსპრესი საქართველოში ერთადერთი არასაბანკო ორგანიზაციაა, რომელიც MASTERCARD-ის ძირითადი წევრი გახდა. ამ წელს გამოვუშვებთ MASTERCARD-ის საერთაშორისო ბარათებს, რომლის გამოყენებაც კომპანიის მომხმარებლებს შეეძლებათ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ასევე, ინტელიექსპრესის მომხმარებლებისათვის უკვე შესაძლებელია ევროპული IBAN ანგარიშების გახსნა. ასეთი ევროპული საგადახდო ანგარიშების გახსნას მასიურად შევთავაზებთ ევროპაში მყოფ ემიგრანტებს და არა მარტო ემიგრანტებს“, - განმარტა ინტელიექსპრესის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თავართქილაძემ. 


საფინანსო სექტორის გამოწვევებზეც საუბრისას, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დღეისათვის კაპიტალის ბაზრის არ არსებობაა ამ სექტორის მთავარი პრობლემაა.

 

„საქართველოში საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული სექტორია, რასაც თავისი მიზეზები აქვს. დღეისათვის მთავარ გამოწვევას კაპიტალის ბაზრების არარსებობა წარმოადგენს, თუმცა ცალკე დავის თემაა რამდენადაა დღეს-დღეისობით ქვეყანა მზად კაპიტალის ბაზრების განსავითარებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში გვექნება წინსვლა ამ მიმართულებითაც“, - აცხადებს ლევან თავართქილაძე.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up