დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-22 21:00:28

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. კახა კალაძის დაანონსებული სამშენებლო ამნისტია დროებით გადაიდო

 

 „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ საკომიტეტო განხილვები კანონპროექტზე, რომელსაც სამშენებლო სექტორი დიდი ხანი ელოდებოდა დაპაუზებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

 

 

2. ვეძებთ იაფფასიან წამლებს, უხარისხო კათეტერებს და ერთჯერად სახარჯ მასალას - 520-ე დადგენილების შედეგები

 

 

2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რეფორმა გაატარა. შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილება მაშინ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. „კომერსანტი“ დაინტერსდა 16 თვის შემდეგ რა შედეგები მოუტანა 520-ე დადგენილებამ კლინიკებს.

 

 

3. პოლიტიკიდან არ მივდივარ - გიორგი გახარია

 

 

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. იგი აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. ექსპრემიერი ამბობს, რომ გეგმებს და დღის წესრიგს მიჰყვება.

 

 

4. თიბისი ბანკი პოზიციებს თმობს - საქართველოს ბანკის მოგებამ 110 მლნ ლარს გადააჭარბა

 

 


ქართული ბანკების ჯამური აქტივები 2021 წლის იანვრის 56.4 მლრდ ლარამდე კლების შემდეგ, თებერვალში გაიზარდა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად გაიზარდა სექტორის ჯამური მოგებაც.

 

 

5. რედკომ წელს გუდაურში რედისონის გახსნა გადადო

 

 

„სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება და ხარჯის გაწევა, როდესაც ტურისტი არ არის ქვეყანაში, არაკომერციული გადაწყვეტლება იქნებოდა. რედისონის გახსნას გუდაურში წელსაც ვგეგმავდით, მაგრამ ახლა ტურისტულ ციკლზე ვართ დამოკიდებული,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა ისაუბრა.

 

 

6. „მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი, ის ჯანდაცვის სისტემის არაპროფესიონალიზმის და კორუფციის მსხვერპლია“ - გიორგი ფხაკაძე

 

 

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას აკრიტიკებს და მოითხოვს, იმ 82 ექსპერტის სია გამოქვეყნდეს, ვინც აღნიშნული გეგმის შექმნაში მონაწილეობდა.

 

 

7. ეკონომიკის სექტორები, რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად შემცირდა და გაიზარდა


 

2020 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 907.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 6.8 პროცენტი შეადგინა.

 

 

8. თურქული ლირის გაუფასურების ფონზე ქართული ლარიც უფასურდება

 

დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაიწყო. ლარის კურსის მერყეობის გაზრდა, სავარაუდოდ, თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირდება, რამაც ბოლო 24 საათში 15% შეადგინა. თუმცა რამდენიმე საათის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ამ ინტერვენციის ფონზე ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.3299 ლარი გახდა.

 

 

9. Handelsblatt: მოსკოვი ვაშინგტონთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს

 

 

ჯო ბაიდენის განცხადებამ, რომ პუტინი მკვლელია, შესაძლოა დასავლეთის ურთიერთობებს რუსეთთან დიდი ზიანი მიაყენოს. მოსკოვი აღშფოთებულია, ევროკავშირი კი მის მიმართ პოზიციის შეცვლას არ გამორიცხავს. რუსეთის ხელისუფლებამ ბაიდენის გამონათქვამი აღმაშფოთებლად ჩათვალა და კრემლმა ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ განაცხადა.

 

 

10. ჩინეთის კომპარტიის ახალი მიზანი - მსოფლიო ლიდერობა

 

 

პეკინში ე.წ. „ორი სესიის“  - სახალხო წარმომადგენელთა კრების და პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიური სხდომა დასრულდა. ამ ღონისძიებების დროს ჩინეთის კომპარტიამ ახალი სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2025 წლის ჩათვლით ქვეყნის მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს განსაზღვრავს.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up