ბიზნესისთვის ელექტროენერგია 40%-ით, გაზი 140%-ით, წყალი 1200%-ით ძვირია - სხვაობას მაინც მომხმარებელი იხდის

ბიზნესისთვის ელექტროენერგია 40%-ით, გაზი 140%-ით, წყალი 1200%-ით ძვირია - სხვაობას მაინც მომხმარებელი იხდის

access_time2021-03-31 11:00:41

მთელი საქართველოს მასშტაბით იანვრიდან როგორც „თელასის“ ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 18-24 პროცენტით გაეზარდათ. მთავრობამ სხვაობის ბიუჯეტიდან 1 წლის ვადით სუბსიდირების ვალდებულება აიღო. შეღავათები არ შეხებია ბიზნესს, რომელიც იქამდეც ენერგომატარებლებში მოსახლეობასთან შედარებით ბევრად მეტს იხდიდა და შემდეგ ტარიფს მის მიერ გამოშვებულ საბოლოო პროდუქციის ფასში ასახავდა.


საყოფაცხოვრებო ნაწილში „თელასის“ აბონენტისთვის 100 კვტ/სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 18 თეთრია, საიდანაც მას 14.5 თეთრის გადახდა უწევს, 101-დან 300 კვტ/სთ-მდე ტარიფი 22 თეთრია, 3.5 თეთრი ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტიდან იფარება. 301 კვტ/სთ-დან ზევით კი საფასური 26.5 თეთრამდე იზრდება. კომერციული აბონენტებისთვის  ტარიფი ძაბვის მიხედვით 27.4 თეთრიდან იწყება და 32.9 თეთრამდე ადის.


ტარიფები მსგავსია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვისაც. მათთვის 100 კვტ/სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 17.7 თეთრია, საიდანაც თავად 14.2 თეთრის გადახდა უწევთ. 101-დან 300 კვტ/სთ-მდე ტარიფი 21.7 თეთრია, ბიუჯეტი ამ შემთხვევაშიც 3.5 თეთრს ფარავს. 301 კვტ-დან ტარიფი 26.2 თეთრი ხდება, რასაც სუბსიდია არ ეხება. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის საფასური 28.3-32 თეთრია.


ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 1.7 მლნ საყოფაცხოვრებო აბონენტია, მათი 95% კი 300 კვტ/სთ-ს მოიხმარს. გამოდის რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, სუბსიდირების გარეშეც კი დაახლოებით 40%-ით მეტს იხდის.


სხვაობა კიდევ უფრო დიდია ბუნებრივი გაზის სექტორში. დედაქალაქში „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის 1 კუბური მეტრი გაზის საფასური 46 თეთრია, კომერციული სექტორისთვის კი 1.1 ლარი ანუ 140%-ით მეტი. 2021 წლის იანვრამდე ბიზნესი თბილისში გაზში 86 თეთრს იხდიდა - 87%-ით მეტს. ტარიფის ცვლილება პურის საწარმოებს არ შეხებიათ.


თბილისის გარდა, დანარჩენ საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, თითქმის მთლიანად „სოკარი“ ფარავს. სოკარში საყოფაცხოვრებო ტარიფი 1 კუბურ მეტრ გაზზე 57 თეთრია, კომერციული ტარიფი კი 67%-ით მეტი - 95 თეთრი. აღსანიშნავია, რომ წყლისა და ელექტროენერგიისგან განსხვავებით, ბუნებრივი გაზის კომერციული ნაწილი დერეგულირებულია და ტარიფებს ხელშეკრულების საფუძველზე თავად კომპანიები ადგენენ.



ტარიფებს შორის სხვაობა ყველაზე მაღალი წყლის გადასახადის დათვლისას იგრძნობა. თბილისში, მცხეთაში,  რუსთავსა და გარდაბანში გამრიცხველიანებული GWP-ის საყოფაცხოვრებო აბონენტები 1 ტონა წყალში 0.5 ლარს იხდიან. არასაყოფაცხოვრებო აბონენტები კი 13-ჯერ მეტს - 6.5 ლარს. კომერციული სექტორისთვის ფიზიკურ პირებთან შედარებით წყალი 1200%-ით უფრო ძვირია.


დანარჩენ რეგიონებში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ოპერირებს. ტარიფი ამ შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის 50 თეთრია, (ფოთში 80 თეთრი) კომერციული სექტორისთვის 9-ჯერ მეტი - 4.50 ლარი.


ტარიფებს შორის ისედაც დიდი სხვაობა წლიდან წლამდე იზრდება. 2021 წელს თბილისში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ბუნებრივი გაზი არ გასძვირებიათ, კომერციულ სექტორს კი 28%-ით გაუძვირდა. თუ ელექტროენერგია ფიზიკურ პირებს 18-24%-ით გაუძვირდათ, კომერციული სექტორისთვის ფასები 55-70 პროცენტით გაიზარდა. წყლის შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის საფასური 16%-ით გაიზარდა, კომერციული სექტორისთვის - 48%-ით.


სემეკის გადაწყვეტილებები, რასაც ყველა მთავრობა ეთანხმება, მეტწილად პოპულისტურ ხასიათს ატარებს. იგივე ხდება სოკარისა და თბილისი ენერჯის კომერციული მიმართულების შემთხვევაშიც. ბიზნესის ყველა ხარჯს, იქნება ეს საერთო სახელმწიფო გადასახადები, გაძვირებული დოლარი, რეგულაციების შედეგად წარმოქმნილი სხვა ხარჯები თუ კომუნალური გადასახადები, ბოლოს მაინც მომხმარებლის გადასახდელი ხდება. ბიზნესი უბრალოდ აძვირებს საკუთარ პროდუქციასა თუ მომსახურებას. გაყიდვების შენარჩუნების მიზნით შესაძლოა კომპანიამ მოგების მარჟა შეიმციროს და ფასები მხოლოდ ნაწილობრივ გაზარდოს, მაგრამ ამავე დროს უარი თქვას გაფართოებაზე, რაც ეკონომიკურ წინსვლასაც ანელებს და პოტენციურად დასასაქმებელ ადამიანებს ვეღარ ასაქმებს.


თავისუფალი ბაზრის პირობებში, ყოველთვის რაიმეს ბითუმად შეძენა ერთეულის ფასს ამცირებს. მხოლოდ ფიზიკური პირების შემთხვევაშიც კი მათთვის ვინც 300 კვტ/სთ-ზე მეტს მოიხმარს ტარიფი ყველაზე დაბალი უნდა იყოს. ნებისმიერი ბიზნესი, ჩვეულებრივ პირობებში გაყიდვების გაზრდას ცდილობს, რისთვისაც როგორც წესი დიდ შენაძენზე ფასდაკლებას აწესებს, ელექტროენერგიის შემთხვევაში პირიქითაა, სტიმული ცოტა ენერგიის მოხმარებისკენაა მიმართული, რაც არა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში, არამედ უბრალოდ მოხმარების შემცირებაში გამოიხატება.


მდგომარეობა უფრო მეტად არასაბაზროა, როდესაც სქემაში კომერციული პირებიც ერთვებიან. ისინი ბევრად მეტ ელექტროენერგიას, ბევრად მეტ ბუნებრივ გაზს, ბევრად მეტ წყალს მოიხმარენ. ზოგიერთი მცირე ზომის კომპანია, ხარჯების დაზოგვის მიზნით, კანონის გვერდის ავლით, რესურსებს ფიზიკური პირიდან ღებულობს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ქმედება უკანონოა, მსგავსი მანიპულაცია მხოლოდ ძალიან პატარა ბიზნესს შეუძლია, სხვა შემთხვევაში თუ ფიზიკური პირის მრიცხველმა თვეში 15 000 კვტ/სთ დაწერა ეს აუცილებლად ეჭვს გააჩენს და დარღვევას გამოააშკარავებს.


ტარიფების გათანაბრება, ან თუნდაც დაახლოვება, პოლიტიკურად იმდენად არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, რომ მსგავს რისკზე მთავრობებს წასვლა არ უღირთ. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციაც ერთგვარი გადასახადია, მაინც დაფარული გადასახადია. მართალია ადამიანები წუწუნებენ და პროტესტს გამოთქვამენ როდესაც მათი სამომხმარებლო კალათა ძვირდება, მაგრამ თუ ზეთი, ხორცი, საპონი ან ელექტროჩაიდანი გაძვირდა, ბრაზი მწარმოებელსა და იმპორტიორზეც ნაწილდება, ენერგომატარებლების შემთხვევაში კი ვალუტის მსგავსად ისრები მთლიანად მთავრობისკენ მიემართება.


ტარიფების კლების მიზნით კომერციული პირების დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევაში თელასის არსებული 27.4-32.9 თეთრიანი ტარიფები 23.2-27.9 თეთრამდე მცირდება. გაზის 1.1 ლარიანი ტარიფი 93 თეთრამდე, წყლის საფასური კი 5.51 თეთრამდე. ამ სცენარით, რომელიც ჯერჯერობით არც განიხილება, ცხადია ბიუჯეტი სოლიდურ თანხებს დაკარგავს, მაგრამ ინფლაციის ტემპი შენელდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...


მსგავსი სიახლეები

up