დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაიწყო. ლარის კურსის მერყეობის გაზრდა, სავარაუდოდ, თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირდება, რამაც ბოლო 24 საათში 15% შეადგინა. თუმცა რამდენიმე საათის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ამ ინტერვენციის ფონზე ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.3299 ლარი გახდა.
ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.3305 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.3330-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/8.3505 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.8718-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/527.3900 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 527.3900 -ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6987 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988 ნიშნულზე იყო.